1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი. დანაყოფის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე.
2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლას უშუალოდ ხელმძღვანელობს ცვლის მეთაური.
3. მორიგე ცვლის შემადგენლობის მორიგეობა მოიცავს მათ მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში, აგრეთვე, დანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებას დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში.
4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობა სამსახურებრივი საქმიანობისათვის იყენებს სამსახურის ბალანსზე არსებულ სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობას.
5. საქმიანობის ორგანიზებისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები და ამ წესის მე-7 მუხლში განსაზღვრული მორიგე ცვლის სხვა მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ სამსახურებრივი მოვალეობა, მათ შორის, ხელმძღვანელის ცალკეული დავალებები;
ბ) ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემური მოთხოვნები (შემდგომ - უსაფრთხოების მოთხოვნები);
გ) იცოდნენ და დაიცვან სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნები;
დ) განახორციელონ მათ სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;
ე) მუდმივად იზრუნონ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
6. ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ძალებისა და საშუალებების რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. განსაკუთრებით რთული ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოქმედებებს ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ასევე, დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირ