1. გათვლის უფროსი ექვემდებარება ცვლის მეთაურს და ითვლება მორიგე ცვლაში შემავალი გათვლის შემადგენლობის უშუალო უფროსად.

2. გათვლის უფროსი უფლებამოსილებების განხორციელებისას ვალდებულია:

ა) იცოდეს გასვლის რაიონი მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;

ბ) მორიგე ცვლების შეცვლისას უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, სათავსების ინვენტარის და სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება;

გ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მზადყოფნა;

დ) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, კავშირის საშუალებების მდგომარეობა, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის მოძრაობის შესაძლებლობა გასვლის რაიონის საზღვრებში;

ე) გააკონტროლოს გათვლის შემადგენლობის მიერ დისციპლინის და ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვა;

ვ) შეასრულოს დანაყოფის დღის განწესით გათვალისწინებული ღონისძიებები და ჩაატაროს სწავლება შემადგენლობასთან;

ზ) განახორციელოს გათვლის შემადგენლობის მიერ სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალური სამაშველო-ტაქტიკური ნორმატივების შესრულებისათვის შესაბამისი ვარჯიშების ჩატარების ორგანიზება;

თ) გააკონტროლოს მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების შენახვის წესი გათვლაზე მიმაგრებულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე;

ი) გააკონტროლოს გათვლის შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მათი შესრულება;

კ) მოახსენოს ცვლის მეთაურს გათვლის შემადგენლობაზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დაკარგვის ან გაუმართაობების შესახებ.

3. გათვლის უფროსს, დისციპლინისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, უფლება აქვს წინადადებებით მიმართოს ცვლის მეთაურს გათვლის შემადგენლობის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახე