1. სამსახურის დანაყოფის გათვლის უფროსი ხელმძღვანელობს მორიგე ცვლაში დაქვემდებარებულ შემადგენლობას და პასუხისმგებელია მათ წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლისას, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს სამსახურის დანაყოფის გათვლის უფროსზე თანამდებობით უფროსი პირი, გათვლის უფროსი მოახსენებს მას მისვლის შესახებ და ასრულებს მის დავალებებს.
3. გათვლის უფროსი ასრულებს ცვლის მეთაურის მიერ დასახულ ამოცანებს, მათ შორის:
ა) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ შემადგენლობას;
ბ) უთითებს გათვლის შემადგენლობას ხანძარსაწინააღმდეგი წყალმომარაგების წყაროს, სახელოს ხაზების გაყვანის მიმართულებასა და ხერხებს, განშტოების დაყენების ადგილს, ლულების რაოდენობასა და სახეობებს, მელულეების პოზიციებს, სახანძრო კიბეების დაყენების ადგილებს, ელექტრული კაბელების გაყვანის მიმართულებებსა და ხერხებს, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დაყენების ადგილს, მათ რაოდენობასა და სახეობებს;
გ) უზრუნველყოფს სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამართულ მუშაობას;
დ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას;
ე) უზრუნველყოფს კავშირს ცვლის მეთაურთან ან/და მისი დავალებით სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირთან;
ვ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ან/და რეაგირების ღონისძიებების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შეკრებისთანავე ამოწმებს დაქვემდებარებული შემადგენლობის ადგილზე ყოფნას, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების არსებობას, მოახსენებს ცვლის მეთაურს ან სხვა უფლებამოსილ პირს სამსახურის დანაყოფის გათვლის მუდმივი განლაგების ადგილზე დაბრუნებისათვის მზადყოფნის შესახე