1. იარაღით დაჯილდოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იარაღით ჯილდოვდებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ჯილდოდ გადაეცეთ სამსახურებრივსაშტატო იარაღი.
3. ჯილდოდ მიღებულ იარაღად ითვლება სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღი (დაშნა, ხმალი და სხვ).
4. იარაღით დაჯილდოებას აწარმოებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი პირადად, დაჯილდოების აქტი ფორმდება ბრძანების სახით.
5. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა აკრძალული