1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნა/მიღება ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს, გვარსა და პირად ნომერს;

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ დანაყოფის დასახელებას, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება/მიიღება;

გ) თანამდებობის დასახელებას;

დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;

ე) გამოსაცდელ ვადას, თუ პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მოსამსახურის დანიშვნის/მიღების ან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი მოსამსახურისათვის ჩაბარებულად ითვლება მის მიერ უშუალოდ გაცნობის ან აქტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში მისამართზე ჩაბარების მომენტიდა