განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100119003294854
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/344-19 25 მარტი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი, ეკა გაბიდაური
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–-----------------–---–--------–-------ა;
დაცვის მხარე: ლ-–------–--–-------–-----------------ი;
ბრალდებული - ვ------–-კ ჰ--------ან (დაბადებული 1--- წლის 17 ი------ს), სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასორტის N---------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ე-------, მ----------ს ქ. N13-ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.
თარჯიმანი : თინათინ სარქისიანი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ------–-კ ჰ--------ანმა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), კერძოდ, 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 04:44 საათზე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ის გავლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდა ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც მგზავრობდა „SETRA”-ს ფირმის სამგზავრო ავტობუსით, სომხეთის სახელმწიფო ნომრით 9----- 96, სადაც მას მოთავსებული ჰქონდა ელექტრონულ მოწყობილობა ე. წ. „ჰოვერბორდში“ დამალული ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შემცველი ფხვნილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (ფუძე) წონა შეადგენს 378,7215 გრამს.
1.2. ვ------–-კ ჰ--------ანმა რუსეთის ფედერაციაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), რაც უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ის გავლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდა ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც მგზავრობდა „SETRA”-ს ფირმის სამგზავრო ავტობუსით, სომხეთის სახელმწიფო ნომრით 9----- 96, სადაც იგი უკანონოდ ინახავდა ელექტრონულ მოწყობილობა ე. წ. „ჰოვერბორდში“ დამალულ ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (ფუძე) წონა შეადგენს 378,7215 გრამს, რაც აღმოჩენილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ის მ---–- ოფიცრების მიერ.
1.3. 2019 წლის 12 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმე ა-------მ ხ--------ანის მოწმის სახით დაკითხვა, შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულის სახით დაკავებულმა ვ------–-კ ჰ--------ანმა გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და მოწმე ა-------მ ხ--------ანს პროცესის მსვლელობისას ესროლა პოლიეთილენის ბოთლი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 04:44 საათზე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ის გავლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდა „SETRA”-ს ფირმის სამგზავრო ავტობუსი, სომხეთის სახელმწიფო ნომრით 9----- 96, რომლის საბარგულშიც ინახებოდა ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. „ჰოვერბორდი“, სადაც აღმოჩნდა კვების ბლოკში დამალული შეფუთვა, მასში მოთავსებული უცნობი ნივთიერებით, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
2.2. 2019 წლის 12 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა
მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმე ა-------მ ხ--------ანის მოწმის სახით დაკითხვა, შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულის სახით დაკავებულმა ვ------–-კ ჰ--------ანმა გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და მოწმე ა-------მ ხ--------ანს პროცესის მსვლელობისას ესროლა პოლიეთილენის ბოთლი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ვ------–-კ ჰ--------ანმა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას იგი სრულად დაეთანხმა ადვოკატების პოზიციას, რომ მას არ ჩაუდენია - საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ა-------მ ხ--------ანის დაკითხვის დროს მან ნამდვილად ესროლა ბოთლი ამ უკანასკნელს აღელვების გამო.
3.2. მოწმე ვ------გ ქ------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ს.გ.პ. ,,ყაზბეგის“ უ-------ი მ---–--ოფიცერი. 2019 წლის 24 ივნისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 05:00 საათზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა სამგზავრო ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით 9----96, რომელსაც მართავდა მძღოლი ლ------ტ მ------ნი, ხოლო იმავე ავტობუსში იმყოფებოდა მეორე მძღოლი ა-------მ ხ--------ანი. ავტობუსში იმყოფებოდნენ მგზავრები. ავტობუსი შესამოწმებლად გადაყვანილი იქნა ავტომანქანებისა და ბარგის დათვალიერებისათვის განკუთვნილ ანგარში, სადაც მოხდა ბარგის დათვალიერება და სკანირება. ბარგის სკანირების დროს ერთ-ერთ ყუთზე, რომელშიც იყო ჰოვერბორდი, გაჩნდა ეჭვი, რომ მასში მოთავსებული იყო საეჭვო შეფუთვა. მან მძღოლებს ჰკითხა, თუ ვისი იყო აღნიშნული ბარგი, რის შემდეგაც მასთან მივიდა მგზავრი ვ-----მ ხ--------ანი და განაცხადა, რომ ბარგი იყო მისი. ხელმეორედ მოხდა ჰოვერბორდის სკანიერება და შემდეგ როდესაც სახრახნისით გახსნეს ჰოვერბორდი, მისი კვების ბლოკის ადგილზე იყო დამალული თეთრ და სალათისფერ შეფუთვაში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. კვების ბლოკი როდესაც გახსნეს და აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება, ვ-----მ ხ--------ანმა მაშინვე განაცხადა რომ მისი არ იყო და განმარტა, რომ მძღოლებმა სთხოვეს, ეთქვა, რომ თითქოს მისი იყო, ხოლო მძღოლებთან გასაუბრების შემდეგ, მათ დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან დისპეჩერმა ს-----იმ გამოატანა ერევანში ოფისში ჩასატანად. ბარგზე ეწერა ს-----ის ნომერი და ასევე სომხეთში ამანათის მიმღების სახელი კ----- და ტელეფონის ნომერი. მებაჟის მიერ შედგა საქონლის, სატრანსპორტო საშულების, მგზავრის და ხელბარგის დათვალიერების ოქმები, ხოლო ამოღებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება დალუქული იქნა თეთრი ფერის ტომარაში და შენახულ იქნა სგპ ,,ყაზბეგის“ ადმინისტრაციულ შენობაში.
3.3. მოწმე გ------ი კ----–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ს.გ.პ. ,,ყაზბეგის“ ცვლის უ-------ის პოზიციაზე. 2019 წლის 24 ივნისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 05:00 საათზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შევიდა სამგზავრო ავტობუსი, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით 9----96, რომელსაც მართავდა მძღოლი ლ------ტ მ------ნი, ხოლო იმავე ავტობუსით გადაადგილდებოდა მეორე მძღოლი ა-------მ ხ--------ანი. ავტობუსში იმყოფებოდნენ მგზავრები, სომხეთის მოქალაქეები. ავტობუსი შესამოწმებლად გადაყვანილი იქნა ავტომანქანებისა და ბარგის დათვალიერებისათვის განკუთვნილ ანგარში, სადაც მოხდა ავტობუსში არსებული ბარგის დათვალიერება და სკანირება. დათვალიერებისას ერთ-ერთ ყუთში მოთავსებული იყო ე. წ. ,,ჰოვერბორდი“, რომლის სკანირების დროს გაჩნდა ეჭვი, რომ მასში მოთავსებული იყო საეჭვო შეფუთვა, რის გამოც მ---–- ოფიცერმა ვ------გ ქ------–---–მა მძღოლებს ჰკითხა, თუ ვისი იყო აღნიშნული ყუთი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მგზავრმა ვ-----მ ხ--------ანმა განაცხადა, რომ ნივთი მიჰქონდა მას. ჰოვერბორდის დაშლისას ნანახი იქნა სალათისფერ შეფუთვაში მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. ამის შემდეგ მძღოლები და მგზავრი შემოწმებულები იქნენ დეტალურად, ასევე დეტალურად იქნა სკანერის მეშვეობით შემოწმებული ყველა ბარგი და ავტობუსი. ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ, ვ-----მ ხ--------ანმა განაცხადა, რომ ნივთი მისი არ იყო და განმარტა, რომ მძღოლებმა სთხოვეს მას, ეთქვა, რომ თითქოს მისი იყო, ხოლო მძღოლებთან გასაუბრების შემდეგ, მათ დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან დისპეჩერმა ს-----იმ გამოატანა ერევანში ოფისში ჩასატანად და არ იყო ვ-----მ ხ--------ანის. ბარგზე ეწერა ს-----ის ნომერი და ასევე სომხეთში ამანათის მიმღების სახელი კ----- და ტელეფონის ნომერი. ამოღებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება დალუქული იქნა თეთრი ფერის ტომარაში და შენახული იქნა სგპ ,,ყაზბეგის“ ადმინისტრაციულ შენობაში საწყობში არსებულ სეიფში, რომლის გასაღები აქვს მხოლოდ საბაჟოს უ-------ს შ----- ს---–--ეს.
3.4. მოწმე შ----- ს---–---ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ს.გ.პ. ,,ყაზბეგის“ საბაჟოს უ-------ი. 2019 წლის 24 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტში ე. წ. ,,ჰოვერბორდში“ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის და დალუქვის შემდეგ, საწყობში არსებულ სეიფში შეინახა გ------ი კ----–---–მა დალუქული ნარკოტიკული საშუალება, თავად გადასცა გასაღები, რომელიც არის მხოლოდ ერთი. აღნიშნული საწყობი ოთახი აღჭურვილია სათვალთვალო ვიდეო კამერებით, რომელზეც მას აქვს წვდომა და ადევნებდა თვალს გ------ი კ----–---–ს, თუ როგორ შეინახა აღნიშნულ სეიფში ნარკოტიკული საშუალება და უკან დაუბრუნა გასაღები. როდესაც სასამართლოს განჩინება წარუდგინა გამომძიებელმა, შ----- ს---–--ემ ცვლის უ-------ს ნ--- გ----–--ეს გადასცა გასაღები, რომლისგანაც ამოიღო გამომძიებელმა ნარკოტიკული საშუალება, რასაც ასევე ადევნებდა თვალს ვიდეოკამერების საშუალებით.
3.5. 2019 წლის 25 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის გ------ი ე-–--–---–-ს მიერ, სგპ ,,ყაზბეგის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინების საფუძველზე მოხდა მ---–--ოფიცრის ნ--- გ----–--ისგან სატრანსპორტო საშუალების, მგზავრის და ხელბარგის დათვალიერების ოქმების და თეთრი ფერის ტომარის, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერების, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების ამოღება, რაც დაილუქა N28/11 ლუქით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ი ე-–--–---–მა.
3.6. მოწმე ვ-----მ ხ--------ანის გამოკითხვის ოქმის (რაც გამოქვეყნებული იქნა სასამართლო სხდომაზე) და სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2019 წლის 23 ივნისს იმყოფებოდა ქ. მოსკოვში, დაახლოებით საღამოს 19:30 საათზე მისმა ნათესავმა საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც გაჩერებული იყო ქალაქ ერევანში მიმავალი ავტობუსი სახ. ნომრით 9----- 96, იგი ჩაჯდა და გამოემართა სომხეთის მიმართულებით, მასთან ერთად მგზავრობდა მისი ცოლი და ბავშვი, ავტობუსში იმყოფებოდნენ სხვა მგზავრებიც. ისინი როდესაც მივიდნენ საბაჟოს ლარსის ტერიტორიაზე, მოხდა მგზავრების საპასპორტო კონტროლი და ავტობუსის დათვალიერება მ---–- ოფიცრების მიერ, რამდენიმე წუთში მასთან მივიდა ავტობუსის მძღოლი სახელად ა-------მი, რომელმაც უთხრა, რომ ავტობუსი გადაყვანილი იყო სპეციალურ ანგარში, სადაც ხდებოდა ხელბარგის დათვალიერება, სადაც მოთავსებული იყო ბავშვის სათამაშო ნივთი, რომელზეც ეთქვა, რომ იყო მისი კუთვნილი, რადგან ა-------მ ხ--------ანის განმარტებით, მას უფლება არ ჰქონდა შემოეტანა რაიმე სახის ამანათი, რაზედაც ვ-----მ ხ--------ანმა მაშინვე უთხრა თანხმობა და გაჰყვა ანგარში, სადაც ადგილზე მისვლისას ნახა აღნიშნული საბავშვო ნივთი, კერძოდ „ჰოვერბორდი“, რომელიც გახსნილი ჰქონდათ მ---–- ოფიცრებს და მათ ჰკითხეს, აღნიშნული ნივთი მართლა მისი იყო თუ არა, რაზედაც მოწმემ განუმარტა, რომ იყო მისი. იმის შემდეგ, რაც აღნიშნულ ნივთში აღმოაჩინეს დამალულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რის შესახებაც მას უთხრეს მ---–- ოფიცრებმა და ჰკითხეს მას, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ, ვ-----მ ხ--------ანმა უთხრა, რომ აღნიშნული ნივთი არ იყო მისი და მხოლოდ მძღოლის, ა-------მ ხ--------ანის თხოვნით თქვა, რომ წარმოადგენდა მის საკუთრებას, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არ იცოდა აღნიშნული ნივთის შესახებ. ამის შემდეგ მ---–- ოფიცრების მიერ მოხდა მისი და მთლიანად მგზავრების შეჩერება. მან განმარტა, რომ მძღოლებს ა-------მ ხ--------ანს და ლ------ტ მ------ნს შეხვდა პირველად და ასევე მგზავრებს შორის მთელი მგზავრობის განმავლობაში არავისთვის არ შეუმჩნევია რაიმე სახის ემოციური ქცევები ან რაიმე საეჭვო ვითარებები. მისთვის უცნობია, თუ ვისი საკუთრება იყო აღნიშნული ამანათი და ნარკოტიკული საშუალება. მის გამოკითხვის ოქმში თარჯიმნის მიერ არასწორად თარგმნის გამო არასწორად იყო დაფიქსირებული, რომ მის თვალწინ მოხდა ამოღებული ნარკოტიკული საშუალების დალუქვა.
3.7. სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში ტექნიკური საშუალების ,,სკაიპის“ მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში მყოფი მოწმე ს-----ი ა------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში კომპანია ავაზარში, არის დისპეჩერი. მის მოვალეობაში შედის ბილეთების დაჯავშნა მოსკოვი-ერევნის მიმართულებით, მგზავრების გაცილება და ავტობუსის გაგზავნა, ასევე ამანათების მიღება და გაგზავნა ქ. მოსკოვიდან ქ. ერევნის მიმართულებით. მათი კომპანიის მძღოლები არიან ა-------მ ხ--------ანი და ლ------ტ მ------ნი, რომლებიც კომპანიის ავტობუსით ქ. მოსკოვიდან ქ. ერევნის მიმართულებით გამოემგზავრნენ 2019 წლის 22 ივნისს და საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ერთ-ერთ ყუთში მ---–-ებმა აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშულება. აღნიშნული ე. წ. „გიროკუტერის“ (ჰოვერბორდი) ყუთი მან გამოატანა მძღოლებს, რაც უნდა ჩაეტანათ ქ. ერევანში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კლიენტები, რომლებსაც სურთ ერევანში წასვლა ან ამანათის გაგზავნა, მოსკოვში ურეკავენ ტელეფონის ნომრებზე, ისინი არკვევენ პირობებს, შემდეგ კლიენტებს მიაქვთ ტვირთი ოფისში, სადაც ეს ნივთები გროვდება და მიაქვთ ავტოფარეხში ავტობუსთან გაგზავნის დღეს. ტვირთის მიღებისას ისინი ავსებენ კომპიუტერის ფაილს ექსელში ამანათის ხასიათზე, სადაც მიეთითება გამგზავნის გვარი, სახელი, ტელეფონის ნომერი და მიმღების ნომერი სომხეთში და გაგზავნის ღირებულება. ნივთები მიდის დაფასოებელი და მხოლოდ კლიენტების ნათქვამიდან გამომდინარე აკეთებს ტვირთის აღწერას და მერე აგზავნის საწყობში. რაიმე სკანერზე ან ხელსაწყოს მეშვეობით არ მოწმდება. მოცემულ შემთხვევაში, წინა დღეს კლიენტმა დაურეკა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამანათის გაგზავნა სომხეთში. მან უპასუხა, თუ სად უნდა მიეტანა, სამუშაო საათები, ზუსტად არ ახსოვს, სადღაც 21 ივნისს იყო, 21 ივნისს 16.15 საათისთვის, ის მივიდა მათთან, ჯერ დარეკა ტელეფონზე, ჰკითხა როგორ მისულიყო მათთან, აუხსნა. შემდეგ იპოვეს, შემოვიდა ოთახში და თქვა, რომ მოიტანა გეროსკუტერი. მან უთხრა, რომ ჩამომჯდარიყო, რაღაცა ჰქონდა დასამთავრებელი, 5 წუთის შემდეგ მისი ამანათით დაკავდა. მოვიდა შენობის დარაჯი და გააფრთხილა, რომ გათიშავდნენ ელექტროენერგიას და გამოერთოთ კომპიუტერები. რამოდენიმე წუთში მართლაც გათიშეს შუქი, ამიტომაც მან ვერ ჩაიწერა ბევრი რამ - მან ჩაიწერა მისი და მიმღების სახელები და მათი ტელეფონის ნომრები. მან აღიარა, რომ შეეძლო ჩაეწერა ჰოვერბორდის გამომგზავნის გვარიც, თუმცა შეცდომა დაუშვა და არ ჩაიწერა. არავითარ ინფორმაციას ჰოვერბორდზე დაკრულ ფურცელზე და მასზე მითითებულ ნომრებზე არ ფლობს. ცალკე ქაღალდზე ჩაიწერა გამომგზავნის სახელი, გვარი და ტელეფონი. კომპიუტერში ვერაფრის ჩაწერა ვერ მოასწრო და მხოლოდ შუქის ჩართვის შემდეგ ფურცლიდან გადაიწერა კომპიუტერში. ამ კაცის შემოსვლიდან დაახლოებით 5 წუთში შევიდა სხვა ადამიანი, რომელიც ოფისში შემოვიდა შუქის ჩაქრობის შემდეგ. მათ გადახედეს ერთმანეთს, არმენის მხრიდან იყო თავის დაქნევა, თითქოს დამშვიდობება უნდოდა. მაგ დროს მას არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ ისინი იცნობდნენ ერთმანეთს. არმენი შუქის მოსვლამდე გავიდა ოფისიდან. მის ოთახს ფანჯრები არ აქვს. განათების წყაროა დღის ნათების ნათურები და შუქის ჩაქრობისას სიბნელე იყო. თუმცა ტელეფონის ფანარი ჰქონდა ჩართული. შუქის ერთადერთი წყარო იყო მისი ოფისიდან 20 მეტრში კორიდორის ბოლოში არსებული შუშის კარი, საიდანაც შუქი არ შედის უშუალოდ ოფისში. დივანი იმ დროს მისგან მარცხნივ იდგა. ნახევარ მეტრში. შემოსასვლელიც მისგან მარცხნივ იყო დივანსა და მას შორის. შემოსულმა პიროვნებამ იკითხა, იქ თუ იყიდებოდა ავტობუსის ბილეთები მოსკოვი ე-------ს რეისზე. მას გაუკვირდა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქუჩიდან ბილეთების საყიდლად მიდ--- ოფისში, იმიტომ, რომ ბილეთებს ჯავშნიან ტელეფონით და ტელეფონით ყველა პირობების ახსნა ხდება სად უნდა მივიდეს მგზავრი ავტობუსთან, რომ ბილეთის საფასურს იხდ--- ავტობუსში და შემდგომ ავტობუსი გადის. მან ჰკითხა, თუ როგორ შეიტყო სად მდებარეობდა ოფისი, სადაც ბილეთებს ყიდიდნენ, მან უთხრა, რომ ინტერნეტში ნახა რუკაზე და მივიდა პირდაპირ. ამანათის გაფორმების შემდეგ იმ კაცმა იკითხა, როდის გაიგზავნებოდა ამანათი, რაზეც მან უთხრა, რომ რეისი იყო მეორე დღეს და ხვალინდელი რეისით გაიგზავნებოდა. ამასთან, საინტერესოა, რომ სავარაუდოდ ს-----ი ა------ის გაკეთებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მიხედვით, ს-----ი ა------ი ამბობს, რომ იშვიათად ხდება, რომ ბილეთების საყიდლად მასთან ქუჩიდან შედ---, ანუ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავსი რამ ადრეც მომხდარა. მან შემოსულ პირს ჰკითხა ვინაობა, რათა დაეჯავშნა ადგილი. ეს უკანასკნელი გაეცნო მას როგორც ვ------–-კ ჰ--------ანი. ვ------–-კ ჰ--------ანის ასაკი იყო დაახლოებით 23-24 წელი. შემდეგ მან ნომერი სთხოვა, რაზეც ვ------–-კ ჰ--------ანმა უპასუხა, რომ პირდაპირი ნომერი არ ჰქონდა და იყენებდა ,,ვოთსაფს“. მან უთხრა, რომ ტელეფონის ნომერი იყო საჭირო რათა მეორე დღეს კავშირზე ყოფილიყო. ვ------–-კ ჰ--------ანმა კი უთხრა, რომ მუდმივი ინტერნეტი ჰქონდა და მუდმივად იყო კავშირზე, ის გაჩერდა რომელიღაც სასტუმროში, კარგად არ იცოდა ქალაქი მოსკოვი, რის გამოც მან შესთავაზა ვ------–-კ ჰ--------ანს, რომ დახვდებოდა მეტროსთან და თავად წაიყვანდა ავტობუსთან. ასეთი რამ პირველად არ ხდებოდა, მას შეუთავაზებია ბევრისთვის - მათთვის, ვინც კარგად არ იცოდნენ ქალაქი. ის ხვდებოდა მათ მეტროსთან და მიჰყავდა, ვინაიდან ის ყოველთვის მიდის ავტობუსთან. ამანათის გაფორმების შემდეგ ვ------–-კ ჰ--------ანმა იკითხა, როდის გაიგზავნებოდა ამანათი, რაზეც მან უთხრა, რომ რეისი იყო მეორე დღეს და ხვალინდელი რეისით გაიგზავნებოდა. 22 ივნისამდე ამანათი ინახებოდა იქვე ოფისში. ოთახი ერთი ჰქონდათ, როგორც საწყობი და ოფისი. ერთ მხარეს ედგათ კომპიუტერები, სადაც ხდებოდა გაფორმება და მეორე მხარეს აგროვებდნენ ტვირთს. ამჟამად ერთი ოთახი აქვთ, მაგრამ იმ მომენტისთვის კიდევ ერთი ოთახი ჰქონდათ - ბოქსი, რომელიც იმავე მისამართზე იყო. გეროსკუტერი და ყველა ამანათი გადაიტანეს იქ. გამოგზავნის დღეს დღის 2 საათზე აგროვებდა დებდა მის მანქანაზე და მიჰქონდა ავტოფარეხში, სადაც იმყოფებოდა მათი ავტობუსი. ყველა ამანათი მიიტანა ავტობუსთან ავტოფარეხში, ამანათები მისგან ჩაიბარეს ორმა მძღოლმა, ლ------ტ მ------ნმა და ა-------მ ხ--------ანმა. ავტობუსში ამანათები ვინ დადო კონკრეტულად ლ------ტ მ------ნმა, თუ ა-------მ ხ--------ანმა, მას არ ახსოვს. ამის შემდეგ, მან მისცა ამანათების სია, სადაც მითითებული იყო, თუ ვინ იყო გამომგზავნი და მიმღები, მათი ტელეფონის ნომრები. ამ შემთხვევაში სია მითითებული იყო პრინტერიდან ამობეჭდილ ქაღალდზე. 22 რიცხვში ვ------–-კ ჰ--------ანი მეტროსთან დახვდა ზუსტად ხუთ საათზე, მის გარდა ასევე იყო სამი მგზავრი, სულ ოთხნი. ისინი ერთად წავიდნენ ავტობუსთან. მან შეამოწმა მგზავრების სია, ყველამ გადაიხადა მგზავრობის საფასური ვ------–-კ ჰ--------ანის გარდა, ვინაიდან მას წინა დღეს გადახდილი ჰქონდა ბილეთის საფასური ოფისში. მან ისინი გაამგზავრა ავტობუსით და მის შემდეგ ვ------–-კ ჰ--------ანი აღარ უნახავს. 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათზე მას დაურეკა მძღოლმა ა-------მ ხ--------ანმა და უთხრა, რომ იმ ჰოვერბორდის ყუთში, რომელიც მან გაატანა, აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება. ს-----იმ ამის შემდეგ ნახა ოფისში არსებული კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა შენობაში შესასვლელი, ასევე დერეფანი და ოთახი. მის სამუშაო ოთახში არ არის კამერები. ვიდეოჩანაწერებში ნახა, რომ 2019 წლის 21 ივნისს თეთრი ფერის ტაქსიდან გადმოვიდნენ ის პირი, რომელმაც მიიტანა ჰოვერბორდი და ვ------–-კ ჰ--------ანი. აღნიშნული პირი მივიდა საბარგულთან, რომელიც გაუღო მძღოლმა და აიღო ჰოვერბორდის ყუთი, ხოლო ვ------–-კ ჰ--------ანი გადავიდა მანქანის უკანა სალონიდან, ისაუბრა ტელეფონზე და გავიდა ეზოდან, გისოსებიანი ღობის გარეთ. მამაკაცმა ჰოვერბორდის ყუთით გაიარა და გავიდა ვიდეოჩანაწერის ხედვის არედან, სავარაუდოდ დაცვის თანამშრომელს ჰკითხა, სად უნდა შესულიყო, შემდეგ კადრში ისევ გამოჩნდა, როგორ გამოიარა ყუთით და შევიდა შენობაში. ასევე გამოჩნდა დერეფანში როგორ მოძრაობდა და შევიდა მის ოთახში. ასევე გამოჩნდა ვ------–-კ ჰ--------ანი ტელეფონზე როგორ საუბრობდა ეზოს გარეთ და ეზოში, იცდიდა დაახლოებით 5-7 წუთი და შემდეგ შევიდა შენობაში, ისიც მოძრაობდა დერეფანში და შემდეგ შევიდა ოთახში. ვ------–-კ ჰ--------ანი და არმენი ერთმანეთს არ დალაპარაკებიან ოთახში, თუმცა როდესაც გამოდიოდა ოთახიდან ის პირი, ვინც შეიტანა ჰოვერბორდი, მათ შეხედეს ერთმანეთს და იმ პირმა ოდნავ თავიც დაუკრა დამშვიდობების ნიშნად, ს-----ის დარჩა შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. მოწმეს აღნიშნული ჩანაწერების ასლის გადაღების უფლება არ მისცეს სამსახურში, მოითხოვეს ოფიციალური მიმართვა, რის გამოც მან საკუთარი ტელეფონით გადაუღო კომპიუტერის ეკრანს, როდესაც უყურებდა ვიდეოჩანაწერს და ჩანაწერები გაუგზავნა ა-------მ ხ--------ანის ადვოკატს გ---- თ-----–---–ს ტელეფონის საშუალებით. ხოლო შემდეგ როგორც გახდა მისთვის ცნობილი, ადვოკატმა მიმართა წერილით ოფიციალურად მათ სამსახურს, გადაწერეს ვიდეოჩანაწერები დისკზე და გაუგზავნეს. ს-----ი ა------მა სასამართლო სხდომაზე სკაიპით დაკითხვის დროს იცნო ბრალდებული ვ------–-კ ჰ--------ანი და დაადასტურა, რომ დარწმუნებულია ბრალდებული არის ის პირი, რომელმაც შეიძინა მისგან ბილეთი, მიიყვანა ავტობუსამდე და ასევე ნახა ვიდეოჩანაწერში. ს-----ი ა------მა ასევე განაცხადა, რომ ქ. მოსკოვში ერთი ტაქსით ვერ იმგზავრებდნენ ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები, რადგან როდესაც მძღოლი აიყვანს კლიენტს, მას ეკრძალება სხვა მგზავრს გაუჩეროს ავტომანქანა და სხვა მგზავრიც წაიყვანოს. მოწმემ აჩვენა, რომ ტაქსის მძღოლს პირადად არ იცნობდა და იცავდა თუ არა კანონს არ შეუძლია თქვას. შესაძლებელია, რომ ტაქსის მძღოლს დაერღვია ეს კანონი. ამ ტაქსისტს არ იცნობდა. მან რა ქნა და რა არა - არ ფლობდა ამ ინფორმაციას. ნარკოტიკული საშუალება ვისი საკუთრება იყო და მართლაც მეთვალყურეობდა თუ არა ვ------–-კ ჰ--------ანი ამ ტვირთს კონკრეტულად, ამის მტკიცება მას არ შეუძლია და ეს არის მხოლოდ მისი ვარაუდი. ს-----ი ა------მა კითხვაზე, თუ ვისი იყო ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, უპასუხა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ ვისი იყო ნარკოტიკი, თუმცა ამასთანავე აჩვენა, რომ მას შეეძლო მისი ხედვა წარმოედგინა, რა კავშირი ჰქონდა ვ------–-კ ჰ--------ანს ჰოვერბორდთან. მან განმარტა, რიმ ის თავის წარმოდგენას მოყვება იმგვარად, როგორც მან გაიგო. მისი პირადი აზრით, მას შემდეგ რაც ნახა ჩანაწერები, რომ ერთად მივიდნენ ტაქსით, მის ოფისში ერთმანეთს თავის დაქნევით დაემშვიდობნენ, ყველაზე ცოტა რაც იფიქრა, არის ის, რომ ისინი იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა ეს მისი პირადი აზრია და არა ფაქტი.
3.8. მაგისტრატი მოსამართლის და საქმის არსებითი განხილვის დროს დისტანციური წესით მოწმის სახით დაკითხული ა-------მ ხ--------ანის და ლ------ტ მ------ნის გამოკითხვის ოქმის (რაც გამოქვეყნებული იქნა სასამართლო სხდომაზე), მაგისტრატი მოსამართლისა და სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებების თანახმად, ისინი მუშაობენ მძღოლებად კომპანია ავაზარში, ვაღტრანსში. ისინი ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას ქალაქ მოსკოვიდან - ერევანში. მოსკოვი ე-------ს რეისი სრულდებოდა კვირაში ორჯერ. 2019 წლის 22 ივნისს მათი კომპანიის დისპეჩერმა ს-----ი ა------მა თავისი ავტომანქანით მიიტანა ამანათები. ა-------მ ხ--------ანის ჩვენებით, მას ჰქონდა სია, სადაც მხოლოდ ტელეფონის ნომრები იყო მითითებული. ს-----ი ა------მა მათ გადასცა ამანათები, მათ შორის ჰოვერბორდის კრემისფერი ყუთი, რომელიც იყო დასკოჩილი, ყუთზე ეკრა პატარა ფურცელი, რომელზეც ეწერა ნაბეჭდი ფორმით გამგზავნის და მიმღების სახელები ს-----ი, კ-----ი და მათ გასწვრივ ტელეფონის ნომრები რუსეთის ფედერაციის და სომხეთის რესპუბლიკის. ყუთზე ეხატა ჰოვერბორდი და ჰქონდა წარწერა. აღნიშნული ყუთი უნდა ჩაეტანათ ქ. ერევანში, მათ ოფისში, დარეკავდნენ ფურცელზე მითითებულ ნომერზე, მიაკითხავდა მიმღები და წაიღებდა. ლ------ტ მ------ნის ჩვენებით, ვ------–-კ ჰ--------ანის ბარგი ზურგჩანთა, მან საკუთარი გადაწყვეტილებით ჩადო იმ საბარგულში, სადაც ჰოვერბორდი იყო. ის წყვეტს, თუ სად დადოს ბარგი და რომ ამ შემთხვევაშიც მან მოათავსა იმ საბარგულში, სადაც ჰოვერბორდი იყო, ვინაიდან ავტობუსის საბარგულის სხვა ნაწილი იყო დაკავებული. სგპ „ყაზბეგზე“ ტვირთის სკანირების დროს ს-----ი ა------ის მიერ მიტანილ ჰოვერბორდის ყუთზე გაჩნდა ეჭვი, ამოიღეს ყუთიდან და ხელმეორედ გაატარებინეს სკანერზე, გახსნეს სახრახნისით ჰოვერბორდი, სადაც აღმოჩნდა შეფუთული თეთრი ფერის ფხვნილი. შემდეგ ძაღლი მიიყვანეს, რომელმაც სუნი ვერ აიღო, რის გამოც სკოჩით გადაკრული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება გახიეს. მას მ---–-მ უჩვენა გახეული ნარკოტიკული საშუალება. ძაღლი გაგიჟდა და გაიყვანეს. მ---–-მ მას უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეფუთული იყო დაფნის ფოთლით, რის გამოც ძაღლმა ნარკოტიკული საშუალების სუნი ვერ იგრძნო. მ---–--ოფიცრებმა თქვეს, რომ იყო სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. სანამ ჰოვერბორდს გახსნიდნენ მ---–--ოფიცერმა ჰკითხა მძღოლებს, თუ ვის ეკუთვნოდა ყუთი. ა-------მ ხ--------ანმა უპასუხა რომ არ იცოდა, იპოვნიდა მესაკუთრეს და მიიყვანდა. მძღოლების ჩვენებებით მათ არ იცოდნენ, თუ ვისი საკუთრება იყო ნარკოტიკული საშუალება. ერთ-ერთ მგზავრს ვ-----მ ხ--------ანს სთხოვეს, ეთქვა თითქოს მისი იყო ჰოვერბორდი, რადგან ფოსტაში ჩაბარების გარეშე მძღოლებს უფლება არა აქვთ შემოიტანონ გამოტანებული ნივთი და არ უნდოდათ ფოსტის საფასური გადაეხადათ. ვ-----მ ხ--------ანი დათანხმდა და მ---–-ებს უთხრა, რომ მისი იყო ჰოვერბორდი, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს ჰოვერბორდში, უარყო, განაცხადა, რომ მას მძღოლებმა სთხოვეს. ა-------მ ხ--------ანმა და ლ------ტ მ------ნმა ასევე უთხრეს მ---–--ოფიცერს, რომ ვ-----მ ხ--------ანის არ იყო ნივთი და განუმარტეს, რომ ჰოვერბორდი არის ამანათის სახით და გამოატანა ქ. მოსკოვიდან დისპეჩერმა ს-----ი ა------მა.
3.9. გამოკითხვის დროს გამოძიების ეტაპზე მძღოლებმა განმარტეს, რომ მგზავრობის დროს ვ------–-კ ჰ--------ანი ინტერესდებოდა საზღვრის კვეთის პროცედურებით, უსვამდა მძღოლებს შეკითხვებს შეამოწმებდნენ თუ არა ტვირთს საზღვრებზე, მოხდებოდა თუ არა სკანერით შემოწმება სომხეთის საზღვარზე. სასამართლო პროცესზე მოწმე ა-------მ ხ--------ანმა აჩვენა, რომ ზოგჯერ გადმოსვლისას 100 რუბლს აგროვებდნენ მგზავრებში იმ მიზნით, რომ ნივთების ჩატანა არ დასჭირვებოდათ. ყოველთვის აგროვებდნენ 100-100 რუბლს, ხოლო ლ------ტ მ------ნის ჩვენებით, მართალია, თვითონ არ მოუთხოვია, მაგრამ მგზავრებმა ააგროვეს 100-100 რუბლი იმ მიზნით, რომ ბარგი რუსეთის ფედერაციაში შემოწმების პუნქტებში არ ჩაეტანათ, თუმცა ვინაიდან შეგროვებული თანხა არ იყო საკმარისი, ვ------–-კ ჰ--------ანმა უთხრა ლ------ტ მ------ნს, რომ 10000 სომხურ დრამს გადაიხდიდა, თუ საზღვარზე ტვირთს არ შეამოწმებდნენ. ლ------ტ მ------ნს გაუკვირდა რადგან მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა ჰქონდა ვ------–-კ ჰ--------ანს და მეორე მხარზე გადასაკიდებელი ხელჩანთა, მისთვის ბარგის შემოწმება არ უნდა ყოფილიყო რთული. ა-------მ ხ--------ანის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ვ------–-კ ჰ--------ანმა მისი ჩანთა გამომგზავრების წინ დადო ავტობუსის მარჯვენა საბარგულში, სადაც იდო ჰოვერბორდი. ა-------მ ხ--------ანმა უთხრა აეტანა ავტობუსში, რადგან ასეთი პატარა ჩანთები მგზავრებს თან ჰქონდათ, მაგრამ ვ------–-კმა არ აიტანა და ჰოვერბორდის გვერდით დადო. მგზავრობის დროს, როდესაც ჩერდებოდნენ მძღოლებს ხშირად სთხოვდა გაეღოთ საბარგული, რადგან რაღაც უნდოდა აეღო, ხან კანფეტი, ხან ყურსასმენი, ხან სხვა რამ. ბოლოს ლ------ტ მ------ნი გაბრაზდა და უთხრა, რომ აღარ გაუღებდა საბარგულს, ავტობუსში იყო მაცივარი და თუ შიოდა იქიდან აეღო რამე და ეჭამა. მგზავრობის დროს ცუდად ექცეოდა მგზავრებს, თავიდან უკან იჯდა, შემდეგ მგზავრებმა უთხრეს ცუდად იქცევაო და წინ გადმოიყვანეს მძღოლთან ახლოს, რის შემდეგაც უსვამდა აღნიშნულ შეკითხვებს ლ------ტ მ------ნს. სასამართლო პროცესზე მძღოლებმა აჩვენეს, რომ მგზავრობისას არავის ქმედებაში საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. მგზავრობისას ა-------მ ხ--------ანმა უთხრა მხოლოდ ვ------–-კ ჰ--------ანს, რომ წინ გადამჯდარიყო, რის შემდეგაც ის გადაჯდა. ჩვეულებრივ ყაბარდოში ორი საგუშაგოა. შემოწმების დროს ისიც სხვების მსგავსად ჩამოდიოდა. გაჩერებებზე, შემოწმების პუნქტებზე ჩამოსვლისას ვ------–-კ ჰ--------ანი ბარგს უყურებდა ისევე, როგორც სხვები და აღნიშნულ გარემოებაში რაიმე საეჭვო არ იყო. როდესაც მათ საგუშაგოებზე გააჩერეს შემოწმების მიზნით და მათ გახსნეს საბარგული, ის ჩამოვიდა და უყურებდა შემოწმების პროცესს. მგზავრობის დროს ლ------ტ მ------ნს დაუსვა მხოლოდ ერთი კითხვა იმის შესახებ, თუ ექნებოდათ საქართველოში ინტერნეტთან წვდომა, რაზეც მან უპასუხა, რომ ექნებოდათ. მძღოლებმა ასევე გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ როდესაც საბაჟოზე ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც ეხმარებოდათ ბარგის ჩამოტანაში ავტობუსიდან, გადმოიტანა ჰოვერბორდის ყუთი, ვ------–-კმა კი მისცა შენიშვნა, თუ რატომ გადმოიტანა ჰოვერბორდი, რადგან იმ ყუთზე არ უთქვამს მ---–-ს რომ გადმოეტანათ. სასამართლო პროცესზე მძღოლებმა მოგვიანებით ნახეს ს-----ი ა------ის მიერ რუსეთიდან გადმოგზავნილი ვიდეო ჩანაწერი, სადაც იცნეს ვ------–-კ ჰ--------ანი, მათი ავტობუსის მგზავრი, რომელიც გადმოდის იმავე ტაქსიდან, საიდანაც ის პირი რომელმაც ს-----ი ა------ს მიუტანა ჰოვერბორდი.
3.10. სასამართლოზე სხდომაზე გამოკვლეული სგპ „ყაზბეგიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, თუ როგორ ამოწმებენ ანგარში ავტობუსიდან ჩამოტანილ ბარგს და როგორ აღმოაჩენენ ჰოვერბორდში ნარკოტიკულ საშუალებას. ვ------–-კ ჰ--------ანი და კიდევ რამდენიმე მგზავრი ეხმარება მძღოლებს ბარგის აღებაში საბარგულიდან და სკანერზე გატარებაში. მათ შორის ჩანს, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი დადებს სკანერზე ჰოვერბორდს, იქვე იმყოფება ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც ჰოვერბორდის სკანერზე დადების შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით მიდის, სკანერს წინ ხვდება და იღებს სკანერიდან ჰოვერბორდს, რომელსაც დებს სხვა ჩანთებთან ერთად, შემდეგ უკან იხედება, ისევ ხელით უთითებს ჯერ რამდენიმე სხვა ჩანთაზე, შემდეგ იღებს ჰოვერბორდს და იქვე მდგარ მაგიდაზე დებს ცალკე. ასევე კადრში ჩანს, რომ ჰოვერბორდის გარდა დასკანერების შემდეგ ვ------–-კ ჰ--------ანი არც-ერთ სხვა ბარგს არ იღებს სკანერიდან.
3.11. სგპ „ყაზბეგიდან“ ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ფაქტი დაადასტურა საბაჟოს უ-------ის მოადგილემ ლ---- ლ---–--–---–მა სასამართლოში დაკითხვის დროს და განმარტა, რომ მან 2019 წლის 5 ივლისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელ გ------ი ე-–--–---–ს ერთ ცალ დისკზე გადაუწერა სგპ „ყაზბეგის“ გარე პერიმეტრზე განთავსებული სათვალთვალო ჩანაწერები 2019 წლის 24 ივნისის 04:50 საათიდან 05:15 საათამდე პერიოდი, რომელიც მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა გამომძიებლის მიერ. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმი შედგენილია გამომძიებელ გ------ი ე-–--–---–-ს მიერ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სისწორე.
3.12. სასამართლო სხდომაზე ადვოკატ გ---- თ-----–---–ისგან გამოთხოვილი დოკუმენტებით და ვიდეოფაილების გამოკვლევით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 ივნისს 16:13 წუთზე ეზოში შედის თეთრი ფერის სედანის ტიპის ავტომობილი, ტაქსი, რომელიც ჩერდება ეზოში, შესასვლელ ჭიშკართან და ავტომანქანიდან მარჯვენა მხარის უკანა სალონიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია წითელი მაისური და შავი შარვალი (როგორც შემდეგ დისპეჩერი ს-----ი ა------ი და მძღოლები განმარტავენ არის ვ------–-კ ჰ--------ანი), ხოლო წინა სალონიდან გადმოდის მეორე ოდნავ შემელოტებული მამაკაცი. ვ------–-კ ჰ--------ანს აცვია წითელი ფერის მაისური და შავი ფერის შარვალი, ასევე მხარზე გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა. ასევე ავტომანქანიდან გადმოდის მამაკაცი, რომელიც არის მძღოლი. ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც ტელეფონზე საუბრობს ტოვებს ეზოს ტერიტორიას, ხოლო მძღოლი და მეორე მამაკაცი აღებენ ავტომობილს საბარგულს და შემელოტებული შავმაისურიანი მამაკაცი იღებს საბარგულიდან თეთრი ფერის ყუთს, რომელსაც აღენიშნება გადაკრული წებოვანი ლენტი, ჰოვერბორიდის ნახატი და წარწერა. აღნიშნული მამაკაცი ჰოვერბორდით მოძრაობს და გადის კამერის ხედვის არედან. ავტომანქანა გადის ეზოდან და ტოვებს ტერიტორიას, ხოლო აღნიშნული მამაკაცი ჰოვერბორდის ყუთით ხელში ისევ გამოჩნდება კამერის ხედვის არეში, რომელიც მიდის შენობის შესასვლელ კართან, აღებს კარს და შედის შენობაში. ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც მანამდე გასული იყო ეზოდან და საუბრობდა ტელეფონით, შევიდა ეზოში და დაჯდა მესერთან. ამის შემდეგ ვ------–-კ ჰ--------ანი მოძრაობს ეზოს ტერიტორიაზე და თან საუბრობს ტელეფონზე. ერთ-ერთ ჩანაწერში ასევე აღბეჭდილია შენობის კორიდორი, 16:12 წუთზე იწყება ჩანაწერი და 02:12 წუთის შემდეგ კადრში, კორიდორში ჩნდება იგივე შემელოტებული მამაკაცი, რომელსაც უჭირავს იგივე ყუთი და შედის დერეფნის ბოლოში მარცხნივ არსებულ ოთახში. ჩანაწერის დაწყებიდან 05:52 წუთის შემდეგ იმავე კორიდორში გამოჩნდება კადრში ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც იმავე ოთახში შედის, სადაც შევიდა შემელოტებული მამაკაცი ჰოვერბორდის ყუთით. ასევე ერთ-ერთ ვიდეო ფაილში ჩანს, როგორ გამოდის აღნიშნული ოთახიდან ვ------–-კ ჰ--------ანი, შემდეგ ისევ ბრუნდება დერეფანში და შედის იმავე ოთახში, საიდანაც გამოვიდა, ასევე ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც იწყება 16:14 წუთზე ჩანს შენობის ერთ-ერთი ოთახი, რომელსაც ორი სხვადასხვა მხრიდან აქვს გასასვლელი კარები, ოთახში შედის იგივე მამაკაცი ყუთით ხელში ჰოვერბორდის გამოსახულებით, რომელიც საპირისპირო კარიდან გადის ოთახიდან. ერთ-ერთ ჩანაწერში იმავე ოთახში შედის, იხედება აქეთ-იქით, შემდეგ მამაკაცს ეკითხება რაღაცას და გადის.
3.13. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 11 ივლისის ოქმის თანახმად, ოქმის შემდგენელია შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი თ------ კ-------ა, რომლის მიერაც გამოთხოვილი იქნა ადვოკატ გ---- თ-----–---–ისგან ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც გამოგზავნილი იქნა დისპეჩერ ს-----ი ა------ის მიერ. აღნიშნული ინფორმაციის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა თ------ კ-------ამ.
3.14. ს-----ი ა------ის მიერ გ---- თ-----–---–ისთვის გამოგზავნილ ვიდეო ჩანაწერებზე დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რის საფუძველზეც გამომძიებლის თ------ კ-------ას მონაწილეობით და ექსპერტ კრიმინალისტის პ------ დ---–---–--ის მიერ ვ------–-კ ჰ--------ანისგან აღებული იქნა ფოტოსურათების ნიმუშები და გაიგზავნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად.
3.15. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N8---- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „v1-01”, “v2-03”, v3-01”, “v3-02”, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4; N6-10) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, რის გამოც შედარება ვერ მოხერხდა. გამოკვლევაზე წარდგენილ “v2-01” ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო 5) არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება მონაცემთა ბაზასთან შესადარებლად უვარგისია და პირობითად ვარგისია კონკრეტული პიროვნების (ვ------–-კ ჰ--------ანის) კონკრეტულ გამოსახულებასთან შესადარებლად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცემა სრულად დაადასტურა ექსპერტმა ვ--–-----ნ მ----მ სასამართლოში დაკითხვის დროს.
3.16. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,ვ------–-კ ჰ--------ანის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
3.17. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად დადგინდა: გამჭირვალე წებოვანი ლენტების მთლიანობა დარღვეულ შესაფუთზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) შერეულ გენეტიკურ პროფილში ა-------მ ხ--------ანის, ლ------ტ მ------ნის და ვ------–-კ ჰ--------ანის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. გამჭირვალე პოლიეთილენის პარკის მთლიანობა დარღვეულ შესაფუთზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) და ღია მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის მთლიანობა დარღვეულ შესაფუთზე (ობ. N3) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ექსპერტიზაზე წარდგენილ დანარჩენ ნივთებზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩდა.
3.18. ქიმიური ექსპერტიზის N3----------- დასკვნის თანახმად, 5 ცალ უფერო გამჭირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 498,65 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინის (ფუძე) შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (ფუძე) წონა შეადგენს - 378,7215 გრამს. ვერცხლისფერი ფოლგაში მოთავსებული, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მცენარის ფოთლებთან ერთად, წონით -3,80 გრამი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტებმა თ----- ო-----–---–მა და ა-–---------ე დ--------ემ.
3.19. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს ეთხოვათ ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, ქ. მოსკოვში, ვარშავის გზატკეცილზე, სახლი 28ა-ში, მდებარე შპს ,,სბ ვ---–-------ნ“ 2019 წლის 21 ივნისის 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში აღნიშნული ოფისის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის. იგი მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
4.4. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მოტივს, მიზანს და განზრახვას. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს.
4.5. დაცვის მხარემ სადაოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ დადგენილად მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 04:44 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდა „SETRA”-ს ფირმის სამგზავრო ავტობუსი, სომხეთის სახელმწიფო ნომრით 9----- 96, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე ლ------ტ მ------ნი და მასთან ერთად იყო მეორე მძღოლი სომხეთის მოქალაქე ა-------მ ხ--------ანი. ამ ავტობუსით სხვა მგზავრებთან ერთად რუსეთიდან მიემგზავრებოდა ერევნის მიმართულებით სომხეთის მოქალაქე ვ------–-კ ჰ--------ანი. ავტობუსის საბარგულში, სხვა ბარგთან ერთად ინახებოდა ელექტრონული მოწყობილობა ე. წ. „ჰოვერბორდი“. სკანერში გატარების შედეგად, მ---–- ოფიცრებმა ყუთი, რომელშიც იდო ჰოვერბორდი მიიჩნიეს საეჭვოდ და გახსნეს. ჰოვერბორდის კვების ბლოკში აღმოჩნდა დამალული შეფუთვა, მასში მოთავსებული უცნობი ნივთიერებით, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით, საერთო წონით 500 გრ.
4.6. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს.გ.პ. ,,ყაზბეგის“ უ-------ი მ---–--ოფიცერმა ვ------გ ქ------–---–მა 2019 წლის 24 ივნისს დაახლოებით 05:00 საათზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ს.გ.პ. ყაზბეგის საბაჟოს გამშვებ პუნქტში შესული სამგზავრო ავტობუსის ბარგის სკანირების შედეგად, ერთ-ერთ საეჭვო ყუთში მოთავსებული ჰოვერბორდის გახსნის და დათვალიერების შედეგად ამოიღო მწვანე ფერის შეფუთვა, სადაც მოთავსებული იყო უცნობი ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, საერთო წონით 500 გრ. ამოღებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება დალუქული იქნა საბაჟო, თეთრი ფერის ტომარაში და დაილუქა, რის შემდეგაც განთავსდა დროებით ყაზბეგის ადმინისტრაციულ შენობაში; მან ასევე შეადგინა შემოსავლების სამსახურის მგზავრის ან/და ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N6----------- და დათვალიერების აქტი N---------, საბაჟო ცვლის უ-------მა, მოწმე გ------ი კ----–---–მა მთლიანად დაადასტურა ვ------გ ქ------–---–ის ჩვენება და დამატებით აჩვენა, რომ დალუქული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება შენახული იქნა სგპ ,,ყაზბეგის“ ადმინისტრაციული შენობის საწყობში არსებულ სეიფში, რომლის გასაღები აქვს მხოლოდ საბაჟოს უ-------ს შ----- ს---–--ეს; მოწმეების ჩვენებები დაადასტურა ყაზბეგის საბაჟოს უ-------მა შ----- ს---–--ემ და დამატებით აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესული სამგზავრო ავტობუსის ბარგის სკანირების შედეგად, ერთ-ერთ საეჭვო ყუთში მოთავსებული ჰოვერბორდის გახსნის და დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მწვანე ფერის შეფუთვა, სადაც მოთავსებული იყო უცნობი ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, საერთო წონით 500 გრ. ამოღებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება დალუქული იქნა საბაჟო, თეთრი ფერის ტომარაში და დალუქვის შემდეგ, დალუქული ნარკოტიკული საშუალება საწყობში არსებულ სეიფში შეინახა გ------ი კ----–---–მა, რომელსაც თავად გადასცა სეიფის გასაღები და რომელიც არის მხოლოდ ერთი. აღნიშნული საწყობი ოთახი აღჭურვილია სათვალთვალო ვიდეო კამერებით, რომელზეც მას აქვს წვდომა და ადევნებდა თვალს გ------ი კ----–---–ს, თუ როგორ შეინახა აღნიშნულ სეიფში დალუქული ნარკოტიკული საშუალება და უკან დაუბრუნა გასაღები. როდესაც სასამართლოს განჩინება წარუდგინა გამომძიებელმა შ----- ს---–--ემ, მან ცვლის უ-------ს ნ--- გ----–--ეს გადასცა გასაღები, რომლისგანაც ამოიღო გამომძიებელმა ნარკოტიკული საშუალება, რასაც ასევე ადევნებდა თვალს ვიდეოკამერების საშუალებით; 2019 წლის 25 ივნისის ამოღების ოქმით, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის გ------ი ე-–--–---–-ს მიერ, სგპ ,,ყაზბეგის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინების საფუძველზე მოხდა მ---–--ოფიცრის ნ--- გ----–--ისგან სატრანსპორტო საშუალების, მგზავრის და ხელბარგის დათვალიერების ოქმების და თეთრი ფერის ტომარის, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერების, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების ამოღება, რაც დაილუქა N28/11 ლუქით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ი ე-–--–---–მა. დათვალიერების ოქმები, რომელსაც ესწრებოდნენ მძღოლები ა-------მ ხ--------ანი, ლ------ტ მ------ნი და მგზავრი, ვ-----მ ხ--------ანი, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება ჰოვერბორდიდან, შედგენილი იქნა თარჯიმნის მონაწილეობით, რადგან მონაწილე პირებმა არ იცოდნენ სამართალწარმოების ენა. ამ პირებს მათი უფლებების რაიმე სახით დარღვევის შესახებ არ განუცხადებიათ გამოძიების ეტაპზე, მით უფრო, რომ მძღოლების ა-------მ ხ--------ანის და ლ------ტ მ------ნის ინტერესების დასაცავად ადვოკატი იმავე დღეს გამოცხადდა მათთან. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვ------გ ქ------–---–ის მიერ დოკუმენტების შედგენას არ ესწრებოდა თარჯიმანი, რაც დაადასტურეს ლ------ტ მ------ნმა, ა-------მ ხ--------ანმა და ვ-----მ ხ--------ანმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული მოწმეები არ არინ გულწრფელები სასამართლოს წინაშე. ეს მოწმეები მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობის ახსნას ცდილობდნენ იმით, რომ თარჯიმანმა სწორად არ თარგმნა მათი ნათქვამი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მძღოლების მონაწილეობით ჩატარებულ ნებისმიერ მოქმედებებს და მათ გამოკითხვებს ყოველთვის ესწრებოდა შეთანხმებით აყვანილი მათი ადვოკატი და მათ არასოდეს თარჯიმნის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ, ხოლო აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების შინაარსის სისწორე მათლიანად დადასტურებულია თარჯიმნის ხელმოწერებით.
4.7. ამდენად, სასამართლო ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სგპ ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლის გავლის დროს, სამგზავრო ავტობუსის საბარგულში მოთავსებული ელექტრონული მოწყობილობის ჰოვერბორდის დათვალიერება, დათვალიერების შედეგად ამოღებული საეჭვო მწვანე ფერის შეფუთვის ამოღება, მისი დალუქვა მ---–--ოფიცერმა ვ------გ ქ------–---–მა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მ---–- ოფიცრის ვ------გ ქ------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმების ამოღება გამომძიებელმა კანონიერად ჩაატარეს, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.
4.8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საყურადღებოდ მიაჩნია ის მნიშვნელოვანი უზუსტობები, რომლებიც იკვეთება ვ------გ ქ------–---–ის მიერ შედგენილ შემოსავლების სამსახურის მგზავრის ან/და ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმში N6----------- და დათვალიერების აქტში N---------, გამომძიებლის მიერ 2019 წლის 25 ივნისის ამოღების ოქმში და 2019 წლის 25 ივნისის ქიმიური ექსპერტის N3-----------/ქრ დასკვნის აღწერილობით ნაწილში, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის მგზავრის ან/და ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმში N6----------- მ---–- ოფიცერმა მიუთითა, რომ საბარგულის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ელ. მოწყობილობა ე. წ. ჰოვერბორდი, რომელიც იყო დასკანერებული, სკანერის სურათის საფუძველზე დაიშალა ჰოვერბორდი, სადაც აღმოჩენილი იქნა სალათისფერ შეფუთვაში მოთავსებული უცნობი ნივთიერება სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება დაახლოებით 500 გრ; დათვალიერების აქტში N--------- აღნიშნულია, რომ ავტობუსის საბარგულში მოთავსებული ელ. მოწყობილობა ჰოვერბორდის დასკანირებისა და გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა მწვანე ფერის შეფუთვა, სადაც მოთავსებული იყო უცნობი ნივთიერება სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება საერთო წონით დაახლოებით 500 გრ.; გამომძიებელმა ამოღების ოქმში მიუთითა, რომ ამოღებული იქნა თეთრი ფერის ტომარა, რომელშიც მოთავსებულია მომწვანო ფერის ცელოფანი, რომელიც არის ასევე თეთრი ფერის იზოლაციაში შეხვეული, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ნივთიერება სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება; გამოკითხვისას მოწმე ვ------გ ქ------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული ჰოვერბორდის დაშლისას ნანახი იქნა სალათისფერი შეფუთვა, რომელშიც მოთავსებული იყო უცნობი თეთრი ფერის ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი 500 გ., მოწმე გ------ი კ----–---–მა გამოკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნული ჰოვერბორდის დაშლისას ნანახი იქნა სალათისფერი შეფუთვა, რომელშიც მოთავსებული იყო უცნობი თეთრი ფერის ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი დაახლოებით 500 გრ. სასამართლოში დაკითხვისას, ვ------გ ქ------–---–მა და გ------ი კ----–---–მა გაიხსენეს მხოლოდ ის, რომ ეს შეფუთვა თურმე წებოვანი ლენტით იყო, რომლის შიგნითაც იყო ფოლგის ქაღალდი, ხოლო შიგნით თეთრი ფერის ნივთიერება. ამასთან, ამ ნივთის აღწერისას მას უყურებდნენ და მონაცემები ამგვარად შეჰქონდათ ოქმში. ვერც გამომძიებელმა გ------ი ე-–--–---–მა გაიხსენა დაკითხვისას ის ფაქტი, რომ თურმე დაფასოებული იყო რამდენიმე პაკეტად, რაც მოწმე ექსპერტ თ----- ო-----–---–ის ჩვენებიდან გამომდინარე პირდაპირ ჩანდა. მოწმეებმა ა-------მ ხ--------ანმა და ლ------ტ მ------ნმაც დაკითხვისას ასევე ვერ გაიხსენეს თუნდაც ფოლგის ქაღალდი და რომ დაფასოებული იყო რამდენიმე პაკეტად. ა-------მ ხ--------ანმა და ლ------ტ მ------ნმა განმარტეს, რომ მ---–- ოფიცერმა ჰოვერბორდის სახურავი პლასტმასი გახსნა სახრახნისით და შიგთავსიდან ამოიღო გაუმჭვირვალე ცელოფანში გახვეული პაკეტი, რომელიც მოათავსა იქვე მდგარ მაგიდაზე და გაჭრა პაკეტი, სადაც მოთავსებული იყო მოთეთრო ფერის ფხვნილი. როგორც ვხედავთ, ამოღების ოქმში, ისევე როგორც სხვა დოკუმენტებში მითითებულია მხოლოდ მწვანე ფერის შეფუთვა, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ნივთიერება წონით დაახლოებით 500 გრ. არავითარი სხვა დეტალური აღწერა წარმოდგენილი არ არის. ისიც კი არ არის დაკონკრეტებული ამოღებული ნივთიერება ფხვნილია თუ აბია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში კი მითითებულია, რომ „...მასში აღმოჩნდა: - წებოვანი ლენტით შეფუთული, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტებში და მწვანე ფერის პოლიეთილენის პაკეტში შეფუთული, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული იყო უფერო, გამჭვირვალე ჩამკეტიან პოლიეთილენის 5 ცალ პაკეტში მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება. ვერცხლისფერ ფოლგაში აგრეთვე მოთავსებული იყო, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მცენარის (დაფნისმაგვარ) ფოთლებთან ერთად, წონით -3.80 გრამი.“ წებოვანი ლენტის, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდის, 5 ცალ პაკეტში ცალ-ცალკე დაფასოებული ნივთიერების და ასევე მცენარეული მასის თაობაზე არ არის მითითებული არც შემოსავლების სამსახურის მგზავრის ან/და ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმში N6----------- და დათვალიერების აქტში N--------- და არც გამომძიებლის მიერ 2019 წლის 25 ივნისის ამოღების ოქმში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯერ ერთი შეუძლებელია, რომელიმე მოწმეს მაინც არ დაენახა ეს, ვინაიდან თუკი დოკუმენტებს დავუჯერებთ პაკეტი გაიხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი ფერის ნივთიერებასაც ვერ დაინახავდნენ, და თუ თეთრი ფერის ნივთიერება დაინახეს ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდს, 5 პაკეტს და მცენარეულ მასასაც დაინახავდნენ და მეორეც, გამომძიებელი ამოღებისას ვალდებული იყო დეტალურად აღეწერა ამოსაღები ნივთი, ამოღების ოქმში კი საუბარია მხოლოდ მწვანე ფერის ცელოფანზე, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ნივთიერება და გაკვრითაც არ არის ნახსენები მცენარეული მასა და ფოთლები. ამასთან, იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ სგპ ყაზბეგის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ყოველგვარი დალუქვის გარეშე, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება შეაქვთ სკანერის ჯიხურში, სადაც ტოვებენ მაგიდაზე უმეთვალყურეოდ, რაც გრძელდება რამდენიმე წუთს, რის შემდეგაც ჩანაწერი წყდება. ბრალდების მხარეს საქმეზე არა აქვს წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის გაგრძელება, რაც თავის მხრივ მოგვცემდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი წუთის განმავლობაში იყო ნარკოტიკული საშუალება უმეთვალყურეოდ დატოვებული და შემდეგ ვინ მივიდა, ვინ წაიღო და რა ფორმით. საყურადღებოა ვ------გ ქ------–---–ს, ა-------მ ხ--------ანს და ლ------ტ მ------ნის ჩვენებები იმის შესახებ, რომ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისთანავე, მაშინვე მოიყვანეს ძაღლიც. მოწმე ლ------ტ მ------ნმა განაცხადა, რომ 5 წუთიც არ გასულა აღმოჩენიდან ძაღლის მოსვლამდეო; მოწმე ა-------მ ხ--------ანმა აღნიშნა, რომ 1 წუთიც არ გასულაო, ხოლო ვ------გ ქ------–---–მა განმარტა, რომ ძაღლი მიიყვანეს მაშინვე. აღსანიშნავია, რომ მოწმეები მითითებული განმარტებებით წინააღმდეგობაში არიან აღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენიდან დაახლოებით 10 წუთის გასვლის შემდეგაც კი არ ჩანს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი და ფაქტიურად ჩანაწერი ისე მთავრდება, რომ მასზე ძაღლის გამოჩენა არ ხდება.
4.9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰოვერბორდის დათვალიერება საბაჟო სამსახურის მ---–--ოფიცერმა კანონიერად ჩაატარა, რა დროსაც კანონიერად მოიპოვა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ამოღება გამომძიებლის მიერ ასევე მოხდა კანონიერად სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თუმცა ამოღებული ნივთმტკიცების საპროცესო დამაგრება როგორც დათვალიერების ოქმებში, ასევე გამომძიებლის მიერ შედგენილ ამოღების ოქმში მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნების უგულებელყოფით, რომ ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. მითითებულიდან გამომდინარე კი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი მტკიცებულების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მას უკარგავს სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არაკანონიერად მოპოვებული და არასანდო მტკიცებულებებისგან მიღებული სხვა ახალი მტკიცებულება - მათ შორის ქიმიური ექსპერტიზის N3-----------/ქრ დასკვნა, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 5 ცალ უფერო გამჭირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 498,65 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინის (ფუძე) შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (ფუძე) წონა შეადგენს -378, 7215 გრამს. ვერცხლისფერი ფოლგაში მოთავსებული, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მცენარის ფოთლებთან ერთად, წონით -3,80 გრამი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის N739აპ-19 გადაწყვეტილება).
4.10. სასამართლო ასევე ვერ დაუდებს ვ------–-კ ჰ--------ანის მსჯავრდებას საფუძვლად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმს (25.06.2019), ადვოკატ გ---- თ-----–---–ის განცხადებაზე დართულ ერთი ცალი DVD დისკით წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს, ადვოკატ გ---- თ-----–---–ისგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს, ოქმს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და (11.07.2019) ქ. მოსკოვის ადვოკატთა კოლეგიის მიმართვის წერილის დედანს და მის ასლს შემდეგ გარემოებათა გამო:
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ინფორმაციის ან დოკუმენტის მოპოვება, რომელიც შენახულია კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში, უნდა მოხდეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის დადგენილი დებულებების მიხედვით.
4.12. სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულება მოპოვებული უნდა იყოს კანონიერად. მტკიცებულება კანონიერად არის მოპოვებული, თუ ის გამოძიების ხელთ აღმოჩნდება რომელიმე საგამოძიებო მოქმედების საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების შედეგად. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს როგორც მისი მიმდინარეობის, ისე პროცესუალური გაფორმების და მტკიცებულების საქმეზე დამაგრების პროცესუალური ნორმები.
4.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს საგამოძიებო მოქმედებას სახელწოდებით „ნებაყოფლობით წარმოდგენა“. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის მოპოვება საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე ნებადართულია მხოლოდ იმ საგამოძიებო თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების გზით, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშია მითითებული. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის გამოძიებისთვის გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, გამომძიებელმა ეს პროცესუალურად უნდა გააფორმოს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ოქმით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკა მოითხოვს, ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა დაექვემდებაროს სასამართლოს კონტროლს (მაგ: ჩხრეკის ან ამოღების დროს მტკიცებულების მოპოვება. (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინება საქმეზე №1გ/109).
4.14. უდავოა, რომ DVD დისკზე არსებული ჩანაწერი წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცულ ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც კანონიერია მაშინ, თუ დაცულია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის დადგენილი რეგულაციები. მოცემულ შემთხვევაში, DVD დისკის ე. წ. „ნებაყოფლობით წარდგენა“ არ არის მისი მოპოვების კანონიერი გზა, რადგან ასეთ საგამოძიებო მოქმედებას საპროცესო კოდექსი არ იცნობს.
4.15. სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელს ჯერ უნდა ამოეღო შემდგომი სასამართლო კონტროლის გავლით მოწმის მიერ მისთვის წარდგენილი დისკი, ხოლო შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, მოეხდინა მისი გარეგნული დათვალიერება ან უნდა შეედგინა ობიექტის (საგნის) ამოღებისა და დათვალიერების ერთიანი ოქმი, რომლის ჩატარების კანონიერებაც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე უნდა შეემოწმებინა სასამართლოს.
4.16. ამასთან, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთის ამოღების შემთხვევაში, მტკიცებულებითი ძალა შეიძლება შეიძინოს არა თვით ნივთმა მასზე არსებული კვალის (მაგალითად, DVD დისკზე არსებული თითის ანაბეჭდი, სისხლი და ა. შ.) სახით, არამედ მასში დაცულმა ინფორმაციამ (მაგ: DVD დისკში არსებული ჩანაწერი) და ეს გამოძიებისთვის წინასწარ არის ცნობილი, ანუ გამოძიებას გააზრებული აქვს რა სახის მტკიცებულების მოპოვება სურს, უნდა გაირკვეს, ეს ინფორმაცია არის თუ არა კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცული ინფორმაცია. დადებით შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი გამოთხოვა სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გულისხმობს სასამართლოს ნებართვის მიღებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის დადგენილ რეჟიმში. მოცემულ შემთხვევაში, გამომძიებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იყო DVD დისკში არსებული ჩანაწერი და არა თვით DVD დისკი, როგორც ნივთი. ამიტომ, თუ DVD დისკის, როგორც კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალების გამოთხოვა პასუხობდა სსსკ-ის 136-ე და 1432-14310 მუხლების დებულებებს, უნდა მოეხდინა მისი გამოთხოვა.
4.17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამომძიებელმა არსებითად დაარღვია იმ საგნის (DVD დისკის) მოპოვების პროცესუალური წესი, რომელშიც არსებული შესაძლო ინფორმაციის დათვალიერებისთვისაც კანონი ითხოვს სასამართლოს ნებართვას. ბუნებრივია, ვინაიდან დასახელებული ობიექტი მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, მას სასამართლო სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიღებს.
4.18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას ანუ დაცვის მხარეც, ვალდებულია თუკი აპირებს კომპიუტერული მონაცემის მოპოვებას, მან უნდა მიმართოს სასამართლოს შესაბამისი განჩინების გაცემის მოთხოვნით (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 09 მარტის განჩინება №1გ/337-17).
4.19. 2019 წლის 25 ივნისისათვის გ---- თ-----–---–ი წარმოადგენდა ბრალდებულ ა-------მ ხ--------ანის ინტერესების დამცველ ადვოკატს. მასზე, ისევე როგორც ბრალდების მხარეზე ვრცელდება ვალდებულება კომპიუტერული მონაცემი მოიპოვოს კანონით დადგენილი წესით - სასამართლოს მეშვეობით გამოთხოვის გზით. რაც გ---- თ-----–---–ს არ გაუკეთებია და შესაბამისად ვიდეოჩანაწერი მის მიერ მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს სასამართლო ვერ მიიღებს სარწმუნო მტკიცებულებად.
4.20. ამასთან, დათვალიერების ოქმის მიხედვით, გ---- თ-----–---–ის მიერ წარმოდგენილ DVD დისკზე ხუთი ვიდეოფაილი უნდა იყოს, ხოლო სასამართლო სხდომაზე დისკის გამოკვლევისას მასზე აღმოჩნდა ორი ვიდეოფაილი. მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებელმა თ------ კ-------ამ აჩვენა, რომ დისკზე 5 ვიდეოფაილი იყო, დაათვალიერა და დალუქა. შემდეგ გახსნა ასლის გასაკეთებლად, გააკეთა კიდეც, რა დროსაც კვლავ 5 ვიდეოფაილი იყო და შემდეგ დალუქა, რატომ აღმოჩნდა მასში ორი ვიდეოფაილი, ვერ ხსნის.
4.21. რაც შეეხება ადვოკატ გ---- თ-----–---–ისგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს და ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეული სახის უზუსტობებს და საპროცესო კანონის დარღვევებს ამ შემთხვევაშიც აქვს ადგილი. ინფორმაციის ოქმის მიხედვით, დათვალიერდა ცხრა ვიდეო ფაილი, ამასთან, ეს ვიდეოფაილები ჩაწერილი იყო DVD დისკზე. ასევე, დისკს ახლდა წერილი, სადაც შვიდი ვიდეოფაილი იყო მითითებული. სასამართლო პროცესზე დოკუმენტის გამოკვლევისას დადგენილია, რომ ელექტრონულ CD დისკზე და არა DVD დისკზე, რომელიც ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით არის გამოთხოვილი - აღმოჩნდა შვიდი ვიდეოფაილი. მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებელმა თ------ კ-------ამ აჩვენა, რომ მან ცხრა ვიდეოფაილი დაათვალიერა, დალუქა დისკი, შემდეგ გახსნა და ასლი გააკეთა, რა დროსაც ასევე ცხრა ვიდეოფაილი იყო, ისევ გააკეთა ასლი და დალუქა. ასევე, გამომძიებელმაც დაადასტურა, რომ შეუძლებელია ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება, რომ არ არის მონტაჟი. ხოლო თავად გამოთხოვილ დისკთან მიმართებაში ნათქვამია მხოლოდ და მხოლოდ DVD დისკი, არავითარი სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი აღწერილი არ არის.
4.22. სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გ---- თ-----–---–მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, რითაც ფაქტობრივად სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ გარკვეულიყო ეს წინააღმდეგობრივი გარემოებები. მითითებულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ბრალდების მხარის აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების კანონიერებასთან და დისკისა და მასზე ასახული ინფორმაციის ავთენტურობასთან დაკავშირებით, რაც მას უკარგავს სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არაკანონიერად მოპოვებული და არასანდო მტკიცებულებებისგან მიღებული სხვა ახალი მტკიცებულება - - მათ შორის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N8---- სავარაუდო დასკვნა, რომლის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „v1-01”, “v2-03”, v3-01”, “v3-02”, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4; N6-10) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, რის გამოც შედარება ვერ მოხერხდა. გამოკვლევაზე წარდგენილ “v2-01” ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო 5) არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება მონაცემთა ბაზასთან შესადარებლად უვარგისია და პირობითად ვარგისია კონკრეტული პიროვნების კონკრეტულ გამოსახულებასთან შესადარებლად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის.
4.23. ასევე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი მთელ რიგ გარემოებებთან მიმართებაში, რის გამოც მათი სარწმუნოება და ნამდვილობა ხდება საეჭვო. კერძოდ:
4.24. მოწმე თ----- ო-----–---–ი, ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა - სასამართლოში დაკითხვისას მან დაადასტურა, რომ გამოკვლევისას აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ფოლგის შიგნით მოთავსებული იყო 5 ცალ სწრაფ ჩამკეტიან პაკეტში. რაც მთავარია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. მოწმემ განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა ბ------ ა--------–---–ის დადგენილების საფუძველზე, რაც არის ასახული კიდეც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა შემდეგ სცადა ეს აეხსნა მექანიკური შეცდომით. საინტერესო ის არის, რომ მან აჩვენა, რომ როდესაც ასეთი შეცდომა იპარება, საექსპერტოდან იგზავნება წერილი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა და რაც ყველაზე მთავარია, მან აჩვენა, რომ მას თან არ ჰქონდა დადგენილება, რის საფუძველზეც ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზაა, და შესაბამისად, ვერ იტყოდა კონკრეტულად იგივე დადგენილება წარუდგინა თუ არა პროკურორმა შესრულებული თ------ კ-------ას სახელით; მოწმე ვ------გ ქ------–---–ი, რომლის ჩვენებით, მან არ იცის და არ შეუძლია დაზუსტებით თქვას, რომ პიროვნება, რომელსაც ჰოვერბორდის ყუთის ხელმეორედ დასკანერება მოსთხოვა, ვერ ხვდებოდა თუ თავს არიდებდა მოთხოვნის შესრულებას. მათ შორის 3-4 მეტრი იყო, ის ხელით ანიშნებდა, ის იმყოფებოდა ჯიხურში, რომელიც არის შემინული და სადაც ასევე განთავსებულია სკანერი, რომელსაც თავის მხრივ გარკვეული ხმა აქვს. აქედან გამომდინარე, ამ პიროვნებას, რომელიც არ ახსოვდა ვინ იყო, შესაძლოა ვერ გაეგო მისი ნათქვამი. მან დაადასტურა, რომ ავტობუსის მძღოლებმა, ჰოვერბორდის დაშლამდე, მიუყვანეს მგზავრი ვ-----მ ხ--------ანი, რომელსაც ათქმევინეს, რომ ჰოვერბორდი მისმა ძმამ გამოატანა თავის შვილთან, ხოლო ამ ჰოვერბორდში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ ვ-----მ ხ--------ანმა უარყო ნათქვამი და განმარტა, რომ მძღოლების თხოვნით, რათა არ დაეჯარიმებინათ ისინი, მან განაცხადა, რომ ბარგის მეპატრონე იყო. აღნიშნული ასევე დაადასტურეს ა-------მ ხ--------ანმა და ლ------ტ მ------ნმა. ასევე, მოწმე ა-------მ ხ--------ანმა აჩვენა, რომ ავტობუსიდან ყველა თავის ჩანთას ვერ გადმოიტანდა ფიზიკურად, ვინაიდან ავტობუსში 50 მგზავრი იყო და შემოწმების ადგილზე 10 მგზავრი ჰყავდა შეყვანილი; მოწმე გამომძიებელი გ------ი ე-–--–---–-, რომელმაც მართალია აღწერა პაკეტი, რომ იყო წებოვანი სკოჩით გადახვეული, შიგნით მოჩანდა მოსალათისფრო ცელოფანი და შიგნით თეთრი ფერის ნივთიერება. სკოჩი გამჭვირვალე ფერის იყო. მას დაწვრილებით არ გაუხსნია. მან სკოჩის შიგნით დაინახა მოსალათისფრო ცელოფანი და შიგნით თეთრი ფერის ნივთიერება. ის გარემოება, რომ ნივთიერება თეთრი ფერის იყო - ახსოვს, არ გაუხსნია ბოლომდე, თუმცა საერთოდ არ ახსენებს ფოლგის ქაღალდს და ცალ-ცალკე პაკეტებად დაფასოებას. თუმცა, ამოღებული ნივთი რომ უნდა აღიწეროს დეტალურად, ეს მისთვის ცნობილია, მაგრამ, მისი ჩვენებით, რაც მან ნახა, იმ ნივთის ზუსტი აღწერილობაა; მოწმე სგპ ყაზბეგის ცვლის უ-------ი გ------ი კ----–---–ი, რომელმაც ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის შესახებ გადმოცემით იცის ვ------გ ქ------–---–ისაგან და არის ირიბი მოწმე ამ ნაწილში, თუმცა ვ------გ ქ------–---–ისაგან განსხვავებით აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების დალუქვა, როგორც ახსოვს განხორციელდა ორჯერ: ერთხელ დროებითი ლუქით, ხოლო შემდეგ მეორედ. გ------ი კ----–---–ის განმარტებით, ჰოვერბორდზე დაკრულ ფურცელზე არსებული რუსული ნომერი, როგორც მას ა-------მ ხ--------ანმა და ლ------ტ მ------ნმა განუცხადეს, იყო მათი რუსეთის ოფისის ნომერი; ბრალდების მხარემ ასევე წარმოადგინა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტები ვ--–-----ნ მ---- და გ------ი გ------აძე, რომელთაც კვლევები ჩაატარეს საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ექსპერტმა ვ--–-----ნ მ---მა 9 ვიდეოფაილიდან მხოლოდ ერთზე შეძლო ამოეღო ერთი ფოტოსურათი, რომელიც პირობითად ვარგისი იყო შესადარებლად, თუმცა მისივე განმარტებით, პირობითად ვარგისი და უვარგისი ძალიან ახლოს მდგომი ცნებებია, ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ეს ნიშნები. მან განმარტა, რომ ეს ნიშნები დასკვნაში ასახული არ არის და რომ ტექნიკური შეცდომა იყო ფაილის დასახელებაში, საიდანაც შეძლო პირობითად ვარგისი ერთი ფოტოს ამოღება. მან აღიარა, რომ დასკვნაში მის მიერ უვარგისად შეფასებული და პირობითად ვარგისად შეფასებული ფოტოსურათების აღწერა ერთი და იგივე იყო და რომ თურმე გამორჩა საერთო ნიშნების აღწერა. ფაქტობრივად იგივე დაადასტურა ექსპერტმა გ------ი გ------აძემ, რომელმაც მხოლოდ პირობითად ვარგისი ფოტოსურათების ამოღება შეძლო მისთვის წარდგენილი ვიდეოფაილებიდან და აქედან ერთი სავარაუდოდ ემთხვევა ვ------–-კ ჰ--------ანისათვის გადაღებულ ფოტოსურათს; მოწმე გამომძიებელი თ------ კ-------ა, რომლის ჩვენებით, გამოძიებას არ დაუდგენია საქმეში არსებულ ვიდეოებზე ასახული ჰოვერბორდი და საქმეზე დართული ჰოვერბორდი ერთი და იგივე არის თუ არა და რომ ამ ნაწილში გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ ს-----ი ა------ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ასევე, მისი განმარტებით, გამოძიებამ ვერ დაადგინა უტყუარად იცნობდნენ თუ არა ვიდეოებზე გამოსახული პირები. ერთადერთი რაც იცის და გამოძიებით დადგინდა, არის ის, რომ ეს ტვირთი გამოაგზავნა მეორე პიროვნებამ. თუმცა ამ მეორე პიროვნების მიმართ არ გამოყოფილა სისხლის სამართლის საქმე და არ იცის დევნა დაწყებულია თუ არა. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ------–-კ ჰ--------ანს ამანათი უშუალოდ არ წამოუღია. მისი პირადი რწმენით, ალბათობის მაღალი ხარისხით, თ------ კ-------ა თვლის, რომ ვიდეოზე არის ვ------–-კ ჰ--------ანი, თუმცა დაზუსტებით ვერ იტყვის და რომ ეს არის მხოლოდ მისი ვარაუდი და ბოლოს მოწმეები ს-----ი ა------ი, ა-------მ ხ--------ანი, ლ------ტ მ------ნი და ვ-----მ ხ--------ანი. ბრალდება აგებული იყო ძირითადად ამ სამი პირის ჩვენებებზე, რომელთაც განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.
4.25. მოწმე ს-----ი ა------მა, რომელიც არის კომპანია ვაგტრანსის დისპეჩერი, აჩვენა, რომ მისი ოფისი მდებარეობს მოსკოვში. კლიენტები, რომლებსაც სურთ ერევანში წასვლა ან ამანათის გაგზავნა, მოსკოვში ურეკავენ ტელეფონის ნომრებზე, ისინი არკვევენ პირობებს, შემდეგ კლიენტებს მიაქვთ ტვირთი ოფისში, სადაც ეს ნივთები გროვდება და მიაქვთ გარაჟში ავტობუსთან გაგზავნის დღეს. ტვირთის მიღებისას ისინი ავსებენ კომპიუტერის ფაილს ექსელში ამანათის ხასიათზე, სადაც მიეთითება გამგზავნის გვარი, სახელი, ტელეფონის ნომერი და მიმღების ნომერი სომხეთში და გაგზავნის ღირებულება. ნივთები მიდის დაფასოებელი და მხოლოდ კლიენტების ნათქვამიდან გამომდინარე აკეთებს ტვირთის აღწერას და მერე აგზავნის საწყობში. რაიმე სკანერზე ან ხელსაწყოს მეშვეობით არ მოწმდება. მოცემულ შემთხვევაში, კლიენტმა დაურეკა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამანათის გაგზავნა სომხეთში. მან უპასუხა, თუ სად უნდა მიეტანა, სამუშაო საათები, ზუსტად არ ახსოვს, სადღაც 21 ივნისს იყო, 21 ივნისს 16.15 საათისთვის, ის მივიდა მათთან, ჯერ დარეკა ტელეფონზე, ჰკითხა როგორ მისულიყო მათთან, აუხსნა. შემდეგ იპოვეს, შემოვიდა ოთახში და თქვა, რომ მოიტანა გეროსკუტერი. მან უთხრა, რომ ჩამომჯდარიყო, რაღაცა ჰქონდა დასამთავრებელი, 5 წუთის შემდეგ მისი ამანათით დაკავდა. მოვიდა დაცვა და გააფრთხილა, რომ ეხლა გათიშავდნენ ელექტროენერგიას და გამოერთოთ კომპიუტერები. რამოდენიმე წუთში მართლაც გათიშეს შუქი, ამიტომაც მან ვერ ჩაიწერა ბევრი რამ - მან ჩაიწერა მისი და მიმღების სახელები და მათი ტელეფონის ნომრები. ცალკე ქაღალდზე ჩაიწერა გამომგზავნის სახელი, გვარი და ტელეფონი. კომპიუტერში ვერაფრის ჩაწერა ვერ მოასწრო, შუქის ჩართვის შემდეგ ფურცლიდან გადაიწერა კომპიუტერში. ამ კაცის შემოსვლიდან დაახლოებით 5 წუთში შევიდა სხვა ადამიანი და იკითხა, იქ თუ იყიდებოდა ავტობუსის ბილეთები მოსკოვი ე-------ს რეისზე. მას გაუკვირდა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქუჩიდან ბილეთების საყიდლად მიდ--- ოფისში, იმიტომ, რომ ბილეთებს ჯავშნიან ტელეფონით და ტელეფონით ყველა პირობების ახსნა ხდება სად უნდა მივიდეს მგზავრი ავტობუსთან, რომ ბილეთის საფასურს იხდ--- ავტობუსში და შემდგომ ავტობუსი გადის. მან ჰკითხა, თუ როგორ შეიტყო სად მდებარეობდა ოფისი, სადაც ბილეთებს ყიდიდნენ, მან უთხრა, რომ ინტერნეტში ნახა რუკაზე და მივიდა პირდაპირ. ამანათის გაფორმების შემდეგ იმ კაცმა იკითხა, როდის გაიგზავნებოდა ამანათი, რაზეც მან უთხრა, რომ რეისი იყო მეორე დღეს და ხვალინდელი რეისით გაიგზავნებოდა. ამასთან, საინტერესოა, რომ სავარაუდოდ ს-----ი ა------ის გაკეთებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მიხედვით, ს-----ი ა------ი ამბობს, რომ იშვიათად ხდება, რომ ბილეთების საყიდლად მასთან ქუჩიდან შედ---, ანუ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავსი რამ ადრეც მომხდარა.
4.26. მოწმის ჩვენებით, გასვლისას ვ------–-კ ჰ--------ანმა და მან გადახედეს ერთმანეთს, არმენის მხრიდან იყო თავის დაქნევა, თითქოს დამშვიდობება უნდოდა. მაგ დროს მას არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ ისინი იცნობდნენ ერთმანეთს. არმენის წასვლის შემდეგ, მან შემოსულ პირს ჰკითხა ვინაობა, რათა დაეჯავშნა ადგილი. ეს უკანასკნელი გაეცნო მას როგორც ვ------–-კ ჰ--------ანი. შემდეგ მან ნომერი სთხოვა, რაზეც ვ------–-კ ჰ--------ანმა უპასუხა, რომ პირდაპირი ნომერი არ ჰქონდა და იყენებდა ,,ვოთსაფს“. მან უთხრა, რომ ტელეფონის ნომერი იყო საჭირო, რათა მეორე დღეს კავშირზე ყოფილიყო. ვ------–-კ ჰ--------ანმა კი უთხრა, რომ მუდმივი ინტერნეტი ჰქონდა და მუდმივად იყო კავშირზე, ის გაჩერდა რომელიღაც სასტუმროში, კარგად არ იცოდა ქალაქი მოსკოვი, რის გამოც მან შესთავაზა ვ------–-კ ჰ--------ანს, რომ დახვდებოდა მეტროსთან და თავად წაიყვანდა ავტობუსთან. ასეთი რამ პირველად არ ხდებოდა, მას შეუთავაზებია ბევრისთვის - მათთვის, ვინც კარგად არ იცოდნენ ქალაქი. ის ხვდებოდა მათ მეტროსთან და მიჰყავდა, ვინაიდან ის ყოველთვის მიდის ავტობუსთან. 22 რიცხვში ვ------–-კ ჰ--------ანი მეტროსთან დახვდა ზუსტად ხუთ საათზე, მის გარდა ასევე იყო სამი მგზავრი, სულ ოთხნი. ისინი ერთად წავიდნენ ავტობუსთან. მან შეამოწმა მგზავრების სია, ყველამ გადაიხადა მგზავრობის საფასური ვ------–-კ ჰ--------ანის გარდა, ვინაიდან მას წინა დღეს გადახდილი ჰქონდა ბილეთის საფასური ოფისში. მან ისინი გაამგზავრა ავტობუსით და მის შემდეგ ვ------–-კ ჰ--------ანი აღარ უნახავს. ვ------–-კ ჰ--------ანის ასაკი იყო დაახლოებით 23-24 წელი. ვ------–-კ ჰ--------ანის შემოსვლა შუქის გათიშვის შემდეგ მოხდა.
4.27. ს-----ი ა------მა დაადასტურა, რომ ვ------–-კ ჰ--------ანის შესვლა მოხდა შუქის ჩაქრობის შემდეგ. რაც წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების ვერსიასთან, რომ მოსკოვიდან გადმოგზავნილი ვიდეოჩანაწერებზე ჩანს ვ------–-კ ჰ--------ანის დერეფანში მოძრაობაც და შესვლაც ს-----ისთან. სასამართლო თვლის, რომ თუ შუქი არ იყო, მაშინ ვ------–-კ ჰ--------ანის შესვლაც ვერ იქნებოდა ასახული ამ ჩანაწერებზე. მოწმის ჩვენებით, 22 ივნისამდე ამანათი ინახებოდა იქვე ოფისში. ოთახი ერთი ჰქონდათ, როგორც საწყობი და ოფისი. ერთ მხარეს ედგათ კომპიუტერები, სადაც ხდებოდა გაფორმება და მეორე მხარეს აგროვებდნენ ტვირთს. ამჟამად ერთი ოთახი აქვთ, მაგრამ იმ მომენტისთვის კიდე ერთი ოთახი ჰქონდათ - ბოქსი, რომელიც იმავე მისამართზე იყო. გეროსკუტერი და ყველა ამანათი გადაიტანეს იქ. გამოგზავნის დღეს დღის 2 საათზე აგროვებდა, დებდა მის მანქანაზე და მიჰქონდა ავტოფარეხში, სადაც იმყოფებოდა მათი ავტობუსი. ყველა ამანათი მიიტანა ავტობუსთან ავტოფარეხში, ამანათები მისგან ჩაიბარეს ორმა მძღოლმა, ლ------ტ მ------ნმა და ა-------მ ხ--------ანმა. ავტობუსში ამანათები ვინ დადო კონკრეტულად ლ------ტ მ------ნმა თუ ა-------მ ხ--------ანმა არ ახსოვს. ამის შემდეგ, მან მისცა ამანათების სია, სადაც მითითებული იყო ვინ იყო გამომგზავნი და მიმღები, მათი ტელეფონის ნომრები. მოცემულ შემთხვევაში სია მითითებული იყო პრინტერიდან ამობეჭდილ ქაღალდზე.
4.28. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა-------მ ხ--------ანის განმარტებით, ამ სიაში მხოლოდ ტელეფონის ნომრები იყო მითითებული. საბოლოოდ, მოწმე ს-----ი ა------მა კითხვაზე, თუ ვისი იყო ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, უპასუხა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ ვისი იყო ნარკოტიკი, თუმცა ამასთანავე აჩვენა, რომ მას შეეძლო მისი ხედვა წარმოედგინა, რა კავშირი ჰქონდა ვ------–-კ ჰ--------ანს ჰოვერბორდთან. მან განმარტა, რიმ ის თავის წარმოდგენას მოყვება იმგვარად, როგორც მან გაიგო. მისი პირადი აზრით, მას შემდეგ რაც ნახა ჩანაწერები, რომ ერთად მივიდნენ ტაქსით, მის ოფისში ერთმანეთს თავის დაქნევით დაემშვიდობნენ, ყველაზე ცოტა რაც იფიქრა, არის ის, რომ ისინი იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა ეს მისი პირადი აზრია და არა ფაქტი. მოწმემ აჩვენა, რომ ტაქსის მძღოლს პირადად არ იცნობდა და იცავდა თუ არა კანონს არ შეუძლია თქვას. შესაძლებელია, რომ ტაქსის მძღოლს დაერღვია ეს კანონი. ამ ტაქსისტს არ იცნობდა. მან რა ქნა და რა არა - არ ფლობდა ამ ინფორმაციას. ნარკოტიკული საშუალება ვისი საკუთრება იყო და მართლაც მეთვალყურეობდა თუ არა ვ------–-კ ჰ--------ანი ამ ტვირთს კონკრეტულად, ამის მტკიცება მას არ შეუძლია და ეს არის მხოლოდ მისი ვარაუდი. ამასთან, ს-----ი ა------მა განმარტა, რომ მის ოთახს ფანჯრები არ აქვს. განათების წყაროა დღის ნათების ნათურები. დივანი იმ დროს მისგან მარცხნივ იდგა. ნახევარ მეტრში. შემოსასვლელიც მისგან მარცხნივ იყო დივანსა და მას შორის. არმენი შუქის მოსვლამდე გავიდა ოფისიდან. შუქის ჩაქრობისას სიბნელე იყო. თუმცა ტელეფონის ფანარი ჰქონდა ჩართული. შუქის ერთადერთი წყარო იყო მისი ოფისიდან 20 მეტრში კორიდორის ბოლოში არსებული შუშის კარი, საიდანაც შუქი არ შედის უშუალოდ ოფისში. მან აღიარა, რომ შეეძლო ჩაეწერა ჰოვერბორდის გამომგზავნის გვარიც, თუმცა შეცდომა დაუშვა და არ ჩაიწერა. არავითარ ინფორმაციას ჰოვერბორდზე დაკრულ ფურცელზე და მასზე მითითებულ ნომრებზე არ ფლობს. ს-----ი ა------ი აღნიშნული ჩვენებით ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ვიდეოში მის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ ვ------–-კ ჰ--------ანის შესვლა და შუქის ჩაქრობა მოხდა მის მიერ ტვირთის გაფორმების დასრულების შემდგომ, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოვიდა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან, რომ თითქოს შუქის ჩაქრობის გამო ვერ მოასწრო გამომგზავნის მონაცემების ჩაწერა, რაც მისი ჩვენებების სარწმუნოებას ეჭვის ქვეშ აყენებს; მოწმე ა-------მ ხ--------ანმა განმარტა, რომ დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია ვაგტრანსში მძღოლად. 2019 წლის ივნისის თვეში, იგი ასრულებდა მორიგ რეისს. მოსკოვიდან მიემგზავრებოდა ერევანში. პირველად ვ------–-კ ჰ--------ანი, როგორც ერთ-ერთი მგზავნი, ამ რეისის დროს ნახა. ვ------–-კ ჰ--------ანი სამ მგზავრთან ერთად ს-----იმ მიიყვანა მოსკოვში 32-ე კილომეტრზე. მისი განმარტებით, მგზავრობისას მათ უწევდათ შემოწმების პუნქტების გავლა და როცა ჩერდებოდნენ და ჩამოდიოდნენ ავტობუსიდან, მას ეჩვენებოდა, რომ ვ------–-კ ჰ--------ანიც ჩამოდიოდა და საბარგულისკენ იყურებდოდა. ვ------–-კ ჰ--------ანი ხშირად ეუბნებოდა გაეჩერებინა, რადგან ჩანთიდან რაღაც ჰქონდა ამოსაღები. საქართველოს საზღვარზე შემოწმებისას, ჰოვერბორდიდან მესაზღვრეებმა ამოიღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სკოჩით იყო გადაკრული. შემდეგ ძაღლი მიიყვანეს, რომელმაც სუნი ვერ აიღო, რის გამოც სკოჩით გადაკრული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება გახიეს. მას მ---–-მ უჩვენა გახეული ნარკოტიკული საშუალება. ძაღლი გაგიჟდა და გაიყვანეს. მ---–-მ მას უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეფუთული იყო დაფნის ფოთლით, რის გამოც ძაღლმა ნარკოტიკული საშუალების სუნი ვერ იგრძნო. მანამ სანამ გახსნიდნენ, მან ახალგაზრდა ბიჭს სთხოვა ეთქვა, რომ ამანათი მისი იყო. მას უფლება არა ჰქონდა ამანათი წაეღო, ვინაიდან შემდეგ ფოსტას უნდა ჩაებარებინა. ახალგაზრდა ბიჭი მივიდა მ---–-სთან და თქვა, რომ ჰოვერბორდი მისმა ძმამ გამოაგზავნა ძმიშვილისთვის. მოწმის განმარტებით, მომხდარის შემდეგ მან ს-----ი ა------ს, რომელმაც გამოატანა ჰოვერბორდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით ჰკითხა, თუ ვინ გამოაგზავნა ჰოვერბორდი, რაზეც ს-----ი ა------ი შეპირდა, რომ ეცდებოდა გაერკვია. ს-----ი ა------მა მას გადაურეკა გამთენიისას და უთხრა, რომ ჰოვერბორდი ეკუთვნოდა ავტობუსში მყოფ მგზავრს, ვ------–-კ ჰ--------ანს, რომელმაც, იმის ნაცვლად რომ ბილეთები ეყიდა მათთან ტელეფონით, ის ბილეთების საყიდლად მივიდა ოფისში. სატელეფონო საუბრის შემდეგ მოწმე მივიდა ორ გამომძიებელთან, რომელთაგან გამომძიებელ თ-----ს უთხრა, რომ ავტობუსში მყოფ ადამიანს ჰქონდა მომხდარ ფაქტთან კავშირი, აღნიშნული დაასკვნა სატელეფონო საუბრიდან გამომდინარე, ვინაიდან ს-----ი ა------მა უყურა ჩანაწერებს და მანვე დააბარა, რომ არ გაქცეოდათ.
4.29. საქმის მასალებით მეორე გამომძიებელია გ------ი ე-–--–---–-, რომელიც მსგავს ფაქტს უარყოფს. ა-------მ ხ--------ანის განმარტებით, ერევნიდან ჩამოვიდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მოსკოვის ოფისის ვიდეოკამერებიდან ამოღებული ჩანაწერი.
4.30. აღნიშნული კატეგორიულად უარყო ლ------ტ მ------ნმა. ხსენებული ინფორმაცია ასევე ეწინააღმდეგება ა-------მ ხ--------ანის მიერ მაგისტრატ მოსამართლესთან მიწოდებულ ინფორმაციას, თითქოს ს-----ი ა------მა პირადად მას გადაუგზავნა ტელეფონზე ვიდეოჩანაწერები. ხოლო ლ------ტ მ------ნმა, ისიც კი განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ, ის და ა-------მ ხ--------ანი გადაიყვანეს საბაჟოს შენობაში და მათ ტელეფონები ჩამოართვეს და არ დაუბრუნეს 24 საათის განმავლობაში.
4.31. კითხვაზე თუ რითი იცნო ვ------–-კ ჰ--------ანი ვიდეოზე, განმარტა, რომ ვიდეოზე მას იგივე ზოლებიანი სტაფილოსფერი მაისური ეცვა.
4.32. თავდაპირველად, ა-------მ ხ--------ანმა განაცხადა, რომ მგზავრობისას არავის ქმედებაში საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. მგზავრობისას მან მხოლოდ ვ------–-კ ჰ--------ანს უთხრა, რომ წინ გადამჯდარიყო, რის შემდეგაც ის გადაჯდა. ჩვეულებრივ ყაბარდოში ორი საგუშაგოა. შემოწმების დროს ისიც სხვების მსგავსად ჩამოდიოდა. როდესაც მათ საგუშაგოებზე გააჩერეს შემოწმების მიზნით და მათ გახსნეს საბარგული, ის ჩამოვიდა და უყურებდა შემოწმების პროცესს. ხანდახან კი ამბობდა, რომ შიოდა, რის გამოც თითქოს ჩანთიდან უნდა აეღო რაღაც. მოწმემ მგზავრობის დროს მას დაუსვა მხოლოდ ერთი კითხვა, იმის შესახებ საქართველოში ინტერნეტთან წვდომა ექნებოდათ თუ არა, რაზეც მან უპასუხა, რომ ექნებოდათ. რაც შეეხება ჰოვერბორდის ყუთის ფერს - მოწმემ განმარტა, რომ ყუთის ფერი კრემისფერი, კანისფერი იყო, რაც ეწინააღმდეგება ამოღებულ ჰოვერბორდის ყუთს, რომელიც არის თეთრი ფერის.
4.33. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსხვავებით გამოძიებისას დაკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციისაგან, სადაც მოწმე არ ახსენებდა, საქართველოს საზღვრამდე არსებულ შემოწმების პუნქტებში ბარგის არ ჩატანის სანაცვლოდ 100-100 რუბლის აგროვების მოთხოვნას, აღიარა, რომ გადმოსვლისას 100 რუბლს აგროვებდნენ ხოლმე მგზავრებში იმ მიზნით, რომ ნივთების ჩატანა არ დასჭირვებოდათ. ყოველთვის აგროვებდნენ 100-100 რუბლს. მოწმე ა-------მ ხ--------ანმა დაადასტურა, რომ ვ------–-კ ჰ--------ანმა საკუთარი ინიციატივით კი არა, არამედ მან მას შემდეგ იკითხა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც მძღოლებმა შესთავაზეს ბარგის არ ჩატანის სანაცვლოდ 100-100 რუბლის აგროვება.
4.34. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულს უარყოფს ლ------ტ მ------ნი, რომელმაც განაცხადა, რომ მას ფულის აგროვება არ მოუთხოვია, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა ა-------მ ხ--------ანის ჩვენებასთან, მისი ჩვენებით, საზღვრის კვეთის საკითხები შემდგომში იკითხა თუ მანამდე - როდესაც მან შესთავაზა ფულის მოგროვება, მათ უარი განაცხადეს. მან უთხრა მათ, რომ ჩამოცლიდნენ ბარგს და ჩამოიყვანდნენ, ვ------–-კ ჰ--------ანმა კი მას შესთავაზა, რომ გადაიხდიდა საქმის გაადვილების მიზნით ფულს იმის სანაცვლოდ, რომ რენტგენზე არ ჩაეყვანათ.
4.35. ა-------მ ხ--------ანის განმარტებით შემოწმება გრძელდებოდა 40-50 წუთი ან ერთი საათი, ამ პერიოდში მგზავრებიც უნდა ჩასულიყვნენ და მათ უნდა გაევლოთ ამგვარი სამი-ოთხი შემოწმების პუნქტი.
4.36. მოწმე ა-------მ ხ--------ანმა სასამართლოს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, კერძოდ, მან განაცხადა, რომ ის შეესწრო უშუალოდ როგორ ეუბნებოდა საყვედურს ვ------–-კ ჰ--------ანი ლ------ტ მ------ნის სარგებლობაში მყოფი ავტობუსიდან სკანერზე ჰოვერბორდის ყუთის ჩატანის გამო ერთ-ერთ მგზავრს. მან მისი ჩვენების საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მან შეიტყო მგზავრისგან, თუმცა იმ მგზავრის ვინაობა არ იცის. მან დაადასტურა, რომ ტვირთის ჩამოცლაზე დახმარება მძღოლებმა სთხოვეს მგზავრებს. ა-------მ ხ--------ანს არ ახსოვს როგორ და რა ვითარებაში დაილუქა ამოღებული ნივთი და არც ის ახსოვს დალუქულზე რომ მოეწეროს ხელი. რაც შეეხება საბაჟოზე მ---–- ოფიცრებთან საუბარს და პროცედურებს იქ თარჯიმანი არ ყოფილა მათ რუსულად ესაუბრებოდნენ. ა-------მ ხ--------ანმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და სად ნახა ვიდეოჩანაწერი, განაცხადა რომ გამთენიისას, ასევე განაცხადა საღამოს დაკითხვის შემდეგ, ბოლოს არ იცოდა კონკრეტულად თუ როდის ნახა ვიდეოჩანაწერები. მის დაკითხვას არ ესწრებოდნენ თარჯიმანი და ადვოკატი, რომლებიც შემდგომში მივიდნენ.
4.37. თუკი ა-------მ ხ--------ანს დავუჯერებთ, მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, ცნობილი იყო გამომძიებლებისათვის ვ------–-კ ჰ--------ანისა და ვიდეოჩანაწერების შესახებ, რა დროსაც მოითხოვეს ორიგინალი ვიდეოჩანაწერი. ა-------მ ხ--------ანის ჩვენებით, ტელეფონში არაფერი ჩანდა, რაც ეწინააღმდეგება გ------ი ე-–--–---–-სა თუ თ------ კ-------ას ჩვენებებს, რომელთაც უარყვეს აღნიშნული ფაქტი. ასევე, ა-------მ ხ--------ანმა განმარტა, რომ იგი არ იცნობს ვიდეოჩანაწერებზე ასახულ არც ერთ პირს, შესაბამისად, არ იცის იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთს. აღნიშნულს ვერ მიხვდება, ვინაიდან არ იცის. მან აღნიშნული ივარაუდა იმის გამო, რომ დაინახა, თუ როგორ გადმოვიდნენ ერთი და იგივე ტაქსიდან ორივენი. ის მძღოლს არ იცნობდა, თუმცა დაუშვა, რომ მძღოლს შესაძლოა დაერღვია წესი და ერთდროულად ორი მგზავრი ჩაესვა, რის შესახებაც სინამდვილეს მხოლოდ ტაქსის მძღოლისგან თუ გაიგებდნენ. მოწმემ აჩვენა, რომ არ იცის ვისი საკუთრება იყო ნარკოტიკული ნივთიერება.
4.38. ლ------ტ მ------ნმა დაადასტურა, რომ იგი მუშაობს მძღოლად კომპანია ვაგტრანსში. 2019 წლის ივნისის თვეში პირველად ნახა ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც მიემგზავრებოდა ერევანში. არ დაუნახავს, თუ ვინ მიიყვანა იგი დანიშნულების ადგილზე. ჰოვერბორდი, რომელშიც აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება მას გადასცა ს-----ი ა------მა. ვ------–-კ ჰ--------ანის ბარგი ზურგჩანთა, მან საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ჩადო იმ საბარგულში, სადაც ჰოვერბორდი იყო. რაც მთავარია, მოსკოვი ე-------ს რეისი სრულდებოდა კვირაში ორჯერ და არა ყოველდღიურად. მან არ იცოდა, თუ რა ამანათები გროვდებოდა და იყო კომპანიის საწყობში.
4.39. მან დაადასტურა, რომ, მართალია, თვითონ არ მოუთხოვია, მაგრამ მგზავრებმა ააგროვეს 100-100 რუბლი იმ მიზნით, რომ ბარგი რუსეთის ფედერაციაში შემოწმების პუნქტებში არ ჩაეტანათ, თუმცა ვინაიდან შეგროვებული თანხა არ იყო საკმარისი, ვ------–-კ ჰ--------ანმა დაამატა 1000 დრამი. მას მგზავრებისთვის შემდგომში თანხა არ გამოურთმევია.
4.40. ლ------ტ მ------ნის ჩვენებით, საქართველოს საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისას მათთან ერთად არ იმყოფებოდა ვ-----მ ხ--------ანი, რაც აშკარა ტყუილია, ვ-----მ ხ--------ანი არ იმყოფებოდა ასევე ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ, მათთან ერთად საბაჟოს ადმინისტრაციის შენობაში და არც რაიმე ლუქზე მოუწერია ხელი. მოწმის ჩვენებით, ის დაკითხვამდე მ---–-ებთან საუბრობდა რუსულ ენაზე, ხოლო თარჯიმანი და მისი ადვოკატი მოგვიანებით მივიდნენ. ადვოკატის მისვლისას, ადვოკატმა მას აჩვენა მოსკოვის ოფისის ვიდეოჩანაწერები. შესაბამისად, მან დაკითხვამდე იცოდა, რომ ვ------–-კ ჰ--------ანი იყო აღნიშნულ ვიდეოზე გამოსახული, თუმცა კითხვაზე, თუ რატომ განაცხადა 2019 წლის 24 ივნისის გამოკითხვის ოქმში, რომ ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა, მან მიუთითა არასწორი თარგმნის შესახებ. არასწორ თარგმანი მოიმიზეზა მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის პროცესთან დაკავშირებით. თუმცა მას აღნიშნულის შესახებ არ განუცხადებია. იგი იმდენად არასწორად აღწერს ტვირთის შემოწმებისას სგპ ყაზბეგის ანგარში განვითარებულ მოვლენებს, რომ აშკარაა მისი ჩვენება არ არის გასაზიარებელი.
4.41. მან ასევე განმარტა, რომ ვ------–-კ ჰ--------ანის მიმართ ეჭვი გაუჩნდა მხოლოდ ვიდეოს ნახვის შემდეგ. ვიდეოს ნახვამდე ვ------–-კ ჰ--------ანის ქმედებები, თუნდაც გაჩერების მოთხოვნა ჩანთიდან რაღაცის ასაღებად, მასში ეჭვს არ იწვევდა. ლ------ტ მ------ნმა ასევე აჩვენა, რომ მათ ოფისში ამანათების ჩაბარების შემდეგ, ამანათებზე პასუხისმგებელია კომპანია და მძღოლი.
4.42. რაც ყველაზე მთავარია, მან ვერ იცნო ტაქსის მძღოლი, არც ვიდეოზე გამოსახული პირები და მან არ იცოდა თუ ვისი საკუთრება იყო ნარკოტიკული საშუალება. მხოლოდ ივარაუდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ვ------–-კ ჰ--------ანის საკუთრება იყო.
4.43. მოწმე ვ-----მ ხ--------ანი, მგზავრი, რომელსაც ა-------მ ხ--------ანმა და ლ------ტ მ------ნმა ათქმევინეს, რომ ჰოვერბორდი მისმა ძმამ გამოატანინა თავის შვილთან. მან დაადასტურა, რომ ერთადერთი რაზეც ხელი აქვს მოწერილი არის მისი გამოკითხვის ოქმი. სხვა არც ერთ დოკუმენტზე მას ხელი არ მოუწერია. მის გამოკითხვის ოქმში თარჯიმნის მიერ არასწორად თარგმნის გამო არასწორად იყო დაფიქსირებული, რომ მის თვალწინ მოხდა ამოღებული ნარკოტიკული საშუალების დალუქვა. მან დაადასტურა, რომ მგზავრობისას მძღოლები მგზავრებისაგან, რომლებსაც არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში ითხოვდნენ 1000-1000 რუბლს, რაც რატომღაც დამალეს ა-------მ ხ--------ანმა და ლ------ტ მ------ნმა. მან ისევე, როგორც ავტობუსის თხუთმეტამდე მგზავრმა, რომელთა ჩვენებებიც უდავოა, დაადასტურეს, რომ არავის ქმედებაში, რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევიათ მთელი მგზავრობის განმავლობაში და მათთვის უცნობია, თუ ვისი საკუთრებაა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება.
4.44. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სგპ ყაზბეგის სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებში გამოჩნდა ვ------–-კ ჰ--------ანი, რომელიც სხვა მგზავრების მსგავსად მძღოლებს ეხმარებოდა ტვირთის ჩამოცლაში მ---–- ოფიცრების მითითების შესაბამისად. ვ------–-კ ჰ--------ანს არავითარი საუბარი არც ერთ მგზავრთან არ ჰქონია და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ მძღოლების ა-------მ ხ--------ანის და ლ------ტ მ------ნის ნათქვამი, არის უსაფუძვლო და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. ასევე, ვიდეოჩანაწერში არ გამოჩნდა არავითარი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის მიყვანა იმ დროის ფარგლებში, რასაც მოწმეები აღწერენ. ვიდეოჩანაწერი დამთავრდა იმგვარად, რომ ნარკოტიკული საშუალება იყო სკანერის ჯიხურში უმეთვალყურეოდ დატოვებული.
4.45. საქმეზე უდავოდ ცნობილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ვ------–-კ ჰ--------ანის სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების რაიმე სახის კვალი და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით არ დადასტურდა ვ------–-კ ჰ--------ანის კავშირი ნარკოტიკულ საშუალებასთან, კერძოდ, არც ჰოვერბორდზე და არც ნარკოტიკულ საშუალებაზე ვ------–-კ ჰ--------ანის დნმ არ აღმოჩნდა.
4.46. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული არის ჩამონათვალი იმ ძირითადი მტკიცებულებებისა, რომელიც ბრალდების მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი და მათგან, არც ერთი მოწმე, არც ერთი წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირი ხასიათისაა, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს ვ------–-კ ჰ--------ანის საკუთრებას, რომ მან შემოიტანა საქართველოში აღნიშნული საშუალება და იგი ინახავდა უკანონოდ.
4.47. სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხულმა პირებმა, ს-----ი ა------მა, ლ------ტ მ------ნმა და ა-------მ ხ--------ანმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ ვისი საკუთრება იყო ნარკოტიკული საშუალება და რეალურად იცნობდნენ თუ არა ვიდეოზე გამოსახული პირები ერთმანეთს. მათ გადმოსცეს მათი ხედვა, ვარაუდი, წარმოდგენა, ეჭვი, თუ ვისი შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. მათი აღნიშნული ვარაუდი, რაზეც ასევე აპელირებდა ბრალდების მხარე, ეყრდნობოდა მხოლოდ შემდეგ გარემოებებს: 1. ვ------–-კ ჰ--------ანი რატომ მივიდა ბილეთების საყიდლად ს-----ი ა------თან ოფისში; 2. რატომ აიღო იმავე რეისზე ბილეთი, რომლითაც გამოიგზავნა ამანათი; 3. რატომ მივიდა ვ------–-კ ჰ--------ანი და ამანათის გამომგზავნი პირი ერთი ტაქსით; 4. რატომ სთავაზობდა 10 000 დრამს ავტობუსის მძღოლებს; 5. რატომ მოათავსა მისი ზურგჩანთა სხვა ბარგთან ერთად და რატომ დადო ჰოვერბორდის გვერდით 6. რატომ აღებინებდა ვ------–-კ ჰ--------ანი მძღოლებს ხშირად საბარგულს.
4.48. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და განაჩენი, შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი, მათ შორის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ყველა ელემენტთან მიმართებაში ეკისრება ბრალდებას.
4.49. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესზე ყველა ზემოთჩამოთვლილი ვარაუდი ახსნილი იქნა თავად მოწმეების ს-----ი ა------ის, ლ------ტ მ------ნისა და ა-------მ ხ--------ანის ჩვენებებით.
4.50. მოწმე ს-----ი ა------მა დაადასტურა, რომ ბილეთების შესაძენად მგზავრები თუმცა იშვიათად, მაგრამ მიდიოდნენ მასთან ოფისში. ს-----ი ა------მა ვ------–-კ ჰ--------ანისგან ბილეთის საფასური აიღო ოფისში და არა ავტობუსთან. ს-----ი ა------მა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიუთითა, რომ მათი ოფისის მისამართი მათ ელექტრონულ გვერდზე მითითებული არ იყო, თუმცა სასამართლო პროცესზე შეცვალა ჩვენება და დაადასტურა, რომ მათი მისამართიც მითითებული იყო ელექტრონულ გვერდზე, ამდენად, სრულიად შესაძლებელი იყო ვ------–-კ ჰ--------ანს იმისთვის, რომ დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არაფერი ეშლებოდა, ონლაინ მოენდომებინა ბილეთის შეძენა ოფისში, რომლის მისამართიც იყო მითითებული. მით უფრო, რომ თავად ს-----ი ა------მა აჩვენა, რომ იგი ხვდება მგზავრებს, ვინც კარგად არ იცის მოსკოვი და მას მიჰყავს ისინი ავტობუსის გამომგზავრების ადგილამდე. სრულიად შესაძლებელია, რომ ვ------–-კ ჰ--------ანს უშუალოდ ადგილზე მისვლა და ყველა დეტალის გარკვევა სდომოდა, მით უფრო, რომ, როგორც ს-----ი ა------მა აღნიშნა, მას საკონტაქტოდ მხოლოდ მობილურის აპლიკაცია whatsapp ჰქონდა. იმ გარემოებასთან დაკავშირებით, თუ რატომ აიღო ბილეთი იმავე ავტობუსზე, რომელ ავტობუსშიც უნდა ჩატვირთულიყო მეორე პიროვნების მიერ მიტანილი ამანათი, ლ------ტ მ------ნმა პასუხი გასცა, რომ თუკი ვ------–-კ ჰ--------ანი ბილეთების შესაძენად ს-----ი ა------თან მივიდა 21 ივნისს, ხოლო შემდეგი რეისი იყო მეორე დღეს 22 ივნისს, - ვ------–-კ ჰ--------ანმა აიღო ბილეთი პირველივე რეისზე, ვინაიდან შემდეგი ავტობუსი რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გასულიყო, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება არ შეიძლება საეჭვოდ მიჩნეულიყო.
4.51. იმ გარემოების შესახებ, რომ თითქოს ვ------–-კ ჰ--------ანმა თავისი ინიციატივით ამოიღო 10000 დრამი და შესთავაზა ლ------ტ მ------ნსა და ა-------მ ხ--------ანს, სწორედ ამ ორი პირისა და მგზავრის ვ-----მ ხ--------ანის ჩვენებებით დადგინდა, რომ ამ თანხის შეთავაზება, მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მძღოლების მხრიდან 100-100 რუბლის აგროვების მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, მას შემდეგ რაც მგზავრების ნაწილს უკვე აგროვებული ჰქონდათ 100 – 100 რუბლი, ასევე აქ ეუბნებოდა ა-------მ ხ--------ანი და ლ------ტ მ------ნი მგზავრებს, რომ თუკი თანხას არ ააგროვებდნენ ყველა შემოწმების პუნქტზე მოუწევდათ ბარგის ჩატანა, საპასპორტო კონტროლის გავლა, მათ შორის 40-60 წუთის განმავლობაში გაჩერება. ხოლო ა-------მ ხ--------ანის ჩვენებით, ვ------–-კ ჰ--------ანმა ეს თანხა სავარაუდოდ მგზავრობის გასაადვილებლად შესთავაზა. მათ ოთხი ასეთი შემოწმების პუნქტი უნდა გაევლოთ და ამ შემთხვევაშიც სრულიად შესაძლებელი იყო ვ------–-კ ჰ--------ანს მოენდომებინა თანხის დამატება შეგროვილი თანხისთვის. ამასთან, ა-------მ ხ--------ანის ჩვენებით ვ------–-კ ჰ--------ანმა ერთადერთი რამ ჰკითხა მას, კერძოდ, საქართველოში ინტერნეტი ექნებოდათ თუ არა, რაც კავშირში არ იყო მომხდარ შემთხვევასთან; ბრალდების მხარის მიერ მითითებული ის გარემოება, თუ რატომ მოათავსა ვ------–-კ ჰ--------ანმა ზურგჩანთა საბარგულში, რომლის ატანა შეეძლო ავტობუსში და რომ ვ------–-კ ჰ--------ანმა თვითონ საკუთარი ინიციატივით დადო უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც იყო ჰოვერბორდი მოთავსებული, მთლიანად იქნა გაბათილებული მოწმე ლ------ტ მ------ნის ჩვენებით. მან აჩვენა, რომ მხოლოდ ის წყვეტს, თუ სად დადოს ბარგი და რომ ამ შემთხვევაშიც მან თავად მოათავსა იმ საბარგულში, სადაც ჰოვერბორდი იყო, ვინაიდან ავტობუსის საბარგულის სხვა ნაწილი დაკავებული იყო; იმ გარემოებასთან მიმართებაში კი თუ რატომ აღებინებდა ხშირად საბარგულს ვ------–-კ ჰ--------ანი, ჯერ პირველად მოწმის სახით დაკითხვისას ა-------მ ხ--------ანმა დაადასტურა, რომ გაჩერებებზე, შემოწმების პუნქტებზე ჩამოსვლისას ვ------–-კ ჰ--------ანი ბარგს უყურებდა ისევე, როგორც სხვები და აღნიშნულ გარემოებაში რაიმე საეჭვო არ იყო. ლ------ტ მ------ნმა კი განაცხადა, რომ ვ------–-კ ჰ--------ანი მგზავრობისას აჩერებინებდა ავტობუსს და იმ საბარგულს აღებინებდა, სადაც ჰოვერბორდი იდო. აღსანიშნავია, რომ ჰოვერბორდთან ვ------–-კ ჰ--------ანის ბარგი ჩადო თავად ლ------ტ მ------ნმა, თუ ვ------–-კ ჰ--------ანი ავტობუსს აჩერებინებდა, რომ ჰოვერბორდი გადაემოწმებინა, სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს, რომ ეს მსჯელობა ალოგიკურია, რადგან ბარგი შეიძლება გადაამოწმო, როცა სხვა პირია ამ ბარგის სიახლოვეს - ანუ როცა გაჩერდებოდა ავტობუსი და საბარგულს გააღებდნენ, ხოლო მგზავრობისას არანაირი საფრთხე არ ექნებოდა ტვირთს და შესაბამისად, ლ------ტ მ------ნის აღნიშნული განმარტება სრულიად უსაფუძვლო და დაუჯერებელია და ბოლოს, ბრალდების მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიდა ვ------–-კ ჰ--------ანი ერთი ტაქსით ჰოვერბორდის გამომგზავნთან ერთად, სასამართლო ასევე მთლიანად ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ, ჯერ ერთი, გამოძიებას არ აქვს დადგენილი მართლაც ვ------–-კ ჰ--------ანი მივიდა თუ არა ერთი და იმავე ტაქსით. აღნიშული გარემოება ვერ დაადასტურა კატეგორიული დასკვნით ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამაც ჩანაწერების დამუშავების, ხარისხის გაუმჯობესების შემდეგაც კი. მით უფრო, რომ ლ------ტ მ------ნიც და ა-------მ ხ--------ანიც აცხადებენ რომ გრძელი თმით და ჩაცმულობით - ჯინსის შარვლითა და ბორდოსფერი ან ზოლებიანი სტაფილოსფერი მაისურით იცნეს ვ------–-კ ჰ--------ანი. მათი ეს განცხადება მტკიცებულება ვერ იქნება, ვინაიდან გრძელი თმა ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, ასევე ლურჯი ფერის ჯინსი და მაისურიც არაფრით არის გამორჩეული, ვინაიდან გავრცელებულია. შესაბამისად, ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ რაიმე განსაკუთრებულ ნიშნებს, რაც კონკრეტულად ვ------–-კ ჰ--------ანის პიროვნებას დაუკავშირებდა. ხოლო ს-----ი ა------ი კი აცხადებს, რომ მასთან მისული პირი 23-24 წლის იქნებოდა. ამდენად, გამოძიება იმასაც კი ვერ ადასტურებს უტყუარად, რომ ვიდეოზე დაფიქსირებული პიროვნება ვ------–-კ ჰ--------ანია, გამომძიებლებმა თ------ კ-------ამ და გ------ი ე-–--–---–მა თქვეს, რომ მათი ვარაუდით ვ------–-კ ჰ--------ანიაო. ასევე, განმარტეს, რომ ერთი ტაქსით მგზავრობა აკრძალული არ იქნება და რომ გამოძიებას არ ჰქონდა დადგენილი ეს საკითხი. რაც შეეხება ს-----ი ა------ისა და ა-------მ ხ--------ანის განცხადებებს, მათ თქვეს, რომ არ იცნობენ იმ ტაქსის მძღოლს, რომელიც ვიდეოზე ჩანს და არ იციან თუნდაც ემორჩილება თუ არა მოქმედ კანონს და სავსებით შესაძლებელია, თუნდაც დაერღვიოს აკრძალვა. ამასთან, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუკი იგი ვერ მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. კითხვაზე, თუ რომელი კანონით არის აკრძალული თუნდაც ერთი ტაქსით მგზავრობა, მოწმეებს პასუხი არ აქვთ, შესაბამისად, იბადება კითხვა, არის კი საერთოდ აკრძალული ტაქსის მძღოლებისათვის თუნდაც ორი მგზავრის აყვანა.
4.52. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს უტყუარად, რომ ტაქსიდან გადმოსული ორი პირი ერთმანეთს იცნობს, ისევე როგორც ვერ ადასტურებს და არ შეუძლია თქვას, რომ ვიდეოზე გამოსახული ამანათი და ამოღებული ამანათი ერთი და იგივე ამანათია, რომ ვიდეოზე არ არის შეცვლილი ჩანაწერის დრო და რომ იგი არ არის მონტაჟი. გამოძიება ენდობა მხოლოდ ს-----ი ა------ის სიტყვას იმის შესახებ, რომ სხვა ჰოვერბორდი ბარგის სახით არ გადაუტანიათ. თუმცა ეს გარემოებაც არ არის უტყუარად დადგენილი. ფაქტია, ს-----ი ა------ი აღრიცხავს მიტანილ ამანათებს და საქმეზე არ არის წარმოდგენილი თუნდაც ჟურნალის ორი-სამი დღის ჩანაწერები, რომ მხოლოდ ერთი ჰოვერბორდი იყო საწყობში 22 ივნისის რეისის დღისთვის და ბოლოს, მართლაც რომ ვივარაუდოთ, რომ ვ------–-კ ჰ--------ანია ვიდეოზე გამოსახული და იცნობდეს მეორე პიროვნებას, რომლის იდენტიფიცირებისათვის გამოძიებამ არაფერი მოიმოქმედა, მაინც შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ვ------–-კ ჰ--------ანმა იცოდა ჰოვერბორდში ნარკოტიკის არსებობის შესახებ. (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №515აპ-17).
4.53. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება. მართალია დისპეჩერ ს-----ი ა------ის მიერ გამოგზავნილია ვიდეო ფაილი, სადაც ჩანს, რომ მის ოფისში ორი პიროვნება მიდის ტაქსით, რომლებიც თითქოს ერთმანეთს არ იცნობენ და ერთი აგზავნის ამანათს სომხეთში გასაგზავნად, ხოლო მეორე ყიდულობს სამგზავრო ბილეთს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ვიდეო ფაილი იწვევს ეჭვს, რომ იგი შესაძლოა შეცვლილიყო, მისი წარმომავლობა და ავთენტიკურობა არ არის დადასტურებული, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება, ხოლო ამავე კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. ქ. მოსკოვში აღნიშნული შპს ,,სბ ვ---–-------ნ“ ფირმიდან ვიდეო მასალის გამოთხოვა უნდა მომხდარიყო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავით დადგენილი წესების დაცვით, მართალია, საქმეში მოიპოვება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლის მიხედვით რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს ეთხოვათ ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, ქ. მოსკოვში, ვარშავის გზატკეცილზე, სახლი 28ა-ში, მდებარე შპს ,,სბ ვ---–-------ნ“ 2019 წლის 21 ივნისის 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში აღნიშნული ოფისის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერების, თუმცა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ არ მომხდარა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა. მართალია, ადვოკატ გ---- თ-----–---–ისგან CD დისკზე აღბეჭდილი ვიდეოს გამოთხოვა მოხდა მოქმედი საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ავთენტიკურად ვერ მიიჩნევს ს-----ი ა------ის მიერ გამოგზავნილ ვიდეო ფირს, მით უფრო, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ------–-კ ჰ--------ანისგან აღებული ფოტოსურათის ნიმუშით ვერ დადგინდა ქ. მოსკოვში, 2019 წლის 21 ივნისს ს-----ი ა------ის ოფისში მისული ერთ ერთი პიროვნების იდენტიფიკაცია. მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,ვ------–-კ ჰ--------ანის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ასევე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ,,ჰოვერბორდიდან“ ამოღებულ შეფუთულ ნარკოტიკულ საშუალებაზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვ------–-კ ჰ--------ანის გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა.
4.54. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ვინაიდან ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა.
4.55. სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით: დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ
4.56. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვ------–-კ ჰ--------ანმა შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებას, რაც ასევე უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
4.57. მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ურთიერთთავსებადი, აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რის გამოც ვ------–-კ ჰ--------ანი აღნიშნული ბრალდების ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა:
5.1. ა-------მ ხ--------ანმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაკითხვის დროს ასევე დაადასტურა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, სასამართლოში მისი მოწმედ დაკითხვის დროს ყვებოდა ავტობუსის მგზავრობის და საბაჟოზე შემოსვლის შესახებ, ხოლო ვ------–-კ ჰ--------ანი გაღიზიანდა და წყლის ბოთლი ესროლა, რაც მაგიდაზე იდო, რომელიც მოხვდა ხელზე, თუმცა ტკივილი არ განუცდია, აღნიშნულის გამო ა-------მ ხ--------ანი გაბრაზდა.
5.2. ვ------–-კ ჰ--------ანის 2019 წლის 12 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან ა-------მ ხ--------ანის მოწმედ დაკითხვის დროს ვ------–-კ ჰ--------ანის მიერ წყლის ბოთლის სროლა დაადასტურეს აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მყოფმა მოწმეებმა, სხდომის მდივანმა დ---ა რ-----–--–---–მა, სასამართლოს მანდატურმა გ------ი ა--–---მ, ესკორტის სამსახურის თანამშრომლებმა მოწმეებმა ზ-----ი ც---------–---–მა, გ------ი ო------მ და დ------------–--ემ, რომლებმაც განმარტეს, რომ 2020 წლის 12 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, სადაც იკითხებოდა მოწმე ა-------მ ხ--------ანი, აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა ასევე ბრალდებული ვ------–-კ ჰ--------ანი და მისი ადვოკატი. სხდომის მიმდინარეობის დროს მოსამართლემ რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ვ------–-კ ჰ--------ანს წესრიგის დარღვევისთვის, როდესაც ვ------–-კ ჰ--------ანი მოწმეს უსვამდა შეკითხვებს, გაღიზიანდა ა-------მ ხ--------ანის პასუხზე, როგორც თარჯიმანმა თარგმნა, ვ------–-კ ჰ--------ანმა თქვა, რომ იტყუებოდა და ნახევარი ლიტრი მოცულობის პლასტმასის ბოთლი, რომლითაც თარჯიმანი წყალს სვამდა, იდო მაგიდაზე, აიღო მოულოდნელად და ესროლა ა-------მ ხ--------ანს. მოწმე დ---ა რ-----–--–---–მა განმარტა, რომ არ მოხვედრია ბოთლი ა-------მ ხ--------ანს, ხოლო სხვა მოწმეებმა ზუსტად ვერ გაიხსენეს მოხვდა თუ არა, რადგან ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, ბოთლი დავარდა იქვე იატაკზე. მოსამართლემ ბრალდებული ვ------–-კ ჰ--------ანი გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.3. ვ------–-კ ჰ--------ანის მიერ სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა და მოწმის მიმართ შეურაცხყოფა, ბოთლის სროლა დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, სადაც ჩანს როგორ ბრაზდება ვ------–-კ ჰ--------ანი ა-------მ ხ--------ანის დაკითხვის დროს მის მიერ გაცემული პასუხებით, გაბრაზებული მოულოდნელად იღებს 0,5 ლიტრი მოცულობის თითქმის ცარიელ წყლის ბოთლს და სწრაფად ესვრის ა-------მ ხ--------ანს. აღნიშნული ბოთლი ხვდება თუ არა მოწმეს არ ჩანს კარგად ვიდეო ჩანაწერში, რადგან ძალიან სწრაფად ისვრის და ბოთლის სროლის მომენტში ა-------მ ხ--------ანიც იწყებს მოძრაობას. ასევე აღნიშნული ბოთლის სროლის ფაქტი დაფიქსირებულია წერილობით სასამართლო სხდომის ოქმში, რაც ასევე გამოკვლეული იქნა სრულად სასამართლოში.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ აღნიშნული დანაშაული ვ------–-კ ჰ--------ანს არ ჩაუდენია რადგან ბრალდებულის ბრალეულობა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, 2019 წლის 12 ივლისის სასამართლოს სხდომის ვიდეო ჩანაწერთა და თავად ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში გამოსვლის დროს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ძირითადი ობიექტია სასამართლოს ნორმალური საქმიანობა და ავტორიტეტი, ხოლო დამატებითი ობიექტია სამართალწარმოებაში მონაწილე პირის პატივი და ღირსება. დანაშაულის ჩადენის ადგილია სასამართლო სხდომის დარბაზი, აგრეთვე სასამართლოს შენობა, როდესაც სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა, ანუ დამთავრებულია პროცესის მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ან ასეთი სიტყვების წარმოთქმისთანავე. (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება №373აპ-18 ).
6.3. ამდენად, მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------–-კ ჰ--------ანმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7.1. ბრალდებულ ვ------–-კ ჰ--------ანს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ ის პირველად არის სამართალში და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
8. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
8.1. სასამართლო ბრალდებულ ვ------–-კ ჰ--------ანის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ოჯახურ მდგომარეობას.
8.2. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ვ------–-კ ჰ--------ანს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------–-კ ჰ--------ანი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ვ------–-კ ჰ--------ანი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3. ვ------–-კ ჰ--------ანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
4. ვ------–-კ ჰ--------ანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. ვ------–-კ ჰ--------ანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 26 ივნისის 01:40 საათიდან.
6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება გადაწყდეს შემდეგნაირად: ერთი ცალი თეთრი ფერის მუყაოს ყუთი, შიგნით მოთავსებული შავი ფერის ჰოვერბორდის ჩასადები, კაბელი და ჰოვერბორდი გადაეცეს სახელმწიფოს, ვ------–-კ ჰ--------ანის პასპორტი დაუბრუნდეს ვ------–-კ ჰ--------ანს, ნერწყვის ნიმუშებები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს, ხოლო ,,CD” და ,,DVD“ დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი