1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში.
2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით, რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.
3. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის:
ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;
ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
4. ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
თავი IV2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.09.2018 კანონი №3437
- 19.02.2016 კანონი №4784
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 241. სააპელაციო საბჭო 1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში. 2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით, რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები. 3. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის: ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ; ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. 4. ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას. თავი V.IV2. ცენტრისეროვნული უფლებამოსილებაკვალიფიკაციების საგანმანათლებლოჩარჩო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებულისწავლის განათლებისსფეროების აღიარების მიმართულებითკლასიფიკატორი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება