1. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს.

2. სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

3. აპელანტს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს სააპელაციო საჩივრის შესაგებლის ასლ