1. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირი, ასევე საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, გარდა თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნული პირისა.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ჩერდება პირის გამოსაცდელი ვადის დინება. გამოსაცდელი ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.

4. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:

ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს), აგრეთვე, მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება;

ბ) კადრების განკარგულებაში აყვანა.

5. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის უშუალო ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების, აგრეთვე სპეციალური შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

6. გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მეხანძრე-მაშველზე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე და 66-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიებ