კურსთა შორის სხვაობა (2011 წლის 1 იანვრამდე დღგ-ის კორექტირების საფუძველია, 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ - არა) N 1001

1001 კურსთა შორის სხვაობა (2011 წლის 1 იანვრამდე დღგ-ის კორექტირების საფუძველია, 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ - არა) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1001
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კურსთა შორის სხვაობა N 1001

ფაქტობრივი გარემოებები

•პირმა საქონლის მიწოდებისას ვალუტის კურსთა შორის სხვაობით მიღებული ნამეტი თანხა არ დაბეგრა დღგ-ით

•პირმა ნამეტი თანხა დაბეგრა მხოლოდ მოგების გადასახადით

•პირმა, მყიდველის მოთხოვნის მიუხედავად, არ წარუდგინა მას კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

•ვარიანტი 1: ოპერაცია განხორციელებულია 2011 წლის 1 იანვრამდე

•ვარიანტი 2: ოპერაცია განხორციელებულია 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ

შეფასება

•ორივე ვარიანტში გამყიდველმა ნამეტი თანხა სწორად დაბეგრა მოგების გადასახადით

•ვარიანტი 1: სახეზეა დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევა

•ვარიანტი 1: ნამეტი თანხა ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას კორექტირების თვის მიხედვით

•ვარიანტი 1: გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოეწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

•ვარიანტი 2: გადამხდელის ქმედება მართლზომიერია

ღონისძიებები

•ვარიანტი1: იმ თვის მიხედვით, როდესაც მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება, კორექტირების თანხაზე უნდა დაერიცხოს დღგ

•ვარიანტი 1: პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში დღგ-ის შემცირებისათვის (სსკ 275-ე მუხლი)

•ვარიანტი 1: კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობისათვის გამყიდველი დაჯარიმდება ნამეტი თანხის 100 %-ის ოდენობით (სსკ 282-ე მუხლი)

•ვარიანტი 2: საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება