მუხლი 291. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლი · სსსკ 291
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
1. ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 2851, 286-ე, 287-ე, 288-ე და 289-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს 1 თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს.
2. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საკითხების განხილვისას პროკურორი არ მონაწილეობს.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
თავი XXV
აპელაცია
მთავარი მონაცემები
ვადა10 დღის ვადაში
ვადა1 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №26აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2017
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივარს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის (პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება) შესაბამისად გამოტანილი განჩინების თაობაზე იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.მსჯავრდებულ რ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატ მ-------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.მსჯავრდებულ ი-----–------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
…აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად კი, ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც 1 თვის ვადაში იხილავს საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.მსჯავრდებულ ლ------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 291, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-291/