1. მეხანძრე-მაშველი უშუალოდ ექვემდებარება გათვლის უფროსს და ცვლის მეთაურს.
2. მეხანძრე-მაშველი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს მასზე მიმაგრებული მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;
გ) გავიდეს გამოძახების ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, უზრუნველყოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება საავარიო-სამაშველო ღონისძიებების დროს, აგრეთვე, განახორციელოს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართული სამუშაოები;
დ) განახორციელოს დაზარალებულთა ძებნა, გამოყვანა და ტრანსპორტირება სხვადასხვა პირობებში, აგრეთვე, აღმოუჩინოს მათ პირველადი დახმარება;
ე) მუდმივად იზრუნოს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობებთან და მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე;
ვ) მორიგეობის პერიოდში განუხრელად დაიცვას უსაფრთხოების წესები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ფორმის ტანსაცმელის ტარების მოთხოვნები;
ზ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, უზრუნველყოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა.
3. დანაყოფის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ისარგებლოს საჭირო სახანძრო ტექნიკური, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ინდივიდუალური აღჭურვილობებით და მოწყობილობებით.
4. მეხანძრე-მაშველი უფლებამოსილია წარადგინოს წინადადება საქმიანობის ორგანიზების, აგრეთვე, მორიგე ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების შესახებ.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველს შესაძლებელია დაეკისროს მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) ფუნქცია-მოვალეობები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილები