1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
4. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.
შენიშვნა:
ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
თავი VIII
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(334)
- საქმე №2კ-802აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.01.2026
…პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულთა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფის შექმნის გზით. 5.12. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა,…
- საქმე №2კ-436აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2025
…პალატის დასაბუთებას, რომ საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით დასტურდება ე. და ნ. ც–ეების მიერ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება – ორგანიზებული ჯგუფის შექმნის გზით. 20. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა,…
- საქმე №2კ-501აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2025
…დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და შესაბამისი ექსპერტიზების დასკვნებით. 22. კასატორის - ბრალდების მხარის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: 23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად…
- საქმე №2კ-1131აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2025
…განზრახ იყოს ხელყოფილი... საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, ხოლო, ამავე კოდექსის 109-ე მუხლით კი – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მათ შორის, ჯგუფურად. ჯგუფის დეფინიცია მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველ ნაწილში და გულისხმობს დანაშაულში ორი ან მეტი ამსრულებლის მონაწილეობას. განზრახ მკვლელობის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის…
- საქმე №2კ-130აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2025
…დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). 11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ…
- საქმე №2კ-400აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №2კ-410აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2024
- საქმე №2კ-246აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2024
- საქმე №2კ-48აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №2კ-15აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №2კ-1399აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2024
- საქმე №2კ-1199აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2024
- საქმე №2კ-998აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №2კ-327აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.06.2023
- საქმე №ბს-599(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №2კ-209აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2023
- საქმე №2კ-1135აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2023
- საქმე №2კ-918აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2023
- საქმე №2კ-468აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №2კ-375აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2022
- საქმე №2კ-589აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2022
- საქმე №2კ-383აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №2კ-862აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2020
- საქმე №2კ-445აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2019
- საქმე №2კ-269აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.11.2018
- საქმე №2კ-22-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2018
- საქმე №2კ-75აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2017
- საქმე №2კ-114აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2017
- საქმე №2კ-14-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2017
- საქმე №ას-743-699-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2012
- საქმე №2კ-868აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.02.2011
- საქმე №2კ-970აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2010
- საქმე №13საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2008
- საქმე №2კ-1724აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2007
- საქმე №2კ-154კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2005
- საქმე №3გ/ად-149-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2003
- საქმე №2კ-38აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-945აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-259აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117002032483 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.07.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 334-დან.