თავი VIII — მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი
მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №2კ-1394აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2024
…ძაღლი ბ–ა და სცადა მისი კბენა-დაგლეჯვა, რის ასარიდებლად ე. ს–მა პნევმატური თოფიდან ესროლა ძაღლს, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება. 5.3. საქართველოს სსკ-ის 30-ე მუხლის თანახმად: მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში,…
საქმე №2კ-11-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.04.2018
…საგამოძიებო სამმართველოს ლენინგრადის სარაიონთაშორისო საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ს. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ს. გ-ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის…
საქმე №2კ-27-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2017
…კრასნოდარის ოლქის ქ. ნოვოროსიისკის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის რეგიონალურმა სამმართველომ გამოიტანა დადგენილება მ. ს-ოს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მ. ს-ოს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა,…
საქმე №2კ-17-I-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
…შესახებ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 279-ე მუხლით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 317-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ჟ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 226-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 226-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 166-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 222-ე…
საქმე №17I · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
…შესახებ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 279-ე მუხლით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 317-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ჟ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 226-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 226-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 166-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 222-ე…
საქმე №ა-306-შ-40-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2007
საქმე №ა-611-შ-44-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2005
საქმე №2კ-84კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2003
საქმე №2კ-176დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.09.2002
მუხლი 31. უკიდურესი აუცილებლობა— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 30, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-30/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია