1. დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის.
2. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
3. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
4. ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
5. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
6. განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან. განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
7. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელის ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღემატებოდეს სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.
8. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2644 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.34
საქართველოს 2013 წლის 17
აპრილის
კანონი №546 – ვებგვერდი, 08.05.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.04.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.04.2013 კანონი №546
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9574)
- საქმე №2კ-1029აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2026
…-ს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს,,დ–ს“ ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა…
- საქმე №24აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
…თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N05/14/კ-050 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს…
- საქმე №2კ-26აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…წლის 6 მარტის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 128-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ი-ს სასჯელის ზომად…
- საქმე №2კ-72აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენით: 1.1. ა. ხ-ი, - დაბადებული.. წლის... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. 1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ…
- საქმე №2კ-800აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…სასჯელის ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის…
- საქმე №2კ-850აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2026
- საქმე №2კ-1014აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №2კ-970აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №2კ-966აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №2კ-787აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №2კ-1015აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-993აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-839აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-789აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №2კ-950აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2026
- საქმე №2კ-811აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №2კ-786აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2026
- საქმე №2კ-809აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2026
- საქმე №2კ-805აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2026
- საქმე №2კ-803აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2026
- საქმე №2კ-849აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2026
- საქმე №2კ-802აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.01.2026
- საქმე №2კ-770აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №2კ-862აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №2კ-860აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
- საქმე №2კ-795აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №2კ-885აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №2კ-992აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2025
- საქმე №2კ-807აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2025
- საქმე №ას-758-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №2კ-772აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №2კ-748აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №2კ-792აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №2კ-647აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №2კ-711აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №2კ-642აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №2კ-676აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №2კ-641აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №2კ-837აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №2კ-873აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 9574-დან.