განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
030100118002267191
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-522-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ე---–---- ბ------ს,ადვოკატის - ზ------ ხ---------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----- ბ------ს ძე ს----–-----ს მიმართ,დაბადებული: 1----–-–-----------------, პი---დი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ---------–-----------------,აღწერილობითინაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

შ----- ს----–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 02 აგვისტოს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფოთში, წ------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ი------ეს, რის შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და აიძულებდა აღნიშნულის აღიარებას, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

2017 წლის 15 სექტემბერს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფოთში, წ---------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა ხელი მუცლის არეში, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2017 წლის 14 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფოთში, მ--–------–ი, შავი ზღვის სანაპიროზე ზემოთ მითითებული მოტივით რამდენჯერმე დაარტყა ხელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, შ----- ს----–-----მ ქ.ფოთის ც--------–----------–ი, იმ მოტივით, რომ ეღიარებინა საკუთარი მშობლებისა და დის წინაშე, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს ხელის რამდენიმე დარტყმით მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

შ----- ს----–-----ს მხრიდან სისტემატურმა ცემამ ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით:

 

შ----- ს----–----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ- ის 111,126-ემუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში 2017 წლის: 02აგვისტოს, 15 სექტემბრის,14 ოქტომბრის ეპიზოდებში.

 

შ----- ს----–-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

შ----- ს----–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ----- ს----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ რომელიც ითხოვს განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და შ----- ს----–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ემუხლის 12 ნაწილით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე სადაოდ მიჩნეულ და გამოკვლეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სრულად ადასტურებენ შ----- ს----–-----ს მხრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ---- ი------ის სისტემატიური ცემის ფაქტს. დაზარალებული თავის ჩვენებებში დაწვრილებით აღწერდა თუ რა გარემოებებში ახდენდა მეუღლე შ----- ს----–----- მასზე ზემოქმედებას და ცემდა სისტემატიურად, რაც მასში ფიზიკურ და ფსიქიკურ ტაჯვას იწვევდა. სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების სხვა ეპიზოდებშიც, ვინაიდან დაზარალებულის განმარტებები დადასტურებულია მოწმეების მ-----ე ი------ის, ი-–-- ს------ას, თ------ ც-–--–--ის ჩვენებებით, ნ---- ი------ის მიმართ სასამართლოს-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 17 ნოემბრის დასკვნით. განაჩენი ასევე საჯელის ნაწილში არის უსამართლო მოსამართლემ განაჩენში მიუთითა მხოლოდ შემამსუბუქებელი და არ გაითვალისწინა დამაძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივად არ მიუთითა გენდერული შეუწყნარებლობა და არ მიიღო მხედველობაში, რომ შ----- ს----–----- სისტემატიურად ცემდა დაზარებულს. სასამართლომ უპი---ტესობა მსუბუქ სასჯელს მიანიჭა, მაშინ როდესაც ბრალდების მხარე სამართლიანად ითხოვდა მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, თუნდაც სასამართლოს შემდგომ გამოეყენებინა სსკ-ის 63-64-ე მუხლები, ეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასთან შედარებით უფრო ეფექტური იქნებოდა ახალი საფრთხის თავიდან ასაცილებლადდა ხელსშეუწყობდა მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორს ე---–---- ბ------ს, რომელმაც მხარი დაუჭი--- წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ შ----- ს----–-----ს ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ------ ხ---------ას, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შ----- ს----–-----ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ი------ის ჩვენებით, მოწმეების- მ------ ქ---------ის, მ-----ე ი------ის, ქ------- ი------ის,თ------ ც-–--–--ის, ი--- ს------ას, შ----- თ------ის, ს--–---- დ-------ის, ვ------- ჯ------ასა, მი---ნდა ბ-------ის და ლ--–- ნ-----–--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს შ----- ს----–-----ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში და სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, შ----- ს----–-----ს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც გამყარებული არ არის თუნდააც ერთი პირდაპირი და შემავსებელი მტკიცებულებებით საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

ამდენად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ შ----- ს----–-----მ 2017 წლის 02 აგვისტოს დილის საათებში თავის საცხოვრებელ სახლში იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ი------ეს, რის შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და აიძულებდა აღნიშნულის აღიარებას, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

2017 წლის 15 სექტემბერს დილის საათებში საკუთარ საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა ხელი მუცლის არეში, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2017 წლის 14 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფოთში, მ--–------–ი, შავი ზღვის სანაპიროზე ზემოთმითითებული მოტივით რამდენჯერმე დაარტყა ხელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით შ----- ს----–-----ს მსჯავრდება.

 

ამასთან პალატა მიიჩნევს, რომ შ----- ს----–-----ს 2017 წლის 27 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაკვალიფიცირა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას შ----- ს----–-----ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ----- ს----–-----ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი შ----- ს----–-----ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნა :

 

ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

შ----- ს----–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ- ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში 2017 წლის: 02 აგვისტოს, 15 სექტემბრის, 14 ოქტომბრის ეპიზოდებში.

 

შ----- ს----–-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

შ----- ს----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ----- ს----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი გადაეგზავნოს მხარეებს და შ-----ს----–-----ს ქცევაზე კონტროლის მიზნით (საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი)თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე