განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141319002910197
საქმე №1ბ/618-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებაზე, დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით, ლ-–- გ------–--ე (დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, მცხოვრები: თ---–-------------–----------------------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 აპრილიდან).
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 ოქტომბრის №-------- განკარგულებით, ლ-–- გ------–--ე გათავისუფლდა 2014 წლის 3 ივნისისა და 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა თ---–------------–------------ს წარდგინება და ლ-–- გ------–--ეს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა - 3 (სამი) წელი გაუგრძელდა 1 (ერთი) თვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა თ---–------------–------------ს წარდგინება და ლ-–- გ------–--ეს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 2 (ორი) თვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა თ---–------------–------------ს წარდგინება და ლ-–- გ------–--ეს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 3 (სამი) თვით და უსრულდება 2019 წლის 8 აპრილს.
2019 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას წარდგინებით მიმართა თ---–------------–------------ს უ-------მა ი-----–- გ--–-----მა და ითხოვა საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის `ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით:
თ---–------------–------------ს უ-------ის ი-----–- გ--–-----ის წარდგინება მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა.
გაუქმდა მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
მსჯავრდებულული ლ-–- გ------–--ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 05 აპრილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 აპრილის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-–- გ------–--ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: საჩივრის ავტორის მიერ მითითებულია, რომ პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, კერძოდ მარტის თვეში უჩიოდა მწვავე ტკივილებს წელსა და მარჯვენა თეძოს ქვედა კიდურების მიდამოში, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. ამასთანავე აპელანტი უთითებს თავის არეში მიყენებულ ტრავმებს, რომლის გამოც პერიოდულად მისი ქცევები იყო არაადეკვატური, რის თაობაზეც მისი პრობაციის ოფიცერი ინფორმირებული იყო.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად : ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 285 1, 286-ე, 287-ე, 288-ე და 289-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს 1 თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე საჩივარი საპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნის შესაბამისად განიხილება სხდომის დაუნიშნავად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
როგორ საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით, ლ-–- გ------–--ე (დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, მცხოვრები:თ---–-------------–----------------------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 აპრილიდან).
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 ოქტომბრის №-------- განკარგულებით, ლ-–- გ------–--ე გათავისუფლდა 2014 წლის 3 ივნისისა და 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
2014 წლის 3 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა თ---–------------–------------ს წარდგინებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებით მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ეს სამჯერ გაუგრძელდა გამოსაცდელი ვადის პერიოდი, რომელიც სრულდება 2019 წლის 8 აპრილს, შესაბამისად მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ეს 2019 წლის 8 აპრილამდე უნდა განეხორციელებინა `არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ~ საქართველოს კანონის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ მას დაკისრებული ჰქონდა პრობაციის ბიუროში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება. მსჯავრდებულს დაუფიქსირდა 6 არასაპატიო გამოუცხადებლობა თბილისის პრობაციის ბიუროში.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი.
ამავე კანონის მე-121 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს თუ მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რაც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რაც უნდა დადასტურდეს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,,თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებდა კონტროლს პირობით მსჯავრდებულზე დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
2015 წლის 15 ოქტომბრის მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ ოქმით, ლ-–- გ------–--ეს გააცნეს პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები, მისთვის აღნიშნული ოქმის შესაბამისად ცნობილი იყო ყველა ის მოსალოდნელი ღონისძიება რომელიც მოყვებოდა მსჯავრდებულის მიერ დადგენილი პირობითი რეჟიმის დარღვევას.
წარმოდგენილი მასალებით და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ლ-–- გ------–--ეს დაკისრებული ჰქონდა კვირაში ერთხელ თ---–------------–------------ში გამოცხადების ვალდებულება, რაც მსჯავრდებულის მიერ დარღვეულ იქნა 6-ჯერ, რაც დასტურდება წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით. მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია არც პრობაციის ბიუროში და არც სასამართლოში რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც საპატიოს გახდიდა პრობაციის ბიუროში მის მრავალჯერ გამოუცხადებლობას. მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტები მისი ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც ურთავს 2019 წლის 3 აპრილის N48 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, ვერ იქნება პალატის მიერ შეფასებული მის მიერ პრობაციის ბიუროში 18.10.2018-ში, 23.10.2018-ში, 05.11.2018-ში, 17.01.2019-ში, 24.01.2019 -ში, 14.02.2019-ში, 21.02.2019-ში მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლად. ასევე აღნიშნული სამედიცინო ცნობა ვერ ადასტურებს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობის არსებობას, რაც შეუძლებელს გახდიდა მსჯავრდებულის მიერ (ანდა სხვა ადამიანის დახმარებით) დადგენილი გამოსაცდელი რეჟიმის მოთხოვნების შესრულებას.
რაც შეეხება აპელანტის მიერ დაფიქსრებულ პოზიციას, რომ მისი ქცევა გარკვეული ტრამვების ფონზე არის პერიოდულად არაადეკვატური, არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით, შესაბამისად მხოლოდ პოზიციის გაჟღერება ვერ იქნება მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, მისი არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც ავტომატურად ვერ გახდება კანონით დაწესებული ვალდებულების თავის არიდების საპატიო გარემოება, რომელიც უპირობოდ გაამართლებს პირობითი მსჯავრის რეჟიმის დარღვევას.
წარმოდგენილი მასალებით, დადგენილია, რომ მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ეს ან მისი ოჯახის წევრს არ წარუდგენია პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი.
პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინტსანციის სასამართლოს მსჯელობას და დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებული ლ-–- გ------–--ე ჯიუტად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და არ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში, შესაბამისად, მასზე ვერ განხორციელდა პრობაციის ბიუროს კონტროლი. სასამართლოს მიერ ლ-–- გ------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლამ ვერ უზრუნველყო სასჯელის ერთ-ერთი მიზანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება.
სამართლებრივი სიკეთის - მართლწესრიგის დაცვის და კანონის უზენაესობის განმტკიცების პრინციპი, სახელმწიფოს და სამართლის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც უნდა ბოჭავდეს ინდივიდის მართლსაწინააღმდეგო ქცევას. პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის კანონსაწინააღმდეგო ქცვევის გამო ვერ შეძლო კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლი და მეთვალყურეობა, რაც უდაოდ მომეტებული საფრთხის შემცველი ვითარებაა. მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის მიმართ უკვე გამოყენებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის შესუბუქების მექანიზმი.
სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არ არის საკმარისი ფაქტობრივი/სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილების.
პალატამ მხედველობაში მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულის მიერ სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასჯელის მიზანი - მსჯავრდებულის რესოციალიზაცია ვერ განხორციელდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით;
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
თ---–------------–--------------------------ის ი-----–- გ--–-----ის წარდგინება მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების დაკმაყოფილების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.
გაუქმდეს მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ-–- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან.
განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე