1. სააპელაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
3. სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.
4. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №500
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 298. სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ 1. სააპელაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს; ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს; გ) ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში; დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. 3. სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. 4. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3846)
- საქმე №2კ-344აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
…სამართლიანად მიიჩნია. 16. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა: გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მხოლოდ გ. ჩ–იისათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრის რეალური სასჯელით შეცვლას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა საქართველოს…
- საქმე №2კ-1316აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2023
…არცერთი პირის მიმართ არ გამოყენებულა. სააპელაციო პალატამ 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ნ. გ–ს დაუმძიმა სასჯელი ე.წ. „2015 წლის ეპიზოდში“ და, ნაცვლად ჯარიმისა, განუსაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა „2015 წლის“ ეპიზოდში იყო არა სასჯელის დამძიმება, არამედ –…
- საქმე №2კ-727აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
…შეტანას მსჯავრდებულის საუარესოდ, მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით. 9. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ მას არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა ამ საკითხზე, რადგან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს,…
- საქმე №2კ-585აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2020
…დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითებს შემდეგზე: აპელანტს ანუ ბრალდების მხარეს არ დაუყენებია მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენების მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც საქართველოს სსსკ–ის 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის საუარესოდ შებრუნების ერთ–ერთ…
- საქმე №2კ-230აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2018
…სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები“. იმავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტი განაჩენის კანონიერების კონტექსტში მოიაზრებს მსჯავრდებულის ქმედებისთვის არასწორი კვალიფიკაციის მიცემას. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახეებს ჩამოთვლის, ერთ-ერთ სახედ მოიაზრებს განაჩენს, რომლითაც…
- საქმე №2კ-421აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.01.2018
- საქმე №2კ-277აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2017
- საქმე №2კ-204აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2017
- საქმე №2კ-228აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2017
- საქმე №2კ-147აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2017
- საქმე №2კ-109აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2016
- საქმე №2კ-415აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №060100117002203249 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №010141318700058345 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №050100119002813147 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №080100119003190573 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №330100120003406631 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №330100120003441695 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №040100120003439852 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003163552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003277253 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №060100119003330718 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003356500 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003170249 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003324271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003422799 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №140100119003151139 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003437263 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003265850 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №060100119003002208 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №160100120003442229 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №140100120003426507 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №330100120003419008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №080100119003108948 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №330100118002358434 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №180100119003269958 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №010100119003236770 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №330100119003370020 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №080100120003415134 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2020
- საქმე №010100119002904547 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 3846-დან.