N 357 - 30/12/2025 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 30.12.2025
№ დოკუმენტი 357
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №357

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):

1. პირველი მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აქციზური საქონლის (გარდა სეს ესნ-ის 2203 00, 2205, 2206 00, 2208 კოდებში მითითებული საქონლისა (ჩამოსასხმელი ალკოჰოლიანი სასმელის გარდა) და 2401 კოდში მითითებული საქონლისა) გადაადგილების შემთხვევაში „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება სავალდებულო არ არის 2027 წლის 1 იანვრამდე.“.

 

2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აქციზური საქონლის (გარდა სეს ესნ-ის 2203 00, 2205, 2206 00, 2208 კოდებში მითითებული საქონლისა (ჩამოსასხმელი ალკოჰოლიანი სასმელის გარდა) და 2401 კოდში მითითებული საქონლისა) გადაადგილების შემთხვევაში „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება სავალდებულო არ არის 2027 წლის 1 იანვრამდე.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე