1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
გ1) ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად;
გ2) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს;
დ1) ამ კოდექსის მე-80 მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, აგრეთვე ამ კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ან იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს;
ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
2. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
3. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1105 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1105
- 19.12.2019 კანონი №5621
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 81. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას 1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება; გ1) ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად; გ2) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; დ1) ამ კოდექსის მე-80 მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, აგრეთვე ამ კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ან იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. 2. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. 3. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2347)
- საქმე №2კ-607აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
…ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები; 17. სისხლის სამართლის საქმეზე დართული ყველა ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო…
- საქმე №2კ-665აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
…სხვა ღონისძიებები (საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულებთან მიახლოება და ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით კომუნიკაციის აკრძალვა, ასევე საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება) გაუქმდეს; 13. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; 14. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.…
- საქმე №2კ-476აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2025
…მიყენებული ზიანის ოდენობას, იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვიდან დღემდე სს „ლ–ს“ არ გამოუთქვამს სურვილი და არ მოუთხოვია „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით......) საკუთრებაში გადაცემა. 27.2. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. 28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს…
- საქმე №2კ-467აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
…რომ სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებად ცნობილ – მცირე ზომის ნიჩაბთან, მეტალის საგანთან კომპასით, ორ ცალ ნიჩბის ტიპის საგანთან, ორ ცალ სასწორთან მიმართებით, არ არის დადგენილი, რომ მათ არ აქვთ ღირებულება, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.…
- საქმე №2კ-780აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
მე-3, მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 81-ე, 274-ე, 286-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის…
- საქმე №2კ-368აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2025
- საქმე №2კ-239აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2025
- საქმე №2კ-161აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2025
- საქმე №2კ-1131აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2025
- საქმე №2კ-1062აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2025
- საქმე №2კ-905აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №2კ-1011აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2025
- საქმე №2კ-808აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2024
- საქმე №2კ-373აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №2კ-301აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №2კ-209აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2024
- საქმე №2კ-903აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2024
- საქმე №2კ-962აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2024
- საქმე №2კ-824აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
- საქმე №2კ-934აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
- საქმე №2კ-1274აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №2კ-268აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2023
- საქმე №2კ-251აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
- საქმე №ას-1005-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №2კ-664აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
- საქმე №2კ-731აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.08.2022
- საქმე №2კ-448აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.08.2022
- საქმე №2კ-436აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №2კ-731აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2022
- საქმე №2კ-900აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
- საქმე №ბს-1382(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2020
- საქმე №2კ-217აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.09.2018
- საქმე №2კ-432აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2018
- საქმე №2კ-134აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2013
- საქმე №2კ-2191აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2008
- საქმე №2კ-945აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-1068აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-156აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-172აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-959აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 2347-დან.