N 89 - 19/03/2024 - „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 19.03.2024
№ დოკუმენტი 89
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2024 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2018, 300160070.10.003.020792) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დანართი VI ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

„დანართი VI

სამშენებლო პროდუქტების ნუსხა

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1711027599151 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№

სეს ესნ კოდი

საქონლის დასახელება

ცემენტი

პორტლანდცემენტი, ცემენტი თიხამიწოვანი, ცემენტი წიდისა, ცემენტი სუპერსულფატიანი და ანალოგიური ჰიდრავლიკური ცემენტი, შეღებილი ან შეუღებავი, მზა ან კლინკერების ფორმით:

1

25232900000

— — დანარჩენი

პლასტმასის მილები

პლასტმასის მილები, მილაკები და შლანგები და მათი ფიტინგები (მაგალითად, შეერთებები, მუხლები, მილტუჩები):

2

39172110000

— — — უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

3

39172190009

— — — — დანარჩენი

4

39172210000

— — — უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

5

39172290009

— — — — დანარჩენი

6

39172310000

— — — უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

7

39172390009

— — — — დანარჩენი

8

39172900009

– – – დანარჩენი

9

39173100009

– – – დანარჩენი

10

39173200000

– – დანარჩენი, დაუარმატურებელი ან სხვა მასალებთან არაკომბინირებული, უფიტინგებოდ

11

39173300009

– – – დანარჩენი

12

39173900009

– – – დანარჩენი

13

39174000009

– – დანარჩენი

არმატურა

წნელები რკინის ან არალეგირებული ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, ჭედვის, ცხლად გლინვის, ცხლად ადიდვის ან ცხელი ექსტრუდირების გარდა, გლინვის შემდეგ გაღუნული წნელების ჩათვლით, დანარჩენი:

14

7214

წნელები რკინის ან არალეგირებული ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, ჭედვის, ცხლად გლინვის, ცხლად ადიდვის ან ცხელი ექსტრუდირების გარდა, გლინვის შემდეგ გაღუნული წნელების ჩათვლით, დანარჩენი:

ელექტროკაბელები

სადენები იზოლირებული (ემალირებულის ან ანოდირებულის ჩათვლით), კაბელები (კოაქსიალურის ჩათვლით) და დანარჩენი იზოლირებული ელექტრული გამტარები, შემაერთებელი სამარჯვებით ან მათ გარეშე; ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელები, შემდგარი ინდივიდუალურგარსიანი ბოჭკოებისაგან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აწყობილი ელექტრულ გამტარებთან ან შემაერთებელ სამარჯვებთან:

15

85444991000

– – – – სადენები და კაბელები 0,51 მმ-ზე მეტი დიამეტრის იზოლირებელი გამტარებით

16

85444993000

– – – – – ძაბვაზე არაუმეტეს 80 ვ-ისა

17

85444995000

– – – – – ძაბვაზე არაუმეტეს 80 ვ-ზე მეტი, მაგრამ 1000 ვ-ზე ნაკლები

18

85444999000

– – – – – ძაბვაზე 1000 ვ

19

85446010000

— — სპილენძის გამტარებით

20

85446090000

— — დანარჩენი გამტარებით

თაბაშირ-მუყაო

ნაწარმი თაბაშირისა ან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან:

21

6809 11 000 00

– – დაფარული ან დაარმატურებული მხოლოდ ქაღალდით ან მუყაოთი.“.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე