თავი X — მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
1. შედარებითი კვლევის ნიმუში შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა.
2. ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
3. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით დათვალიერება დასაშვებია.
4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. დასაშვები მტკიცებულებაა აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. ნივთიერი მტკიცებულება 1. შედარებითი კვლევის ნიმუში შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა. 2. ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. 3. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით დათვალიერება დასაშვებია. 4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. დასაშვები მტკიცებულებაა აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №2კ-130აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
…ბარს შორის იპოვა ერთი ცალი ტყვია (ტ. N3; ს.ფ. 107). შესაბამისი ამოღების 2020 წლის 30 ივნისის ოქმის თანახმად, „Honda Fit-ის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით....) ავტომობილიდან ამოიღეს ტყვია (ტ. N3; ს.ფ. 112-116). 11.4. აღნიშნულისა და საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 72-ე…
საქმე №ბს-126-106-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2004
…ც.-ს იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე არ დაუყენებია შუამდგომლობა ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე, მანქანას უნდა დასდებოდა ლუქი და შენახულიყო. სისხლის სამაღთლის საპროცესო კოდექსის 76-ე, 77-ე მუხლების ითვალისწინებდნენ ნივთმტკიცების შენახვას განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ან საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლამდე, ან…
…საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ავტომანქანა ტოიოტა პრიუსს F-------- და მისი დათვალიერების ოქმს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორედ იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე დადასტურებულია ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების ავთენტურობა. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი…
…რადგანაც, მასში გადმოცემული ინფორმაცია უშუალოდ გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებს ა---- ქ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მოთხოვნებს დარღვეულად, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოებით დგინდება, რომ ავტომანქანასთან ნაპოვნ ბოთლს…
…შესაბამისად სხდომაზე უნდა დაკითხულიყო შ---–-----–- გ------- ჩ-----ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებუ-ლებები იყო დაულუქავი და არ იმსჯელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა რ----- თ--------იამ, რო-მელიც…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 77, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-77/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია