მივლინება (საწვავის შესაძენად გაცემული თანხები - ხელფასია) N 1809

1809 მივლინება (საწვავის შესაძენად გაცემული თანხები - ხელფასია) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1809
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მივლინება N 1809

ფაქტობრივი გარემოებები

•მივლინებაში მყოფ დაქირავებულ პირებზე საწვავის შესაძენად გაცემულია თანხები

•დაქირავებულ პირებს საწვავის თანხები ჩამოეწერათ ისე, რომ არ არსებობს საწვავის შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი

შეფასება

•თანხები უნდა ჩაითვალოს ხელფასად (სარგებლად) და დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას

ღონისძიებები

•უნდა გადაკვალიფიცირდეს გამოსაქვითი ხარჯები (საწვავის ხარჯი ხელფასად) და საწარმოს დაერიცხოს დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი

•შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

•პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისთვის (სსკ 134-ე მუხლი)