1. არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
2. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
3. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
4. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ.
5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
6. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/579 - ვებგვერდი, 18.08.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.06.2013 კანონი №741
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. დაუშვებელი მტკიცებულება # # # # # # # # # # 1. ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. 2. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. 3. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. 4. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. 5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 6. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/579 - ვებგვერდი, 18.08.2015
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(93)
- საქმე №2კ-769აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
…2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). 24.1. საკასაციო სასამართლო, დაცვის მხარის პრეტენზიებთან დაკავშირებით, ითვალისწინებს, რომ საქართველო სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ…
- საქმე №2კ-130აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
…ნომრით....) ავტომობილიდან ამოიღეს ტყვია (ტ. N3; ს.ფ. 112-116). 11.4. აღნიშნულისა და საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, მოცემულ…
- საქმე №2კ-319აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2023
…ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პირადი ჩხრეკის შემდეგ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის არსებითი დარღვევითაა ჩატარებული და მათ შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა…
- საქმე №2კ-845აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
…სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი - ბარათი N....., რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. 15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ით მკაცრად რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა მოპოვების წესი, რომლის არსებითი დარღვევა, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაპირობებს როგორც ამ მტკიცებულების, ისე მის საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულების…
- საქმე №2კ-140აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2022
…ოქმს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, დათვალიერების ოქმი ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე…
- საქმე №66აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2022
- საქმე №2კ-615აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.12.2021
- საქმე №2კ-388აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
- საქმე №2კ-809აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №2კ-30აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2020
- საქმე №2კ-646აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2018
- საქმე №2კ-453აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.02.2016
- საქმე №45აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2015
- საქმე №ბს-494-474(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2010
- საქმე №330100116001336411 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2020
- საქმე №010141318700060634 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2020
- საქმე №160100118002726551 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100118002551960 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2020
- საქმე №330100119002993783 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.01.2020
- საქმე №330100118002724279 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №330100119002805690 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.12.2019
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №200100119002851779 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №330100115001007205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №330100119002899921 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №330140017001857757 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №160100118002512004 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №010142219700085592 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.10.2019
- საქმე №330100117001840367 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2019
- საქმე №330100117001972417 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330100118002463187 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.09.2019
- საქმე №020100117002236238 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2019
- საქმე №160100118002456691 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №010100116001508696 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
- საქმე №330100117002081812 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №330100117001989554 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.06.2019
- საქმე №010100118002249993 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №010100116001635411 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №050100117001891488 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330100118002452189 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 93-დან.