იჯარის თანხის გამოქვითვა (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს ქონება და არა ხელშეკრულება იჯარაზე) N 0241

0241 იჯარის თანხის გამოქვითვა (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს ქონება და არა ხელშეკრულება იჯარაზე) - (ძალადაკარგული) 06.06.2011
№ დოკუმენტი 0241
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

იჯარი თანხის გამოქვითვა N 0241

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს 2011 წელს იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელშც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას - მოწყობილი აქვს სწრაფი კვების ობიექტი. იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ არის

•საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა მეიჯარისათვის გადახდილი იჯარის წლიური ქირა - 10 000 ლარი

•ვარიანტი 1: ფართზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია

•ვარიანტი 2: ფართზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. რეგისტრირებული მესაკუთრე პირი არ არსებობს

შეფასება

•ის გარემოება, რომ იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ არის, საწარმოს არ უზღუდავს უფლებას გამოქვითოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი (იჯარის თანხა)

•საწარმოს უფლება აქვს გამოქვითოს ხარჯი (იჯარის თანხა), რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან, იმ პირობით თუ იჯარის საგანი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მესაკუთრეზე (სსკ-ის 106-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტი)

•მე-2 ვარიანტში: იჯარის თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა არასწორია

ღონისძიებები

•მე-2 ვარიანტში: უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება

•გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით