1. ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით ჯილდოვდებიან სამინისტროს მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.

2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით სამინისტროს მოსამსახურის დაჯილდოების შემთხვევაში მინისტრის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც მიეთითება იარაღის მოდელი და ნომერი. ბრძანება შესასრულებლად ეგზავნება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის საიარაღო განყოფილებას.

3. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემდეგ, სამინისტრო მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირებ