მუხლი 65. მოსამართლის ან სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა ან საქმის განმხილველი სასამართლოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრა
თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. საქმის განმხილველი სასამართლოს აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
2. თუ აცილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
3. თუ აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხ
მთავარი მონაცემები
ვადა48 საათის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
…გ. გ–ემ საქართველოს სსსკ-ის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის განმხილველი სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილება, შუამდგომლობის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა, საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაციის…
საქმე №2კ-88აპ.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2000
…დაბრუნების შესახებ, შეამოწმა განაჩენების კანონიერება და თვლის, რომ უკანონოა, უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარი გამოძიების მიერ დარღვეულია სსსკ-ის 65-ე მუხლის მესამე, 67-ე მუხლის მეხუთე და 261-ე მუხლის პირველი ნაწილების მოთხოვნა, რომელთა თანახმადაც, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ…
…მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია, ასევე გაუქმებულია სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა. საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ----- რ-------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი…
…სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. მსჯავრდებულ შ----- ს----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. განაჩენი გადაეგზავნოს მხარეებს და შ-----ს----–-----ს ქცევაზე კონტროლის მიზნით ( საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ…
…64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრის განსაზღვრისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ამავე კოდექსის 65-ე მუხლით, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული ზეკანონური მოვალეობის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 65, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-65/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია