1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს.

2. ფიცის ტექსტს ხელს აწერს თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე და ინახება მის პირად საქმეში.

3. ფიცის დადება შეიძლება განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში.

4. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრ