N 5503-IIს - 22/06/2016 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 22.06.2016
№ დოკუმენტი 5503-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ინოვაციური მომსახურება;“.

2. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,22 ივნისი 2016 წ.

N5503-IIს