განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-208-2020 წელი
№080100119003190573
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
24 აპრილი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ------- გ----------ის,ადვოკატის – ნ----- მ---------–--ს,მსჯავრდებულის – თ----- გ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა თ----- გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ----- გ--------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირე-ბული ქ. ქ-------–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–-------–-------------------ში, ნასამართლობის არ მქონე, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
თ----- გ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 21:10 საათზე, ტ------–---------------------–----------ში, თ----- გ--------ემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე გ------- ტ--------–--ეზე (სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ----- გ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ად-ვოკატებმა ნ----- მ---------–--მ და ა-–---------- ჭ----------ემ.
აპელანტი თ----- გ--------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ა-–---------- ჭ----------ე სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ თ----- გ--------ის მიმართ შეფარდე-ბული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით, მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირე-ბით, რომ თ----- გ--------ე არის ორსული, რაც დასტურდება წარმოდგენილი სამედი-ცინო ბარათი ფორმა №100-ით, მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ჭირდება დედის მზრუნველობა და მოვლა-პატრონობა, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხა-სიათდება დადებითად.
აპელანტი თ----- გ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ----- მ---------–-- თა-ვისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ----- გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯე-ლის შემსუბუქებას და მის გათავისუფლებას საპატიმროდან. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ თ----- გ--------ე არის ორსული, რაც დასტურდება სამეანო ულ-ტრაბგერითი გამოკვლევით. აღნიშნული კვლევა ავლენს მნიშვნელოვან ანომალიებს, თუმცა მაინც არსებობს ტექნიკური შეზღუდვა განვითარების ზოგიერთი ანომალიის გამოვლენაში. ნორმალური ულტრაბგერითი სურათი არ არის სრულიად ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების გარანტი. ციხის პირობებში თ----- გ--------ე ვერ უზრუნ-ველყოფს ნაყოფზე სათანადო ზრუნვას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ თ----- გ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ნ----- მ---------–--ს, რომლებიც ითხოვენ თ----- გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ გ------- გ----------ეს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მსჯავრდებულმა თ------ გ--------ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქ-ტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადაო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკი-ცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის „დ“ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდა-ვოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლე-ვის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე მოცემულ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხ-ლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ----- გ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადას-ტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობი-ლი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ----- გ--------ის ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულ გ------- ტ--------–--ის ჩვენებით, მოწმეების დ----- ი------ის, ნ-----–- ტ--------–--ის, ს--–---- გ--------ის, ჟ--–---- ჯ--–--–---–ის, ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერ-ტიზის №--------- დასკვნით, №------ შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედი-ცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობ-ლიობით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ თ----- გ---------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ----- გ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული თ----- გ---------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლობის არ-მქონეა, დღეის მდგომარეობით არის 7 თვის ორსული, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი, აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენ-ტრის ექიმის ი---- ა--------ის 2020 წლის 25 მარტს გაცემული სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევით, რომლის თანახმად თ----- გ--------ე არის 26 კვირისა და 4 დღის ორსუ-ლი და მას დაუდგინდა საშვილოსნოს უკანა კედლის ტონუსი, მიზანშეწონილად მიიჩ-ნევს მსჯავრდებულ თ----- გ--------ეს შეფარდებული 06 (ექვსი) თვიანი საპატიმრო სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ----- გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
თ----- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენტენციური დაწესებუ-ლებიდან.
პირობით მსჯავრდებულ თ----- გ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს შესა-ბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაევალოს მსჯავრდებულს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვ-ნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს.
მსჯავრდებულ თ----- გ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2020 წლის 18 მარტიდან 2020 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili