ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025
მუხლი 1. კოდექსის მიზანი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლი · სსსკ 1
თავი I — სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მისი ამოცანები და მოქმედების სფერო
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1053-2025
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოხსენებული განმარტება ასევე გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის დისპოზიციიდან, რომელიც ადგენს სამოქალაქო სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეთა ჩამონათვალს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლიდან, რომლის თანახმად, ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს.
- საქმე №2კ-1258აპ.-24
მ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული…
- საქმე №330141319002910197
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად: ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 285 1, 286-ე, 287-ე, 288-ე და 289-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს 1 თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს.
- საქმე №330310016001460030
რაც შეეხება დადგენილებას, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირებული დადგენილება და თუ ჩავხედავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველ მუხლს პირდაპირ წერია -,,ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს“.
- საქმე №ა-2406-21
…ეტაპზე მიღების წინაპირობა. 4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონზე (შემდეგში: სპეციალური კანონი), რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და…
- საქმე №ზ-170-21
საგადასახადო დავები ამ მუხლზე
- ბრძანება №4705-Iს
…აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
- ბრძანება №3512
ობიექტები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ თავით დადგენილი წესები ამ თავით დადგენილი წესები არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო საბინაო ფონდზე (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ან/და გადასული უმკვიდრო საცხოვრებელი სახლებისა და ბინებისა);
- ბრძანება №5226-Iს
…და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ. მუხლი 431. ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან/და მე-9 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია
- მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის
- მუხლი 4. პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა
- მუხლი 5. უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია
- მუხლი 6. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა
- მუხლი 7. სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
- მუხლი 8. სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება
- მუხლი 9. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა
- მუხლი 10. სასამართლო სხდომის საჯაროობა და ზეპირობა
- მუხლი 11. სისხლის სამართლის პროცესის სახელმწიფო ენაზე განხორციელება
- მუხლი 12. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025. გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 1, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-1/