დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა იმ სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელმაც ჩაიდინა ამ წესდებით გათვალისწინებული ქმედება უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში იმ საფრთხის ასაცილებლად, რომელიც ემუქრება სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სამხედრო სამსახურის წესს, საკუთრებას, სამხედრო მოსამსახურეთა ან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის მიერ დადგენილ წესს და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია სხვა საშუალებებით, ამასთან, მიყენებული ზიანი, აცდენილ ზიანთან შედარებით, ნაკლებმნიშვნელოვანი