მუხლი 7. სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
თავი II — სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
1. გამოძიების პროცესში მხარეს არა აქვს უფლება, თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
2. საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია.
3. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნებით, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება. # #
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.08.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 1. გამოძიების პროცესში მხარეს არა აქვს უფლება, თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით. 2. საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. 3. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნებით, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება. # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(21)
საქმე №108აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2022
…დაკავებიდან - 2006 წლის 15 მაისიდან. 2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ჯ. 1998 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 26 ოქტომბრამდე მუშაობდა ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს ნაბადის ქვეგანყოფილების უფროსად და იყო მოხელე. საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, როგორც პროცესის მონაწილე პირი, ვალდებული იყო, დაეცვა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო…
საქმე №73აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2016
…უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან; სწორედ ამ პრინციპების გაგრძელებაა საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით…
საქმე №2კ-2-I-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2009
…თუმცა აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის ადგენს სავალდებულო წინა პირობებს: მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებიდან, ანუ უნდა დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს სისხლის…
საქმე №2კ-2191აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2008
…ადვოკატი, ხოლო ვ. ბ-ს ადვოკატი ჰყავდა და მათ ინტერესებს შორის იყო წინააღმდეგობა; საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით კი, ასეთ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელ ორგანოს იძულების წესით უნდა დაენიშნა დამცველი, რაც არ მომხდარა; სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაცვის უფლების დარღვევის შემდეგ გამოტანილი საპროცესო აქტი, მათ შორის _ საბრალდებო დასკვნა _ არის კანონის დარღვევით შედგენილი…
საქმე №21საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2007
…მისი მდგომარეობა და სასამართლოს გარეშე სასჯელის, მისი მოხდის ადგილისა და რეჟიმის განუსაზღვრელად, ერთპიროვნული ბრძანებულებით დღემდე იხდის 20-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ვადას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. კ-ძე, საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ითხოვს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის -- თებერვლის ¹--\-- დადგენილების ანალოგიით, თავისი…
საქმე №2კ-438აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2005
საქმე №3გ/ად-53-კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2001
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 7, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-7/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია