1. გასვლისთვის მომზადება და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა ითვალისწინებს გათვლის ან მორიგე ცვლის შემადგენლობის შეკრებას და გამოძახების ადგილზე მიყვანას სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობებითა და აღჭურვილობით.
2. გასვლის მომზადებისა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის მიზნით ხორციელდება:
ა) გათვლის ან მორიგე ცვლის შემადგენლობის დროული შეკრება და გამოძახების ადგილზე გასვლა დადგენილი წესით;
ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების გამოძახების ადგილზე შესაძლო უმოკლეს დროში მისვლა.
3. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა შეიძლება შეჩერებულ იქნეს მხოლოდ სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით.
4. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის გზაზე სათაო სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის იძულებითი გაჩერებისას ჩერდებიან მის უკან მიმავალი სხვა სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილებიც და მოძრაობას აგრძელებენ მხოლოდ ცვლის მეთაურის მითითებით. მეორე ან მის უკან მიმავალი სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის იძულებით გაჩერებისას დანარჩენი ავტომობილები აგრძელებენ მოძრაობას გამოძახების ადგილისაკენ.
5. სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის იძულებითი გაჩერების და გამოძახების ადგილისაკენ შემდგომი მსვლელობის შეუძლებლობის შემთხვევაში ცვლის მეთაური ან გათვლის უფროსი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს იძულებითი გაჩერების შესახებ სამსახურის დანაყოფის ოპერატორს;
ბ) დატოვოს იძულებითი გაჩერების ადგილზე სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტომობილის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ტექნიკური გაუმართაობის აღმოსაფხვრელად ან/და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის დასახვედრად;
გ) უზრუნველყოს გათვლის/მორიგე ცვლის გამოძახების ადგილზე მისვლა.
6. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის დროს სხვა ხანძრის ან/და საგანგებო სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის მეთაური/გათვლის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორს, რომელიც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მორიგე ცვლამ გააგრძელოს მსვლელობა გამოძახების ადგილისკენ;
ბ) მორიგე ცვლა შეუდგეს ახლად აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციას;
გ) მორიგე ცვლა შეუდგეს ახლად აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი გათვლის ძალებით, ხოლო მორიგე ცვლის დანარჩენმა სამსახურის დანაყოფებმა და სხვა რეაგირების ძალებმა და საშუალებებმა გააგრძელონ მსვლელობა გამოძახების ადგილისაკე