თავი XLVI — საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში
სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.
მთავარი მონაცემები
ვადა3 დღის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 376. საქმის განხილვის დანიშვნა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ სააპხელბ გაცნჩიონებით სასამართლო განიშნსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ას-911-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
…განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რამეთუ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე იყო ინფორმირებული საქმის განხილვისა და საქმეში არსებული მასალების/გარემოებების შესახებ, რისი დასტურიცაა მისი მხრიდან საქმეში არაერთი განცხადების წარდგენაც; 17.6. სსსკ-ის 376-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით განსაზღვრავს საქმის განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს…
საქმე №ას-1121-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
…საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით და იმავე განჩინებით განისაზღვრა სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2020 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე, მთავარ სხდომაზე ( სსსკ-ის 376-ე მუხლი). ამ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით (იხ. სასამართლო…
საქმე №ას-272-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2021
…გამოტანის შესახებ. 18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და, 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დაინიშნა იმავე წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე ( სსსკ-ის 376-ე მუხლი). აღნიშნული სხდომა რამდენიმეჯერ იქნა გადატანილი და საბოლოოდ სასამართლო მთავარი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე. 19. 2020 წლის 7…
საქმე №ას-662-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
…საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით და იმავე განჩინებით განისაზღვრა სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2019 წლის 06 თებერვალს, 13:00 საათზე, მთავარ სხდომაზე ( სსსკ-ის 376-ე მუხლი). ამ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელთაც სხდომის თაობაზე ეცნობათ…
საქმე №ას-738-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2019
…გამოტანის შესახებ. 17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და, 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2018 წლის 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დაინიშნა ( სსსკ-ის 376-ე მუხლი). აღნიშნული სხდომა რამოდენიმეჯერ იქნა გადატანილი და საბოლოოდ სასამართლო მთავარი სხდომა 2019 წლის 22 იანვარს, 15:00 საათზე, დაინიშნა. 18. 2019 წლის…
საქმე №ას-1555-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2019
საქმე №ას-1506-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
საქმე №ას-1085-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2018