ნაპატიები და ჩამოწერილი სესხის გამოქვითვა N 0229

0229 ნაპატიები და ჩამოწერილი სესხის გამოქვითვა 31.08.2011
№ დოკუმენტი 0229
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ნაპატიები და ჩამოწერილი სესხის გამოქვითვა N 0229

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ ყოფილ დაქირავებულ ფიზიკურ პირს აპატია სესხი

•ნაპატიები სესხი დაბეგრილია გადახდის წყაროსთან

•ნაპატიები სესხი გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

•საწარმოს მიერ ნაპატიები თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია

•ყოფილი დაქირავებული პირის მიერ მიღებული სარგებელი (ვალის პატიება) არ განიხილება შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯთან, შესაბამისად სარგებლის თანხით გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი

ღონისძიებები

•უნდა შემცირდეს გამოსაქვითი ხარჯი და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)

•დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად

აღნიშნული არ ეხება შემთხვევას, როდესაც ვალდებულება გაუქმებულ იქნა პირის გარდაცვალების გამო

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლამდე საგადსახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით