მუხლი 371. საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში
თავი XLV — აპელაციის დასაშვებობა #
სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
თავი XLVI
საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 371. საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 თავი XLVI. საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება), 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) ე.ი. იმ დროს მოქმედი სსსკ-ის 371 მუხლის საფუძველზე. გ.კ-ი რომ არ ყოფილიყო ზემოთ აღნიშნული მუხლებით პასუხისგებაში მიცემული, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, პროკურორს არ ჰქონდა უფლება…
საქმე №ას-882-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. 10.5. ამავე კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის…
საქმე №ას-1351-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
…კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არც საქალაქო სასამართლოს მიუჩნევია, რომ სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი და გადაუგზავნა იგი შემდგომი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 371-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო…
საქმე №ბს-309(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2019
…კოდექსის 445-ე მუხლის მე-3 ნაწილი. აღნიშნული მუხლი ეხება სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს, რომლის თანახმადაც თუ მოსამართლე 5 დღის ვადაში არ იმსჯელებს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე სარჩელი ავტომატურად მიღებულად ითვლება. ამავე კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო…
…სამინისტროს უარყოფილი სარჩელის ნაწილში; 9.2. ზემოხსენებულ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 1873.40 ლარის გადახდა. 9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 371-ე მუხლზე მიუთითა, რომლითაც დადგენილია, რომ „საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა…