განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
330100119002952854
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1721-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ც-------–---–---ე, დ-------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ----–---------–--------------, დაბადებული - 2----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ზ-----------–----–--–---------------------ში;

ბრალდებული - ე-–----------------------------, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ზ------------------–----------–------------------------------ში)

ადვოკატები - ზ---–-----------, ნ------------–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით).

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 3 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ე-–---------------მ და რ----–-----------მ, თბილისში, რ--------------------ში მდებარე ს-----–----------------ს საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, სადაც საწოლში იწვა ს-----–----------------. ე-–--------------- დანით ხელში დადგა საწოლთან ახლოს, რ----–-----------მ კი საწოლში მწოლიარე ს-----–----------------ს დანა დაადო მუცელზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და აგრესიულად მოსთხოვა გადაეცა მისთვის და ე-–---------------სათვის ფული და ძვირფასეულობა, რა დროსაც რ----–----------- შეეცადა ს-----–----------------სთვის ძალის გამოყენებით თითიდან მოეძრო ოქროს ბეჭედი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 3 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ე-–---------------მ და რ----–-----------მ ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწიეს თბილისში, რ--------------------ში მდებარე ს-----–----------------ს საცხოვრებელ სახლში და საწოლში მწოლიარე ს-----–----------------ს მოსთხოვეს ფულისა და ძვირფასეულობის გადაცემა; რ----–----------- შეეცადა ს-----–----------------სთვის ძალის გამოყენებით თითიდან მოეძრო ოქროს ბეჭედი. ბრალდებულებმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვინაიდან რ----–----------- შემთხვევის ადგილზევე, ხოლო ე-–--------------- კი სახლის ეზოში დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონოდ შეღწევით

 

3.1. დაზარალებულ ს-----–----------------ს ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ. თბილისში, რ--------------------ში მდებარე კერძოს სახლში. იგი ლოგინად ჩავარდნილია, გადაადგილება არ შეუძლია და მუდმივად წევს საწოლში. 2019 წლის 3 მარტს, დაახლოებით დილის ოთხ საათზე, დაზარალებული ხმაურმა გამოაღვიძა. ს-----–----------------მ გაიგონა, რომ ორმა პიროვნებამ სახლის ფანჯარა გააღო და სამზარეულო ოთახში ფანჯრიდან შემოძვრა. ისინი კორიდორის გავლით შევიდნენ ოთახში, სადაც დაზარალებული იწვა. ს-----–----------------მ ჩართო სანათური და ჰკითხა სახლში შემოსულებს, თუ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. ბრალდებულებმა მას ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. დაზარალებულმა სთხოვა მათ სახლი დაეტოვებინათ და წასულიყვნენ; ამის შემდეგ კი შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ბრალდებულებიდან ერთ-ერთი გ-----------ს საწოლთან დაჯდა, ხოლო მეორე ოთახებში დადიოდა. ამასობაში, საპატრულო პოლიციამ გაიგონა მისი ტირილის ხმა, მათ სახლის დაკეტილი კარი შეამტვრიეს და ბრალდებულები დააკავეს. დაზარალებულის განმარტებით, სახლში შემოსულ პიროვნებებს დანები არ ჰქონდათ. ერთ მათგანს ხელთათმანები ეჭირა ხელში. აღნიშნულმა პიროვნებამ სცადა ს-----–----------------ს ხელიდან ბეჭედი მოეხსნა, თუმცა ვერ მოახერხა. ბრალდებულებმა რაიმე ნივთის წაღება ვერ მოასწრეს, რადგან მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მომხდარის გამო დაზარალებულს ძალიან შეეშინდა და ისტერიკაში ჩავარდა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. ს-----–----------------მ დაადასტურა, რომ გამოძიებაში ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებულები. მან კატეგორიულად განმარტა, რომ ბრალდებულები ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას, თუმცა დანით არ ემუქრებოდნენ მას და სთხოვდნენ, გადაეცა მათთვის ფული და ძვირფასეულობა; ასევე ამშვიდებდნენ, რომ არ შეშინებოდა.

3.2. 2019 წლის 3 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-----–----------------მ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - რ----–----------- ცხვირით, ტუჩების ზომით, წარბებით, დაბალი მუქი ფერის თმით და სახის ნაკვთებით.

3.3. 2019 წლის 3 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-----–----------------მ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ე-–--------------- ღია პირისახით, ოდნავ მოგრძო სახით, საშუალო ზომის ცხვირით, დიდი ტუჩებით, ცხვირით, ტუჩების ზომით, წარბებით, დაბალი მუქი ფერის თმით და სახის ნაკვთებით.

3.4. მოწმე ა----------–--ის განმარტებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, რ--------ს ქუჩაზე. მის მეზობლად, 2---------–ი ცხოვრობს ს-----–----------------, რომელიც ფეხზე ვერ დგება და მუდმივად წევს. ქალბატონს მეზობლები ეხმარებიან და ყურადღებას აქცევენ. 2019 წლის 3 მარტს, ღამის საათებში დაახლოებით 4 საათზე, მობილურ ტელეფონზე დაურეკა ს-----–----------------მ და უთხრა, რომ ვიღაც ცდილობდა სახლში შეღწევას. ა----------–--ემ მაშინვე დაურეკა საპატრულო პოლიციას, რომლებიც მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. გ-----------ს სახლში აღმოჩნდა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი ეზოში დააკავეს. მეორე ბრალდებული სახლში იმყოფებოდა, ს-----–----------------ს საწოლთან, სადაც დაკავებულ იქნა პატრულის თანამშრომლების მიერ. დაზარალებული შეშინებული იყო, აცხადებდა, რომ ბრალდებულები დანით ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ. იგი დაკავებულ ორ პიროვნებაზე მიუთითებდა. დაზარალებული კანკალებდა და ნორმალურად ვერ საუბრობდა. ს-----–----------------მ განმარტა, რომ ბრალდებულები შევიდნენ მის სახლში, დადიოდნენ ოთახებში, ემუქრებოდნენ და ოქროს სამკაულებს და ფულს სთხოვდნენ.

3.5. 2019 წლის 3 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ-------------საპატრულო სამმართველოს გ-–-----ს მიმართულების მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორ გ-----------------ს მიერ, დაკავებულ იქნა რ----–-----------, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გარეშე. დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. რ----–-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა: ხუთლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 ლარიანი მონეტა, თეთრი ფერის კონდიციონერის პულტი, შავი ფერის „----------- ფირმის ე.წ. „--–------ მობილური ტელეფონი, შავი ფერის მობილური ტელეფონი წარწერით - „------, შავი ფერის „-------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც დაზიანებული აქვს ეკრანი, „--------- ფირმის ე.წ. პლანშეტი, სონის ფირმის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც ქვედა ნაწილში აღენიშნება ორი შავი წერტილი, სუნამო წითელი ფერის კოლოფით, დანა, პირადობის მოწმობა, შავი ფერის ქურთუკი „------------ს ფირმის. ბრალდებულმა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

3.6. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ-------------საპატრულო სამმართველოს გ-–-----ს მიმართულების მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორ გ-----------------ს განმარტებით, 2019 წლის 3 მარტს, მეწყვილე გ--–---------სთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. გამთენიისას მიიღეს გამოძახება ქ. თბილისში, რ-------------------ში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ. მათ გაჰყვა საპატრულო პოლიციის მეორე ეკიპაჟი შ--------–----ის და ი-----–--------–-----ის შემადგენლობით. ადგილზე მისულებს, გარეთ დახვდათ გამოძახების ინიციატორი მამაკაცი - დაზარალებულის მეზობელი, რომელმაც განაცხადა, რომ დაუკავშირდა ს-----–----------------, რომლის განმარტებითაც, მის სახლში უცხო პიროვნებები იმყოფებოდნენ. სახლიდან ქალის კივილის ხმა ისმოდა, რომელიც შველას ითხოვდა. ვინაიდან ეზოს კარი დაკეტილი იყო, პოლიციის თანამშრომლები გადაძვრნენ ღობეზე და მიუახლოვდნენ სახლს, რომლის კარიც ასევე დაკეტილი აღმოჩნდა. გ-----------------მ შეამჩნია, რომ სახლის გვერდითა ფანჯარა გამოღებული იყო. მან ძალის გამოყენებით გააღო სახლის კარი და შიგნით შევიდა; უკან მიჰყვებოდნენ გ--–--------- და შ--------–----ე. მოწმემ შეამჩნია, რომ მარცხნივ, მცირე ზომის ფანჯრიდან პიროვნება გადაძვრა, რომელსაც ღია ფერის შარვალი და მოწითალო ზედა ტანსაცმელი ეცვა; მან რადიოსადგურით გადასცა აღნიშნული ინფორმაცია გარეთ მყოფ პატრულის თანამშრომელს. აღნიშნულის შემდეგ შევიდა დაზარალებულის საძინებელ ოთახში, სადაც დახვდა ბრალდებული რ------–-----------, რომელსაც ს-----–---------------- სთხოვდა წასულიყო და თავი დაენებებინა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მის სახლში ფანჯრიდან შეაღწია ორმა პიროვნებამ, რომლებმაც დანის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. გ-----------------მ რ----–----------- ადგილზევე დააკავა და დაიწყო მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანა და სხვადასხვა ნივთები. მოწმემ ასევე შენიშნა, რომ დანა ეგდო პატარა ფანჯარასთანაც, საიდანაც გარბოდა მეორე ბრალდებული; ი-----–--------–-----მა შეაჩერა ე-–---------------. ქალბატონმა დაადასტურა, რომ ფანჯრიდან გაქცეული პიროვნებაც მონაწილეობდა დანაშაულში, რის გამოც ე-–---------------ც დააკავეს. ბრალდებულებს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

3.7. 2019 წლის 3 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ-------------საპატრულო სამმართველოს გ-–-----ს მიმართულების მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორ ი-----–--------–-----ის მიერ, დაკავებულ იქნა ე-–---------------, მშვიდ გარემოში, იძულებისა და წინააღმდეგობის გარეშე. დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით მარჯვენა თვალის ქვეშ აღენიშნება სიწითლე, მარცხენა ფეხის წვივზე კი მცირე ზომის ჭრილობა. ი-----–-----------ს განმარტებით, დაზიანებები მიიღო დაკავებამდე წაქცევის შედეგად. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა გასაღებების ასხმა, ე.წ. „ბრელოკითა“ და ორი გასაღებით, ყავისფერი ტყავის საფულე მეტრომანის პლასტიკური ბარათის შიგთავსით, სახრახნისი თეთრი ფერის პლასტმასის ტარით, მწვანე ფერის მცირე ზომის ბოქლომი, ნ-----ს ფირმის მობილური ტელეფონი, ვერცხლისფერი ბეჭედი, ხის კრიალოსანი მასზე არსებული ჯვრით და კოტონის ფირმის შინდისფერი ქურთუკი. ბრალდებულმა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

3.8. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ-------------საპატრულო სამმართველოს გ-–-----ს მიმართულების მ------–----–-- პატრულ - ინსპექტორ ი-----–--------–-----ის განმარტებით, 2019 წლის 3 მარტს, გამთენიისას, გამოძახების საფუძველზე, მეწყვილე შ--------–----ესთან ერთად გამოცხადა ქ. თბილისში, რ-------------------ში. შემთხვევის ადგილზე ასევე მივიდნენ პატრულ-ინსპექტორები - გ----------------- და გ--–---------. სახლთან დახვდათ გამოძახების ინიციატორი მამაკაცი. ი-----–--------–-----ი დარჩა გარეთ, ხოლო დანარჩენები შევიდნენ სახლში. სახლში შესულებმა რაციით გადმოსცეს, რომ სახლის ფანჯრიდან გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც ღია ფერის შარვალი, წითელი ქურთუკი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. ნ-----–-----მა შეაჩერა აღნიშნული პიროვნება და დააკავა. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმემ დაკავებული სახლში შეიყვანა, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მეორე ბრალდებული და დაზარალებული.

3.9. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ-------------საპატრულო სამმართველოს გ-–-----ს მიმართულების მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორ შ--------–----ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 2 მარტს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურიდან მიიღო ინფორმაცია ქურდობის შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გაემართა მითითებულ მისამართზე მეწყვილესთან ერთად. ადგილზე დახვდათ გამოძახების ინიციატორი, რომელმაც მიუთითა სახლზე, სადაც სავარაუდოდ ქურდობა ხდებოდა. გამოძახების ინიციატორის განმარტებით, მას ტელეფონით დაუკავშირდა მეზობელი ქალბატონი, რომელმაც განუცხადა, რომ მის სახლში უცხო პიროვნებები შევიდნენ. შ--------–----ის განმარტებით, ვინაიდან ეზოს კარი დაკეტილი იყო, იგი თანამშრომელთან ერთად გადავიდა ღობეზე, ხოლო პატრულის ერთი თანამშრომელი გარეთ დატოვეს. სახლიდან ქალის განწირული ხმა ისმოდა, რომელიც შველას ითხოვდა. სახლის კარი დაკეტილი დახვდათ, რის გამოც გ-----------------მ იგი ძალის გამოყენებით გააღო; შევიდნენ სახლში, სადაც დახვდათ მწოლიარე ქალაბტონი და უცნობი მამაკაცი. შ--------–----ის წინ მიმავალმა პატრულ-ინსპექტორმა დაინახა, რომ ერთი პიროვნება ფანჯრიდან გადაძვრა, რის შესახებაც გარეთ მყოფ თანამშრომელს შეატყობინა რაციით. ოთახში სადაც ქალბატონი იწვა, დააკავეს ბრალდებული რ----–-----------. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულები დანის მუქარით სთხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას. რ----–-----------ს პირადი ჩხრეკისას, პირადი ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა დანა და მობილური ტელეფონი; მეორე დანა ეგდო გვერდით ოთახში, საწოლთან. ლოგინი ამოტრიალებული იყო და ნივთები იატაკზე ეყარა. გარეთ მყოფმა პატულ-ინსპექტორმა დააკავა ფანჯრიდან გადასული ე-–---------------. ბრალდებულებს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

3.10. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ-------------საპატრულო სამმართველოს გ-–-----ს მიმართულების მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორ გ--–---------ს განმარტებით, 2019 წლის 3 მარტას, ასრულებდა სამსახურობრივ მოვალეობას მეწყვილესთან ერთად. გამთენიისას მიიღო შეტყობინება, რომ რ--------ს ქუჩაზე მდებარე ბინაში შეაღწიეს უცხო პიროვნებებმა. სახლთან დახვდათ გამოძახების ინიციატორი, რომლის განმარტებითაც, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მეზობელი ქალბატონი, რომელმაც განუცხადა, რომ მის სახლში ცდილობდნენ შესვლას უცნობი პირები, რის შემდეგაც იგი ტელეფონს არ პასუხობდა. პატრულის თანამშრომლებს სახლიდან ქალის ხმა შემოესმათ, რომელიც ტიროდა და შველას ითხოვდა. ისინი გადახტნენ სახლის ეზოში, ვინაიდან კარი დაკეტილი იყო. ასევე დაკეტილი აღმოჩნდა სახლის კარი, რომელიც ძალის გამოყენებით გააღეს და შევიდნენ. ადგილზე დაინახეს მწოლიარე ქალაბტონი და მასთან ერთად მყოფი მამაკაცი. ქალაბტონი განერვიულებული იყო და ტიროდა. მან განაცხადა, რომ სახლში შევიდა ორი პიროვნება, რომლებიც ფულს და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. სახლში შესვლისას გ-----------------მ შეამჩნია, რომ ერთი პიროვნება ფანჯრიდან გადაძვრა, რომელსაც ღია ფერის შარვალი და წითელი ზედა ტანსაცმელი ეცვა. აღნიშნული ინფორმაცია შეატყობინა გარეთ მყოფ პატრულის თანამშრომელს რაციის მეშვეობით. მათ დააკავეს ოთახში მყოფი პიროვნება. დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, სახლში შეიყვანეს გარეთ დაკავებული პიროვნება, რომელიც ფანჯრიდან გადაძვრა. ქალბატონმა დაადასტურა, რომ აღნიშნული პიროვნება მის სახლში იმყოფებოდა. დაზარალებული ტიროდა და ნერვიულობდა.

3.11. 2019 წლის 3 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–ოს გამომძიებელ ა-–-------------------–---–ის მიერ, ექსპერტების - გ-----------ისა და შ--–-----------ის, მოწმე -მ-----------–-–---–ის, კინოლოგიის სამსახურის ექსპერტ - რ------------–-–---–ის მონაწილეობით, ბინის მესაკუთრის თანხმობით, დათვალეირებულ იქნა ქ. თბილისში, რ--------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო, სადაც ორფრთიანი რკინის კარით შესასვლელია ეზოში. ეზოში განთავსებულია ერთსართულიანი სახლი, რომელსაც გააჩნია რკინის კიბე; სახლის ხელმარცხნივ განთავსებულია მცირე ზომის დერეფანი, კედელთან მარჯვენა მხარეს დევს ხის ტახტი, რომლის გაყოლებაზეც არის დერეფანი, მეთლახის ზედაპირით. დერეფნის შუაგულში მეთლახის ზედაპირზე დევს მოყავისფრო ფერის ხისტარიანი, დანის მსგავსი საგანი. კედელზე დამონტაჟებულია ხის ჩარჩოიანი ფანჯარა ღია მდგომარეობაში. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტის მიერ, ეზოში დაგებული მეთლახის ზედაპირიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში.

3.12. 2019 წლის 3 მარტის შემთხვევის ადგილის (ს-----–----------------ს) -საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–ოს უფროს გამომძიებელ ლ-–--------ს მიერ, ექსპერტების - მ-----------–-------სა და გ------------–---ს, კინოლოგიის სამსახურის ექსპერტ-ლ------------–---–ისა და ს-----–----------------ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისში, რ--------------------ში ს-----–----------------ს საცხოვრებელის სახლი, რომელიც შემოსაზღვრულია ბეტონის ღობითა და შესასვლელი რკინის კარით. სახლს გააჩნია ხის კარი ორი მხრიდან. სახლი შედგება სააბაზანოს, სამზარეულოსა და მისაღები ოთახებისგან, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ავეჯი. ექსპერტის მიეს საძინებელი ოთახის გვერდით, პარკეტის იატაკიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში; ორი ცალიდაქტილო ფირი ხელის კვლებით, ხისტარიანი დანა, შავი ფერის ზარდახშა, ბიჟუტერია, ასევე ერთი ცალი დანა და ორი ცალი მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანი.

3.13. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტმა - ლ------------–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.

3.14. 2019 წლის 3 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–ოს გამომძიებელ დ---------------ის მიერ, დაკავებულ ე-–----------------სგან ამოღებულ იქნა მის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა და უკანა მხარეს გააჩნია ჯიბეები, მოთეთრო ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა და უკანა მხარეს გააჩნია ჯიბეები, მოთეთრო ფერის კაპიშონიანი სპორტული ზედა და ერთი ცალი მოშავო ფერის ბოტასი, რომელსაც გააჩნია თასმებიანი შესაკრავი.

3.15. 2019 წლის 3 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–ოს გამომძიებელ უ-----------–---–ის მიერ, დაკავებულ რ----–-----------სგან ამოღებულ იქნა მის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი მოშავო ფერის ნაიკის ფირმის ბოტასი, რომელსაც გააჩნია თასმებიანი შესაკრავი და ერთი ცალი ნაიკის ფირმის სვიტერი.

3.16. გამომძიებელმა - ლ-–--------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.

3.17. ექსპერტმა - ლ--------–-----მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ბრალდებულებისგან ნერწყვისა და ხელის კვლის ნიმუშის აღების ფაქტი.

3.18. ლ----------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 მაისის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი F--------- პაკეტში წარწერით: „2 (ორ) ც დ/ფ კვლებით“) მოთავსებული, 2 ცალ დაქტილოფირზე გადატანილი ხელის კვლებიდან:

დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 45x51 მმ (კონვერტიდან წარწერით: „ 1 (ერთი) დ/ფ ხელის კვლით II მისაღებ ოთახში ფანჯრის შუშის შიდა ზედაპირიდან“) გადატანილი ხელის თითის ორი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია (პირობითად კვალი #1, კვალი #2);

დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 47x52 მმ (კონვერტიდან წარწერით: „ 1(ერთი) დ/ფ ხელის კვლით II მისაღებ ოთახში ფანჯრის შუშის გარე ზედაპირიდან“) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია (პირობითად კვალი #3);

პირობითად კვალი #1 და #2 იდენტურია 1--------- წელს დაბადებული ე-–----------------------------ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; პირობითად კვალი #3 იდენტურია 1-------- წელს დაბადებული ე-–----------------------------ს სახელზე შევსებულ დაქტილოფირზე გამოსახული მარჯვენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის.

3.19. ლ----------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 აგვისტოს #--------- ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...რ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა...“ მოთავსებულ დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი რ----–-----------ს (ობ. N17; პაკეტი, წარწერით: „...1 (ერთ) ც. სტერილურ ჩხირზე პირის ღრუდან აღებული იქნა ბრალდებულ რ----–---------–--------------სგან...ნერწყვის...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე დანის პირზე (ობ. N2) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „.ე-–---------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სახრახნისი...“ მოთავსებულ სახრახნისზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო ამავე სახრახნისის მეტალის ნაწილზე (ობ.N4) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „...მუქი ფერის ტარიანი დანა ამოღებული რ----------------ის ეზოში შესასვლელიდან პირდაპირ მეტლახის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს.

- პაკეტში წარწერით: „...ერთი ცალი დანა ამოღებული საძინებელ ოთახში საწოლის მიმდებარედ...“ მოთავსებულ დანის ტარიდან (ობ. N7) და პირიდან (ობ. N8) გაკეთებული ანაწმენდები სისხლს არ შეიცავს. ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი — შერეულია, რომლის მაჟორული წილი რ----–-----------ს (ობ. N17) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N7-ში არ ვლინდება ობ. N6-ისა და ე-–---------------ს (ობ. N16; პაკეტი, წარწერით: ,,..ნერწყვის ნიმუში ბრალდებულ ე-–----------------------------სგან...“) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ. N8-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „...ობ. N.3 ხისტარიანი დანა დაზიანებული პირით ამოღებული II მისაღები ოთახის ფანჯრის რაფის გარე ზედაპირიდან..“ მოთავსებულ დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი რ----–-----------ს (ობ. N17) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო ამავე დანის პირზე (ობ. N10) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „...ობ.#.2. შავი ფერის ზარდახშა ამოღებულია საძინებელ ოთახში საწოლის ზედაპირიდან..“ მოთავსებულ ხისმაგვარი მასალის კოლოფზე არსებული ბიომასალის (ობ. N11,12) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

- პაკეტში წარწერით: „...ობ. N.4 ორი ცალი მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანი ამოღებული I მისაღებში საწოლის ქვეშ იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მარჯვენა ხელთათმანზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. N13) სისხლს არ წარმოადგენს. ობ.N13-ის მაჟორული წილი და მარჯვენა ხელთათმანის შიდა ზედაპირებზე არსებული ბიომასალის (ობ. N14) შერეული გენეტიკური პროფილების ერთი წილი რ----–-----------ს (ობ. N17) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N13-ის მინორული წილი და ობ. N15-ის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. N14-ში არ ვლინდება ობ. #6-სა და ე-–---------------ს (ობ. #16) გენეტიკური თანამონაწილეობა.

3.20. ექსპერტმა - ნ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

3.21. ბრალდებულებმა ე-–---------------მ და რ----–-----------მ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და განმარტეს, რომ 2019 წლის 3 მარტს, თბილისში სამუშაოს საძებნელად ჩამოვიდნენ. ღამის გასათევი ადგილი არ ჰქონდათ, რის გამოც შევიდნენ რ--------ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. მათ დააკაკუნეს კარზე, მაგრამ არავინ გააღო. დაინახეს ფანჯარა, რომელიც გამოაღეს და შევიდნენ სახლში. ვინაიდან სახლში ბნელოდა, სამზარეულო ოთახში კოვზები და დანები იატაკზე დაიყარა, რომელიც მაშინვე აკრიფეს. დაწოლას აპირებდნენ, როდესაც ტირილის ხმა გაიგონეს. დაინახეს შეშინებული ქალბატონი და მისი დამშვიდება სცადეს. ე-–--------------- გადაძვრა ფანჯრიდან და გარეთ გავიდა, რომ გაეგო მეზობლები ხომ არ შეწუხნდნენ. ამ დროს შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. ფანჯარა დაკეტილი იყო, რომელიც დანის გამოყენებით გააღეს. დანა, რომლითაც ფანჯარა გააღეს, სად დააგდეს, არ ახსოვთ. დაზარალებულისთვის ფული და ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ. ბრალდებულებისთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხვდა რ----–-----------ს გენეტიკური პროფილი სახლში აღმოჩენილ დანაზე.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ე-–---------------სა და რ----–-----------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს მხარეების ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.7. სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.9. ე-–---------------სა და რ----–-----------ს ბრალი ედებათ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას; უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი ე-–---------------სა და რ----–-----------ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

4.11. იმისათვის, რომ ქმედებას მიეცეს ყაჩაღობის კვალიფიკაცია, სავალდებულოა, ობიექტური მხრივ, იგი განხორციელებული იყოს აქტიური მოქმედებით - თავდასხმის ფორმით. განსახილველ შემთხვევაში არც დაზარალებულის ჩვენებითა და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ე-–---------------ს და რ----–-----------ს მხრიდან განხორციელდა დაზარალებულზე თავდასხმა. დაზარალებულმა - ს-----–----------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად უარყო, რომ მის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ბრალდებულები დანებით იყვნენ შეიარაღებულები და ისინი ემუქრებოდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებით/განადგურებით, თუკი ეს უკანასკნელი არ შეასრულებდა მათ მოთხოვნას და არ გადასცემდა ფულს და ძვირფასეულობას.

 

4.12. თავდასხმა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განხორციელებული უნდა იყოს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ დაზარალებულზე თავდასხმა წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლების მომენტს; განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება ცალსახად გამორიცხავს ე-–---------------ს და რ----–-----------ს მხრიდან მასზე შეიარაღებულ თავდასხმას. ს-----–----------------ს განმარტებით, ბრალდებულები ითხოვდნენ მისგან ფულს და ძვირფასეულობას, ხოლო რ----–-----------მ სცადა მისი ხელიდან ბეჭედის მოხსნა, რაც ვერ მოახერხა.

 

4.13. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მატერიალური ფაქტი, რომ ე-–---------------მ და რ----–-----------მ განახორციელეს ს-----–----------------ზე თავდასხმა, მისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; მათ მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ე-–---------------ს და რ----–-----------ს მიერ განხორციელებულ ქმედებაში იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები.

 

4.15. სასამართლომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული ე-–---------------ს და რ----–-----------ს მიერ ყაჩაღობის ჩადენა, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ფანჯრიდან შეაღწიეს ს-----–----------------ს საცხოვრებელ სახლში, მოსთხოვეს მას ფულადი თანხა და ძვირფასეულობა; რ----–-----------მ სცადა დაზარალებულის ხელიდან ოქროს ბეჭედი მოეხსნა, რაც ვერ მოახერხა. ბრალდებულთა მიერ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ე-–---------------ს და რ----–-----------ს ქმედებაში არის ყაჩაღობის შემადგენლობის ნიშნები.

 

4.16. დაცვის მხარის არგუმენტაცია ე-–---------------სა და რ----–-----------ს უდანაშაულობის თაობაზე იმ საფუძვლით, თითქოსდა სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და ნივთიერი მტკიცებულებები) გამოკვლევის შედეგად, უტყუარად დადგინდა ე-–---------------სა და რ----–-----------ს მიერ ძარცვის მცდელობის ჩადენა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით. მითუმეტეს, რომ ს-----–----------------ს საცხოვრებელ სახლში ყოფნის ფაქტს, თავად დაცვის მხარეც არ უარყოფს.

 

4.17. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს ე-–--------------- და რ----–----------- ს-----–----------------ს სახლში ფანჯრიდან შევიდნენ ღამის გასათევად და მათ დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონიათ, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით. საპატრულო პოლიციის გამოძახების ინციატორი პიროვნებისა და შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მისული პატრულ - ინსპექტორების ჩვენებებიდან ცალსახად დგინდება, რომ 2019 წლის 3 მარტს, გამთენიისას, რ----–-----------მ და ე-–---------------მ ფანჯრიდან შეაღწიეს ს-----–----------------ს საცხოვრებელ სახლში და დაზარალებულს მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. შეშინებულმა ს-----–----------------მ დაიწყო ხმამაღლა ტირილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულის საძინებელ საწოლთან დააკავეს რ----–-----------, ხოლო ე-–---------------, რომელიც გადაძვრა ფანჯრიდან სახლის ეზოში, დაკავებულ იქნა გარეთ მყოფ პატრულ-ინსპექტორის მიერ. როგორც გამოძახების ინიციატორმა, ასევე პატრულ-ინსპექტორებმა, ცალსახად დაადასტურეს, რომ ს-----–---------------- იყო შეშინებული, ტიროდა და განმარტავდა, რომ სწორედ დაკავებულმა პირებმა მოსთხოვეს მას ფული და ძვირფასი ნივთები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწმე ა----------–--ისა და პატრულ-ინსპექტორთა იმგვარი დაინტერესება რ----–-----------სა და ე-–---------------ს პიროვნებით, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, საქმის არსებითი განხილვისას გამოვლენილი არ ყოფილა.

 

4.18. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.19. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი სასამართლოს აძლევს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის შესაძლებლობას. ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ერთი მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ე-–---------------სა და რ----–-----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე და განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დანაშაული, რომლის ნიშნებსაც რეალურად შეიცავს ე-–---------------სა და რ----–-----------ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით და განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

 

4.20. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- კვალიფიკაციის შეცვლას დასაშვებად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც განმარტავს, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით, დაცვის ორგანიზებისთვის (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს, კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (Pélissier and Sassi v. France, განაცხადი no. 25444/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, პუნქტი 62). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (Block v. Hungary,განაცხადი no. 56282/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტი 24). აგრეთვე, ევროპული სასამართლოს განმარტებით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის

გადაწყვეტილება, პუნქტი 33; (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99).

 

- განსახილველ შემთხვევაში, ე-–---------------სა და რ----–-----------ს ბრალი წარედგინათ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ყაჩაღობისთვის (ე.ი. თავდასხმისთვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით) და მათთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებას სასამართლო ახდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამავე თავით გათვალისწინებულ უფრო მსუბუქი ხასიათის დანაშაულზე, როგორიცაა ძარცვის მცდელობა; კვალიფიკაციის მსგავსი სახით შეცვლა დაცვის მხარისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ სცდება წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს.

 

4.21. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით - შეცვალოს კვალიფიკაცია თუ იგი არასწორია, ადგენს, რომ ყველა ზემოხსენებული გარემოების მხედველობაში მიღებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა ე-–---------------სა და რ----–-----------ს მიერ ძარცვის მცდელობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

4.22. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ, ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის სოციალურ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

4.23. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მოცემულ შემთხვევაში, ე-–---------------სა და რ----–-----------ს ქმედება მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, თუმცა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, პოლიციელთა ჩარევის შედეგად, მათ ვერ შეძლეს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და ვერ დაეუფლნენ ს-----–----------------ს კუთვნილ ნივთებს. შესაბამისად, ე-–---------------სა და რ----–-----------ს მსჯავრი უნდა დაედოთ დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4.24. რაც შეეხება ბრალდებულთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:

 

- ძარცვის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, - დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში, დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და თითოეული ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე. ბრალდებულები შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად, ფანჯრიდან შეაღწიეს ს-----–----------------ს საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით მოსთხოვეს მას ფული და ძვირფასეულობა, რ----–----------- კი შეეცადა დაზარალებულის ხელიდან ბეჭედი მოეხსნა, რაც ვერ მოახერხა; შესაბამისად, ე-–--------------- და რ----–----------- წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს, საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად;

 

- რაც შეეხება კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედების ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით, აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულ ს-----–----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 მარტს, გამთენიისას, სამზარეულოს ფანჯრიდან, მის საცხოვრებელ ბინაში შეაღწია ორმა პიროვნებამ, რომლებმაც მოსთხოვეს ფული და ოქროულობა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ადგილზე მისვლისას სახლის ყველა კარი დაკეტილი იყო, მხოლოდ სამზარეულოს მხარეს არსებული ფანჯარა იყო ღია მდგომარეობაში. მათ კარი ძალის გამოყენებით გააღეს, რა დროსაც ფანჯრიდან გადაძვრა ე-–---------------, რომელიც სახლის ეზოში დაკავებულ იქნა, ხოლო რ----–----------- იმყოფებოდა ოთახში, სადაც იწვა ს-----–----------------. ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ შეღწევის ფაქტს ადასტურებენ თავად ბრალდებულებიც.

 

4.25. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.26. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე-–---------------სა და რ----–-----------ს მიერ ჩადენილია ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; შესაბამისად, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.

 

4.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–---------------მ და რ----–-----------მ ჩაიდინეს დანაშაული - გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ე-–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია; ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

 

5.2. რ----–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია; ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

 

6.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. ე-–---------------სა და რ----–-----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-–---------------მ და რ----–-----------მ ბოლომდე ვერ მიიყვანეს მათ მიერ წინასწარ განზრახული ქმედება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს ისინი;

 

6.5. საქართველოს სსკ-ის 53?1-? ?????? ??-2 ??????? ????????, ???????? ???????????? ???-??? ?????????? ??????????? ?????????? ?????? ????? ????????????? ?????? ??????. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილია ის ფაქტი, რომ დაზარალებული ს-----–---------------- მასზე განხორციელებული ძარცვის დროს იმყოფებოდა მწოლიარე მდგომარეობაში და არ შეეძლო გადაადგილება ქვედა კიდურებზე არსებული ჯანმრთელობის პრობლემის გამო; მეტიც, დაზარალებულმა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, რის გამოც იგი დაიკითხა დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დაზარალებულის უმწეო მდგომარეობა კარგად იყო გაცნობიერებული თავად ბრალდებულთა მიერაც, ვინაიდან ეს უკანასკნელები სწორედ საწოლში მწოლიარე დაზარალებულს დაადგნენ თავზე, ღამით და მოსთხოვეს, გადაეცა მათთვის ფული და ძვირფასეულობა.

 

6.6. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

6.7. საქართველოს სსკ-ის 57-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე. განსახილველ შემთხვევში, დადგენილია, რომ ე-–--------------- და რ----–----------- წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს; თითოეულმა მათგანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიღწეული ყოფილიყო მათი მიზანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს გადაეცა მათთვის ფული და ძვირფასეულობა; მათ ყურად არ იღეს მწოლიარე, ასაკოვანი ქალბატონის ტირილი და ხვეწნა - წასულიყვნენ მისი სახლიდან, რამაც საბოლოო ჯამში ქალბატონი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ საპატრულო პოლიცია იძულებული გახდა სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა.

 

6.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–---------------სა და რ----–-----------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულების პიროვნებების, მათი ნასამართლობებისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ, თითოეულს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რ----–-----------ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი სერიული ნომრით 1--------, 05 (ხუთი) ლარიანი კუპიურა სერიული ნორმით C--------, ერთი ცალი ორ ლარიანი მონეტა, წითელი ფერის მუყაოს კოლოფში მოთავსებული სუნამო, კოლოფზე ლათინური წარწერით ,,----------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „--------ს ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ერთი ცალი „---–------- ფირმის სიმბარათი ნომრით 8-------------------- ორი იმეი კოდით 1: 3----------------- და 2: 3------------------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „------ ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ორი ცალი სიმბარათით, ერთი ცალი „-------------ს ფირმის სიმბარათი ნომრით 8------------------, მეორე სიმბარათი მასზე აღნიშნული ნომრით 8-------------------- ტელეფონი ორი იმეი კოდით: 1, 3-------------- და იმეი კოდი 2----------------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „-------- ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ერთი ცალი სიმბარათით, წარწერით „-------, სიმბარათი ნომრით 8-------------------- ერთი ცალი მეხსიერების ბარათით და ტელეფონი იმეი კოდით: 3------------------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ,------------- ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი, შავი ფერის კორპუსის დამცავი პანელით. მობილურ ტელეფონზე უკანა პანელზე დაკრული ე.წ. სტიკერი ლათინური წარწერით „------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; „------- ფირმის ერთი ცალი ე.წ. პლანშეტი, უკანა პანელზე წარწერით C------- პლანშეტი იმეი კოდიით 8--------------- შავი ფერის „--------ს ფირმის მობილური ტელეფონი ორი იმეი კოდით: 3--------------, 3-------------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ყავისფერი ტყავის საფულე საფირმო წარწერით „--------------- მასში მოთავსებული მეტრომარტის ბარათით N----------- პატარა ზომის მწვანე ფერის ბოქლომი წარწერით „--------, მეტალის ბეჭედი რელიგიური სიმბოლიკით, ძაფზე ასხმული ხის, ყავისფერი ჯვრით და ხის ცილინდრული და მრგვალი ფორმის დეტალებით, რკინის რგოლზე ასხმული ორი ცალი სხვადასხვა გასაღებით და სხვადასხვა ე.წ. „ბრელოკები“-თ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; რ----–-----------ს შარვალი, სვიტერი და ქურთუკი დალუქული 3 (სამი) ფუთად; ე-–---------------ს შარვალი და კაპიშონიანი ზედა დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ე-–---------------ს ქურთუკი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ზარდახშა დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ე-–---------------ს 2 (ორი) ცალი ბოტასი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; რ----–-----------ს 2 (ორი) ცალი ბოტასი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; დაზარალებულის კუთვნილი 2 (ორი) ცალი დანა დალუქული 2 (ორი) პაკეტად - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ბრტყელთავიანი სახრახნისი მოთეთრო ფერის პლასტმასის ტარით დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; რ----–-----------ს ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 2 (ორი) პაკეტად; ე-–---------------ს ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 2 (ორი) პაკეტად; 2 (ორი) დანა დალუქული 2 (ორი) პაკეტად; დაქტილოფირები მიკრონაწილაკებით დალუქული 2 (ორი) პაკეტად; 2 (ორი) ცალი ხელთათმანი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; სუნის ნიმუშები დალუქული 4 (ოთხი) პაკეტად - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ----–-----------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;

2. რ----–----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;

3. რ----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 მარტის 06:05 საათიდან.

4. მსჯავრდებულ რ----–-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. ე-–---------------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;

6. ე-–--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;

7. ე-–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 მარტის 06:08 საათიდან.

8. მსჯავრდებულ ე-–---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- რ----–-----------ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი სერიული ნომრით 1--------, 05 (ხუთი) ლარიანი კუპიურა სერიული ნორმით C--------, ერთი ცალი ორ ლარიანი მონეტა, წითელი ფერის მუყაოს კოლოფში მოთავსებული სუნამო, კოლოფზე ლათინური წარწერით ,,----------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „--------ს ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ერთი ცალი „---–------- ფირმის სიმბარათი ნომრით 8-------------------- ორი იმეი კოდით 1: 3----------------- და 2: 3------------------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „------ ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ორი ცალი სიმბარათით, ერთი ცალი „-------------ს ფირმის სიმბარათი ნომრით 8------------------, მეორე სიმბარათი მასზე აღნიშნული ნომრით 8-------------------- ტელეფონი ორი იმეი კოდით: 1, 3-------------- და იმეი კოდი 2----------------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „-------- ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ერთი ცალი სიმბარათით, წარწერით „-------, სიმბარათი ნომრით 8-------------------- ერთი ცალი მეხსიერების ბარათით და ტელეფონი იმეი კოდით: 3------------------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ,------------- ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი, შავი ფერის კორპუსის დამცავი პანელით. მობილურ ტელეფონზე უკანა პანელზე დაკრული ე.წ. სტიკერი ლათინური წარწერით „------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; „------- ფირმის ერთი ცალი ე.წ. პლანშეტი, უკანა პანელზე წარწერით C------- პლანშეტი იმეი კოდიით 8--------------- შავი ფერის „--------ს ფირმის მობილური ტელეფონი ორი იმეი კოდით: 3--------------, 3-------------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ყავისფერი ტყავის საფულე საფირმო წარწერით „--------------- მასში მოთავსებული მეტრომარტის ბარათით N----------- პატარა ზომის მწვანე ფერის ბოქლომი წარწერით „--------, მეტალის ბეჭედი რელიგიური სიმბოლიკით, ძაფზე ასხმული ხის, ყავისფერი ჯვრით და ხის ცილინდრული და მრგვალი ფორმის დეტალებით, რკინის რგოლზე ასხმული ორი ცალი სხვადასხვა გასაღებით და სხვადასხვა ე.წ. „ბრელოკები“-თ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; რ----–-----------ს შარვალი, სვიტერი და ქურთუკი დალუქული 3 (სამი) ფუთად; ე-–---------------ს შარვალი და კაპიშონიანი ზედა დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ე-–---------------ს ქურთუკი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ზარდახშა დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ე-–---------------ს 2 (ორი) ცალი ბოტასი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; რ----–-----------ს 2 (ორი) ცალი ბოტასი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; დაზარალებულის კუთვნილი 2 (ორი) ცალი დანა დალუქული 2 (ორი) პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ბრტყელთავიანი სახრახნისი მოთეთრო ფერის პლასტმასის ტარით დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; რ----–-----------ს ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 2 (ორი) პაკეტად; ე-–---------------ს ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 2 (ორი) პაკეტად; 2 (ორი) დანა დალუქული 2 (ორი) პაკეტად; დაქტილოფირები მიკრონაწილაკებით დალუქული 2 (ორი) პაკეტად; 2 (ორი) ცალი ხელთათმანი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; სუნის ნიმუშები დალუქული 4 (ოთხი) პაკეტად - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე