განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
050100118002335140
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050-00-1800-335140

საქმე N 1-60-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

1--04.20-8 წელი ქ--------------ი

ო-----------ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მარინა მეგრელიშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: პ----------–------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: მ-----------------ია

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: ვ---------–------ი

მამის სახელი: ი------–ი

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ჩ-----------ი, სოფელი ქ-------ნი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ვ------გ ჟ------ი 20-4 წლიდან იმყოფება რა ქორწინებაში ი-----–--------თან, თანაცხოვრების პერიოდში, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თავისი არასრულწულოვანი შვილის- 2005 წელს დაბადებული ს--- ჟ------ის თანდასწრებით, ძირითადად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნისას, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–---ში მდებარე საკუთარ სახლში სისტემატიურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის მეუღლეს ი-----–--------, რაც გამოიხატებოდა თანაცხოვრების პერიოდში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართვით სისტემატიურად, თვეში რამდენჯერმე, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა. 20-7 წლის 23 დეკემბერს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ვ------გ ჟ------მა განაწყენებულმა იმაზე, რომ მეუღლემ ი-----–------ემ მასთან შეთანხმების გარეშე ნება დართო მათ შვილს - ს--- ჟ------ს დარჩენილიყო ნათესავთან ქ.ოზურგეთში, შელაპარაკება მოუვიდა ი-----–--------თან. ამ უთანხმოების გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ვ------გ ჟ------მა ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–---ში მდებარე საკუთარ სახლში, სკამი ესროლა ი-----–--------, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა ზურგის არეში და რამაც მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

2.1. 20-8 წლის 16 მარტის წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ------გ ჟ------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, ვ------გ ჟ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სცნო დამნაშავედ და დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ დაზარალებულ ი-----–------ის ჩვენებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, დაზარალებულმა ი-----–------ემ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მეუღლის - ვ------გ ჟ------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, არ სურს ჩვენების მიცემა მის წინააღმდეგ და თანახმაა ვ------გ ჟ------ის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შეს---მისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სხვა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

ვ------გ ჟ------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა აგრეთვე ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: 112-ზე მიღებული შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვ------გ ჟ------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ვ------გ ჟ------ის ჩვენება, არასრულწლოვანი მოწმის ს--- ჟ------ის ჩვენება, მოწმეების: მ-----------–------ის, ნ--------------ის, კ----–---–------–--ისა და თ-------–------ის ჩვენებები.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ვ------გ ჟ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შეს---მისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40-52/05 , § 56, ECHR 09/0-/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/20-3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/0-/20-6; Baka v. Hungary [GC], no. 20-61/12 §143, ECHR 23/06/20-6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/0-/20-6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 240-6/04 , 04/10/20-0, პუნქტი 32).

 

სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ვ------გ ჟ------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში საფუძვლიანია.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. სასამართლო დარწმუნდა, რომ ვ------გ ჟ------ის მიერ ნამდვილად ჩადენილია აღნიშნული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შეს---მისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ------გ ჟ------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია). ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვ------გ ჟ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები ვ------გ ჟ------ს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეეს---მება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შეს---მისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ------გ ჟ------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ არის, აღიარებს დანაშაულის ჩადენას, სასამართლო განხილვის დროს ვ------გ ჟ------ს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულს ვ------გ ჟ------ის მიმართ პერტენზია არ გააჩნია და ითხოვს ბრალდებულის მიმართ შეღავათის გავრცელებას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვ------გ ჟ------ის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ვ------გ ჟ------ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

 

ვ------გ ჟ------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მას, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და უნდა შეუმცირდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-7-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ---------–------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. ვ------გ ჟ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

1.1. ვ------გ ჟ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (20-8 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ვ------გ ჟ------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ვ------გ ჟ------ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 20-8 წლის 21 იანვრიდან 20-8 წლის 23 იანვრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ვ------გ ჟ------ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 290 (ორასოთხმოცდაათი) საათის ვადით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ვ------გ ჟ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ვ---------–------ის (პ/ნ 6----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ვ---------–------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მუნიციპალიტეტი ჩ-----------ი, სოფელი ბ----–---ი, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ჩ-----------ი კოდი 2-, სექტორი - ქ-------ნი კოდი 0-, კვარტალი 2-, ნაკვეთი 1--, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შეს---მისად, მსჯავრდებულ ვ---------–------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გ------ს პრობაციის ბიუროს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო-----------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა