განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1765-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–---------–----------------------- (დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ--------------–-----------–-----------------–--------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების მცდელობა, სადგომში უკანონო შეღწევის გზით).
ადვოკატი - ზ-------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–-------------- დაახლოებით 03:55 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ში, ხ-------------------–----------ში, მ--–-----------------ე ცდილობდა მაღაზიაში შეღწევის გზით დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთებს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით
2.1. მოწმე ნ--------–---–ის ჩვენების თანახმად, 2----–-–-------------- გვიან ღამით, (დაახლოებით ღამის სამი საათის შემდეგ), ქ. თბილისში, გ-–----ის „ა------------, ხ---------ის ქ--------ში მდებარე კორპუსის სადარბაზოს მარჯვენა დერეფანში ხმაური შემოესმა; დაინახა პიროვნება, რომელიც მისგან ზურგით იდგა და მაღაზიის უკანა შესასვლელი კარის გაღებას ცდილობდა. მან მაშინვე დარეკა გ-–----ი - ნ----–------------–-–-----------–------------–ების სამორიგეო ნაწილში. პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დააკავეს ბრალდებული, რომელიც ისევ მაღაზიის კართან იმყოფებოდა, მოწმემ პოლიციელებს მიუთითა პიროვნებაზე, რომელიც ცდილობდა მაღაზიის კარის გაღებას. იგი დაესწრო ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკას; საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიკითხა მომხდართან დაკავშირებით. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს არ იცნობს და მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია; პოლიციელთა მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულს ამოუღეს გასაღებების აცმა.
2.2. 2----–-–------------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-----------–------------–--ის უფროს გამომძიებელ გ--------------–---–იას მიერ, ექსპერტების - შ--–------------ისა და გ----------------ის, მაღაზიის მეპატრონე ნ--------–------ის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ქ. თბილისში, გ-–----ის „ა“ მიკრო რაიონში, ხ---------ის ქ--------ში არსებულ სასურსათო მაღაზიას. დათვალიერებით დადგინდა, რომ მაღაზიის ეზოდან შესასვლელ კარს და ფანჯრებს მექანიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. ობიექტს სადარბაზოს მხრიდან გააჩნია კარი, რომლის საკეტიც არის დაზიანებულ მდგომარეობაში. ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა საკეტის გულა და დასურათებულ იქნა შემთხვევის ადგილი.
2.3. დაზარალებულმა - ნ--------–------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2----–-–-------------- გვიან ღამით, ქ. თბილისის გ-–----ი - ნ----–--------–--------------–-----------–ი განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მის კუთვნილ მაღაზიაში უცნობი პიროვნება აპირებდა შეღწევას. იგი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და პოლიციელებმა მისი თანდასწრებით დაათვალიერეს მაღაზია. ბრალდებული მაღაზიაში შეღწევას სადარბაზოს მხრიდან არსებული კარიდან აპირებდა, რომლის საკეტიც დაზიანებული იყო. მ--–-----------------ის ქმედების შედეგად დაზარალებულს მატერიალური ზიანი არ განუცდია.
2.4. ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-----------–------------–--ის გამომძიებელმა - გ--------------–---–იამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების (მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის) კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია; ყველა მოქმედება შეასრულა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
2.5. 2----–-–------------ის ბრალდებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-----------–------------–--ის გამომძიებელ თ------------–--ის მიერ გაჩხრეკილ იქნა მ--–-----------------ე, რა დროსაც ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა მეტალის რგოლზე გასაღებების აცმა, მობილური ტელეფონი, საკანცელარიო დანა და მრგვალი ფორმის ფანარი.
2.6. ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-----------–------------–--ის გამომძიებლებმა - თ------------–--ემ და ი-----–----------მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტეს, რომ 2----–-–------------ს ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. გვიან ღამით, ქ. თბილისში, გ-–----ი - ნ----–------------–-–-----------– განყოფილებაში დარეკა მოქალაქე ნ--------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ გ-–----ის „ა------------, ხ---------ის პ------–---------- კორპუსში მდებარე მაღაზიის კარის გაღებას ცდილობდა მისთვის უცნობი მოქალაქე. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილზე. მაღაზიის სათადარიგო კართან შენიშნეს მამაკაცი, რომელიც გასაღებით ცდილობდა ობიექტის კარის გაღებას. როდესაც დაუძახეს, თუ რას აკეთებდა, მამაკაცი შეცბა და გასაღები ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციიდან. ამ დროს მათ მიუახლოვდა შეტყობინების ავტორი მამაკაცი. მან დაადასტურა, რომ სწორედ ბრალდებული აპირებდა მაღაზიის კარის გაღებას. ადგილზე დააკავეს მ--–-----------------ე, განუმარტეს უფლებები და გაჩხრიკეს, რა დროსაც ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა გასაღებების აცმა მეტალის რგოლზე, საკანცელარიო დანა, მობილური ტელეფონი და მრგვალი ფანარი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შესაბამისი ოქმების შედგენის შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მ--–-----------------ემ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერისგან უარი განაცხადა.
2.7. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–-----------–ი განყოფილების გამომძიებელი - ლ-–--–--------ია და ექსპერტი ლ-–---------ია, რომლებმაც დაადასტურეს ბრალდებულისგან ნერწყვის ნიმუშის აღებაში მათი მონაწილეობის ფაქტი. აღნიშნული მოწმეები სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს.
2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ მ--–-----------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მე-5 პუნქტში მითითებული საქმეზე დართული საგნები და ნივთები, ასევე ექსპერტების - შ--–-------------ისა და გ----------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე ექსპერტების დაკითხვა არ მოუთხოვიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენით, მ--–-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მ--–-----------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 3 (სამი) წელი სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით მ--–-----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ--–-----------------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წელი სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
2.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, მ--–-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
2.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით, მ--–-----------------ე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 4 თვით და 22 დღით ადრე - 2015 წლის 31 დეკემბერს.
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, მ--–-----------------ეს გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2.13. ბრალდებულმა მ--–-----------------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისგან უარი განაცხადა და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული მ--–-----------------ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------- დაახლოებით 03:55 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ში, ხ-------------------–----------ში, მ--–-----------------ე ცდილობდა მაღაზიაში შეღწევის გზით დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთებს. მის მიერ დანაშაულებრივი განზრახვა ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, ვინაიდან მას დანაშაულზე წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა და დააკავეს შემთხვევის ადგილზე.
3.8. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია მ--–-----------------ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
- დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარეს მ--–-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები. ბრალდების მხარე ეყრდნობა მოწმე ნ--------–---–ისა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა ზოგად განმარტებებს, რომელთა საფუძველზეც გამოთქვამს ვარაუდს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მ--–-----------------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ იგი ქურდობას აპირებდა. ქურდობის მცდელობის დასადასტურებლად, აუცილებელია ბრალდებულმა განახორციელოს რაიმე ქმედება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად, მ--–-----------------ის ქმედება ყველაზე ცუდ ვარიანტში შესაძლოა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით და არა ქურდობის მცდელობით. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან მიაჩნია, რომ განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე ნ--------–---–მა კატეგორიულად მიუთითა, რომ 2----–-–-------------- შუაღამის საათებში დაინახა ბრალდებული, რომელიც ცდილობდა ქ. თბილისში, გ-–----ის „ა“ მ/რაიონში, ხ---------ის ქ------- კორპუსში განთავსებული მაღაზიის კარის გაღებას. მან დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადნენ. ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-----------–------------–--ის თანამშრომლებმა - თ------------–--ემ და ი-----–----------მა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ბრალდებული ჯერ კიდევ იმყოფებოდა მაღაზიის კართან და ცდილობდა მის გაღებას. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე ბრალდებულმა გასაღები ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში, რომელიც ამოღებულ იქნა მ--–-----------------ის პირადი ჩხრეკისას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნეიტრალური მოწმისა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები ერთობლიობაში ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ--------–---–ი, თ------------–--ე და ი-----–----------ი ბრალდებულს არ იცნობდნენ, რაც ცალსახად გამორიცხავს მოწმეთა დაინტერესებას ბრალდებულის პიროვნებით. ასევე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ მ--–-----------------ე არის უსახლკარო და იგი საჭიროებდა ღამის გასათევ ადგილს.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული ცდილობდა რა შეეღწია სხვის საკუთრებაში არსებულ მაღაზიაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, პოლიციელთა ჩარევის შედეგად, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და ვერ დაეუფლა ნ--------–------ის კუთვნილ ნივთებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; შესაბამისად, მ--–-----------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.
3.11. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება (მოცემულ შემთხვევაში ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა); 3) პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთის დაზიანების საფრთხეს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
3.12. რაც შეეხება მ--–-----------------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას- ქმედების ჩადენის მცდელობას სადგომში უკანონო შეღწევით, აღნიშნულ ნაწილში მოწმე ნ--------–---–ისა და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ--–-----------------ე გასაღებების მეშვეობით ცდილობდა ნ--------–------ის კუთვნილ მაღაზიაში შეღწევას და ნივთების დაუფლებას; დაზარალებულს ბრალდებულისთვის მაღაზიაში შეღწევის ნებართვა არ მიუცია; შესაბამისად, დადასტურებულია მ--–-----------------ის მიერ ქმედების ჩადენა სადგომში უკანონო შეღწევით.
3.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას; ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–-----------------ემ ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–-----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, წარსულში ნასამართლობა და დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა მის მიერ განზრახული ქმედების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც გამოიხატა პოლიციელთა მიერ მისთვის ხელშეშლაში. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; ამასთან, მ--–-----------------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და სახეზეა დანაშაულის რეციდივი; შესაბამისად, სასმაართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს, რომელიც განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში და გულისხმობს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მ--–-----------------ე ქმედების ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა მ--–-----------------ემ კვლავ ჩაიდინა ახალი, განზრახი დანაშაული, სასამართლო მას სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის მე-17 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენით, მ--–-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მ--–-----------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 3 (სამი) წელი სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით მ--–-----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მ--–-----------------ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წელი სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, მ--–-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
5.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით, მ--–-----------------ე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 4 თვით და 22 დღით ადრე - 2015 წლის 31 დეკემბერს.
5.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, მ--–-----------------ეს გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ--–-----------------ემ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რის გამოც, მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენით, მ--–-----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5.12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა (3 (სამი) წლის, 10 (ათი) თვის და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული გასაღები - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის საკეტის გულა, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- მ--–-----------------ისგან აღებული ბიოლოგიური ნიმუში და ანაწმენდები - უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–-----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა (3 (სამი) წლის, 10 (ათი) თვის და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
4. მსჯავრდებულ მ--–-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მსჯავრდებულ მ--–-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 20 დეკემბრიდან.
7. მსჯავრდებულ მ--–-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–------------იდან - 2----–-–-------------- ჩათვლით.
8. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული გასაღები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის საკეტის გულა, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- მ--–-----------------ისგან აღებული ბიოლოგიური ნიმუში და ანაწმენდები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე