განაჩენი

სისხლის სამართლის 04.01.2018
საქმის ნომერი
010100117002204776
დავის ტიპი
276 1
თარიღი
04.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100117002204776

საქმე N1-1072/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

27 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ბ---–----–- მ–------ე

ადვოკატი - მ---- ც-------ე

თარჯიმანი - ზ------- ა---------ი

 

ბრალდებული: ა-------- ქ----

მამის სახელი: ი-----

დაბადების თარიღი: 1--1--1--- წელი

მოქალაქეობა: მ---–------- მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ. ქ------–----------------------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

[ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა-------- ქ----მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 აგვისტოს, დაბა მახინჯაურის ცენტრში, ა-------- ქ----მ, რომელიც მართავდა “ო---–-----------'' მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომ---- N---------), დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ა------ ბ--------ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ა-------- ქ----მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-------- ქ----ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ე----- და ა---------– ბ--------ების ჩვენებები.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------- ქ----ს დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (ა-------- ქ----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ა-------- ქ----ს სასარგებლოდ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ა-------- ქ----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-------- ქ---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ნივთმტკიცება - ავტომანქანა ,,ო---–----------“ სახელმწიფო N A--------, რომელიც ინახება შ.პ.ს. ,,ბ--------------ის’’ სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი