2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.06.2009).
წინა რედაქცია (02.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი 1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით. თავი X. დასკვნითი დებულებები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-1490-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
…საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში და იგი, მიუხედავად აღმასრულებლისათვის კრედიტორის არაერთი მიმართვისა, ჯერ კიდევ არ არის აღსრულებული. „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი დღეისათვის გაუქმებულია, ხოლო, მოქმედი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე (ამ კანონის ამოქმედებამდე…
…საქართველოს კანონი, ამავე კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ამოქმედდა 2010 წლის პირველი იანვრიდან. ხსენებული კანონის მე-2 და 42-ე მუხლების მიხედვით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ, დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები…
…სოფელ ტაბახმელაში მდებარე მ. თ-შვილის სახელზე რიცხულ სახლზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის განჩინებით ბ. ვ-ძეს უარი ეთქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება…
…საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით ვ. ხ-იას სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და მხარეს უარი ეთქვა მის მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 35624 მუხლებით, “არბიტრაჟის შესახებ” კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილით, 48-ე მუხლით და მიიჩნია, რომ “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის…