1. სამსახურის სისტემაში, ინიციატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკის საფუძველზე და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშვნა, სპეციალური კონკურსისა და გამოსაცდელი ვადის გარეშე, ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას.
2. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად პირი ინიშნება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.
3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო.
4. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს არ ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება.
5. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებზე არ ვრცელდება ამ წესის 35-ე მუხლის მოთხოვნებ