1. დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(33)
საქმე №397საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.10.2007
…დაკავშირებით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) შემადგენლობა ხსენებულ დანაშაულს მოიცავდა როგორც დამთავრებული სახით, ისე მისი მცდელობის სახით. ამ დანაშაულისათვის სასჯელის ზომა გ. გ-ას უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის იმ რედაქციის საფუძველზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), რომლის თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა…
საქმე №433საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.06.2007
…მუხლის მე-3 ნაწილის,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელად დადგენილია 4-დან 7 წლამდე თავისფლების აღკვეთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი. გარდა ამისა, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის…
საქმე №2კ-555აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2007
…2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა" და,,ბ" ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად, ამ შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის…
საქმე №386საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2007
…სსკ-ის მე-17 მუხლიდან და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან (მითითებული რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის,,გ” ქვეპუნქტზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი…
საქმე №2კ-70კოლ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2007
…და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის…
საქმე №2კ-496დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2005
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 56, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-56/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია