1. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს სამსახურში დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეუძლია:
ა) გადაუნაწილოს/დააკისროს სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეებს/მოსამსახურეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) დააკისროს სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობანი სხვა სამინისტროს მოსამსახურეს და შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას.
3. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობათა კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი სამინისტროს მოსამსახურის თანხმობით.
4. სამინისტროს მოსამსახურეს/მოსამსახურეებს, რომელიც/რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს/ასრულებენ სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგ