მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება
თავი VII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა, განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
თავი VIII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულე
მთავარი მონაცემები
ვადა3 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (02.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თშესახოებ საჩივნრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თსაჩივრის წარმიოერ დბადგენშილ მი ვადღებით, მდაგრნ ამ არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაშუაძლებლობა, განაახლოს განხილვისა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. თავი VIII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
…განხილვისას მიწვეულნი არ ყოფილან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთ პირთა მიწვევის გარეშე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა, რომელთა ინტერესებსაც იგი შეეხო, ეწინააღმდეგებოდა კანონით დადგენილ წესებს. ყოველივე აღნიშნული, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა…