მუხლი 57. სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის
თავი XI — სასჯელის დანიშვნა
1. დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.
2. შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ერთ-ერთი თანამონაწილის ან ამსრულებლის პიროვნებას შეეხება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ თანამონაწილისათვის ან ამსრულებლისათვის სასჯელის დანიშვნის დრო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №2კ-33-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
…6.2. ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჰ. ი–ს (H.Y.) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა - 10 წელი არ არის გასული ავსტრიის რესპუბლიკის კანონმდებლობით ( სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის 3 პუნქტის მიხედვით). 6.3. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი - ავსტრიის რესპუბლიკის,…
საქმე №2კ-48-I.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2005
…მაგრამ არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია იმის თაობაზე, მსჯავრდებულ დ. ა-ს აქვს თუ არა მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა წარსულში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის სსკ-ის 79-ე მუხლით დადგენილი წესით, რომელიც 1960წ. სსკ-ის 57-ე მუხლისაგან განსხვავებულად აწესრიგებს ნასამართლობის მოხსნისა და გაქარწყლების წესს. საქმის მასალების მიხედვით, დ. ა-ს დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი აქვს…
…საფუძველი, ვინაიდან განსახილველ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია შპს,------“, რომლის ინტერესებს გამოძიების ეტაპზე წარმოადგენდა ამავე კომპანიის იურისტი - თ------- მ------ე, რომელიც გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და საქართველოს სსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილ უფლებებს, ხოლო სასამართლო განხილვისას დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენდა კომპანიის დირექტორი -თ------ ნ---–--ე, რომლის…
…სასჯელის მინიმალურ ვადას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები. 6.7. საქართველოს სსკ-ის 57-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ…
…განხილვის შედეგად არ გამოვლენილა არცერთი იმგვარი შემამსუბუქებელი გარემოება, რაც სასამართლოს თუნდაც მიანიშნებდა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. ამასთან, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე და სსკ-ის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თანაამსრულებლობის პირობებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯგუფურ დანაშაულში ვ-------…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 57, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-57/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია