სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით:
ა) შესავალი და დასკვნითი სიტყვებით პირველად გამოდის აპელანტი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე;
ბ) განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს;
გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე;
დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;
ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს;
ვ) მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება;
ზ) სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს
სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება)
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 297. სააპელაციო სხდომა სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით: ა) შესავალი და დასკვნითი სიტყვებით პირველად გამოდის აპელანტი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე; ბ) განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს; გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე; დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო; ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს; ვ) მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება; ზ) სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1571)
- საქმე №2კ-431აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2025
…რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) არ მოუთხოვია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ან/და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა, არ დაუყენებია შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, არ მიუთითებია პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლევაზე. 9. სასამართლო…
- საქმე №2კ-473აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
…მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ მოიცავდა მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული სადავო განჩინების გაუქმების თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. 5.9.…
- საქმე №2კ-301აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
…დაცვის მხარის პოზიციით, მათ ისურვეს მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილის გამოკვლევა, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებების გამოკვლევაზე განაცხადეს უარი (იხ. 2023 წლის 23 მაისისა და 2023 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმები). 2.4.1. საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ამავე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი (შეზღუდვები) არ ვრცელდება სისხლის სამართლის…
- საქმე №2კ-211აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
…მიერ მოწმე ლ. ბ–ს გამოკითხვის ოქმის არდაშვებამ დაარღვია თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მთლიანად სამართალწარმოება აქცია არასამართლიანად. 5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში…
- საქმე №2კ-1076აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2024
…სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ დ. ჭ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარს). ხსენებული გადაწყვეტილებით საკასაციო პალატამ განმარტა, საქართველოს სსსკ-ის 297-ე და 73-ე მუხლების ურთიერთმიმართება და აღნიშნა, რომ: “ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, მართალია, ადგენს სპეციალურ რეგულირებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენი გამოტანილი…
- საქმე №2კ-788აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2024
- საქმე №2კ-1000აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №2კ-174აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2023
- საქმე №2კ-108აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2023
- საქმე №2კ-94აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №2კ-1316აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2023
- საქმე №2კ-1328აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2023
- საქმე №2კ-664აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
- საქმე №2კ-966აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2022
- საქმე №2კ-537აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2022
- საქმე №2კ-679აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2022
- საქმე №2კ-522აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2022
- საქმე №2კ-594აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №2კ-270აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №2კ-229აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №2კ-328აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2021
- საქმე №2კ-833აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2021
- საქმე №2კ-535აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2018
- საქმე №2კ-522აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2018
- საქმე №2კ-464აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2018
- საქმე №137აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.12.2016
- საქმე №83აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2015
- საქმე №2კ-101აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №140100118002432755 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.03.2020
- საქმე №060100117002203249 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №330100117001890228 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №050100119002813147 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №330100120003406631 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №330100120003441695 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №330100119003163552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003356500 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003170249 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003324271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003422799 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №140100119003151139 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1571-დან.