წინასწარი გადახდის ბარათების გამოყენება თანამშრომლების მიერ N 1803

1803 წინასწარი გადახდის ბარათების გამოყენება თანამშრომლების მიერ - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 1803
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

წინასწარი გადახდის ბარათების გამოყენება თანამშრომლების მიერ N 1803

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ 2008 წელს შეიძინა წინასწარი გადახდის ბარათები და გადასცა პირადი გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირებს

•საწარმოს არ უფიქსირდება შესაბამის კავშირგაბმულობის კომპანიაზე ხელშეკრულება ან/და სიმ-ბარათების რეგისტრირება

•ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია დამქირავებლის სახელზე, რომელიც დამქირავებელმა ასახა გამოქვითვებში და მიიღო დღგ-ის ჩათვლა

შეფასება

•დაქირავებულს წინასწარი გადახდის ბარათების ღირებულება ჩაეთვლება სახელფასო განაცემად (სარგებლად)

•დამქირავებელს დანახარჯის გაქვითვის უფლება არ გააჩნია და დღგ-ის ჩათვლა არ უნდა მიეღო

ღონისძიებები

•გაიზრდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები

•გაიზრდება გამოსაქვითი ხარჯი სარგებლის ოდენობით

•გაუქმდება დღგ-ის ჩათვლა და შემცირდება გამოსაქვითი ხარჯი ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხის ოდენობით (დღგ-ის გარეშე)

•პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლი)

•პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან თანხის დაუკავებლობისათვის (სსკ 134-ე მუხლი)