N 197 - 07/06/2024 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 07.06.2024
№ დოკუმენტი 197
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №197

2024 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას ცვლილება და „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

1. მე-7 მუხლის 23-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ.ო“ და „ბ.გ.პ“ ქვეპუნქტები:

„ბ.გ.ო) „XRS14“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

ბ.გ.პ) „XRS15“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;“.

2. მე-14 მუხლის 22-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) „XRS15“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე